232
Followers
9
Following
383
Posts
85K
Mth. views
Cover photo
Latest
სავარაუდო მეორე ტალღის მიუხედავად, რუსეთთან საზღვარზე რიგები ჩნდება.
აფხაზეთმა რუსეთთან ე.წ საზღვარი 1 აგვისტოს, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გახსნა, ადამიანებს ჯანმრთელობის ცნობასაც არ სთხოვდნენ. საზღვარი მარტში ჩაიკეტა და ყველა მის გახსნას ელოდა, რადგან აფხაზეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე. აფხაზეთთან საზღვრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, რომ აფხაზურმა მხარემ საზღვარი „სიმეტრიულად“ გახსნა. „ეს საკითხი დიდხანს განიხილებოდა და საერთო აზრამდე მივედით“, – თქვა ანქვაბმა. აფხაზეთმა მხოლოდ რამდენმე კვირით შეძლო სტატიკური მდგომარეობის შენარჩუნება, თუმცა 2020 წლის 20 ივლისის შემდეგ კვლავ დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა. მთლიანად, პანდემიის დასაწყისიდან დაინფიცირდა 84 ადამიანი, მათგან 2 გარდაიცვალა, 37 გამოჯანმრთელდა. რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა – 845 443 შემთხვევით. მათგან 14 058 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამასთან, რუსეთში ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა ფალსიფიცირებულია და რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება მაჩვენებელს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #აფხაზეთი #სოხუმი #კორონავირუსი #ინფექცია #sokhumidaily
170 reads
სავარაუდო მეორე ტალღის მიუხედავად, რუსეთთან საზღვარზე რიგები ჩნდება.
“ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ ამ სამოთხიდან” - აფხაზეთის ფოტოკოლაჟი
“ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ ამ სამოთხიდან, ძალით გვაიძულა ერთმორწმუნე მეზობელმა.” - ასე იხსენებს აფხაზეთს საკუთარი ქვეყნიდან დევნილი. ამ პოსტში აფხაზეთის განსაკუთრებულ ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.. ფოტოებზე აღბეჭდულია სოხუმი, ოჩამჩირე, გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, რიწა და სხვა სილამაზეები. მაშინდელი აფხაზეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი - სანაპირო პალმებით; ზღვისპირა ნაგებობები; დღისა და ღამის პეიზაჟიები. ტბები, მთები და ზღვა. საოცარი სოხუმი.. პოსტის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#აფხაზეთი#ახალიამბები #პოლიტიკა #მოგზაურობა #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #აფხაზები #აფხაზეთიჩემია #ოკუპირებულიაფხაზეთი #sokhumidaily #sokhumi #ფოტო #ფოტოგრაფია #ფოტოკოლაჟი
58 reads
“ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ ამ სამოთხიდან” - აფხაზეთის ფოტოკოლაჟი
აფხაზეთის ომის ტრაგედია ერთი ოჯახის ისტორიით
სოხუმი (2007 წელი) სოხუმელმა 43 წლის მამუკა ფარცვანიამ ძმები, გია და ირაკლი, ბოლოს 1992 წლის 18 აგვისტოს ნახა. ომი ახალი დაწყებული იყო. 16 წლისა, ოჯახის როგორც ყველაზე უმცროსი წევრი, სოხუმიდან სოფელში გახიზნეს. ერთ კვირაში მშობლებისგან შეიტყო ძმების დაღუპვის ამბავი: „ისინი დაიღუპნენ გუმისთაზე. 22 აგვისტოს ნაღმზე აფეთქდნენ. პოზიციაზე მიდიოდნენ. ჩემი უფროსი ძმა 19 წლის იყო, მეორე - 17-ის. გია და ირაკლი. თბილისში, გმირთა მოედანზეა მათი სახელები ამოტვიფრული. მანამდე ერთი კვირით ადრე ვიყავით ჩასული.მამაჩემი ეხვეწებოდა, არ წახვიდეთო, თქვენ რომ მოგკლან, მე რა უნდა ვქნაო. ჩემმა ძმამ უთხრაისე, რომ სახეშიც არ შეუხედავს: ცხრა ძმა ხერხეულიძე დაიღუპა საქართველოსთვის და ჩვენ რომ დავიღუპოთ, არაფერი მოხდებაო. მართლაც ერთ კვირაში დაიღუპნენ“, - იხსენებს 26 წლის წინ მომხდარს მამუკა ფარცვანია. მათი ბინა სოხუმში, ახალ რაიონში, რკინიგზის სადგურთან ახლოს იყო. შენობა მუდმივად დაბომბვის ეპიცენტრში ხვდებოდა. მამუკა ფარცვანია იხსენებს, რომ ერთ დღეს სოხუმელ მეზობლებთან ერთად აფეთქებების შედეგად გარდაცვლილი 37 ადამიანი დაითვალეს. მამუკამ საბოლოოდ სოხუმი ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. სოხუმი (2014-2016 წლები) ახლა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილებისთვის აშენებულ კორპუსში ცხოვრობს.ზუგდიდელი ცოლი შეირთო, ორი კვირის წინ კი ქალიშვილი შეეძინა. ამბობს, რომ სოხუმში განცდილს და ნანახს მეუღლესაც არ უყვება. ყველაფრის დავიწყება უნდა, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი და დასახიჩრებული ადამიანების ცხედრების, ქალაქის ქუჩებში რომ ნახულობდა. უკვე 26 წელია ამ კადრებს უშედეგოდ ებრძვის. სოხუმის შემდეგ მეორე ომი უკვე აფხაზეთიდან ზუგდიდში მომავალმა გზაზე ნახა, რომელიც მეზობლებთან ერთად გაიარა. მშობლები სოხუმში დარჩნენ, გარდაცვლილი შვილების საფლავი არ დატოვეს. სვანეთის მთებში, ზუგდიდისკენ მომავალ გზაზე, 16 წლის ბიჭმა ყინვას და შიმშილს გაუძლო. შიში დაამარცხა. ამბობს, რომ ძირთადად მოხუცები და ბავშვები იღუპებოდნენ, გზის სიმძიმეს ვერ უძლებდნენ. ერთ დღესაც ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავმა პროდუქტები ჩამოყარა. მშიერი ხალხი ერთმანეთს პურს ხელიდან გლეჯდა. მამუკა ფარცვანიას კიდევ ერთი მძიმე მოგონება სწორედ ამ თვითმფრინავს უკავშირდება: „ძალიან ლამაზი ახალგაზრდა გოგო მოდიოდა თოთო ბავშვით ხელში. ეხვეწა ვერტმფრენის მძღოლს, რომ აეშვა. მან უარი უთხრა. მე ვთხოვე პილოტს, აუშვი, ცოდოა-მეთქი. მახსენდება იმ გოგოს გახარებული სახე, როგორ ჩაჯდა ვერტმფრენში. ღამდებოდა, ვერტმფრენმა სიმაღლე ვერ ასწია და კლდეს შეეჯახა. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ, იქ იყო ის გოგოც. ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი. ისე მივეჩვიე ამ ამბებს, მაშინ რაღაცნაირად გული არ მტკიოდა. მერე, როცა ჩამოვედი, სიწყნარეში, სიმშვიდეში რამდენიმე წელი არ მეძინა. სულ ის მახსენდებოდა“. მამუკა ფარცვანიამთავი სამშვიდობოს სვანეთში გადმოსულმა, ჭუბერის თემში იგრძნო. რამდენიმედღიანი შიმშილის შემდეგ პირველად აქ დანაყრდა: „ზუგდიდიდან ჩამოვიდა მანქანა ჭუბერში, პური ჩამოიტანა. ამდენი დღის შიმშილის შემდეგ პური რომ ვჭამე, ცუდად გავხდი. სასწაულად გადავრჩი. ვიღაც ქალბატონის სახლში მოვხვდი და იმან მიმკურნალა“. ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორია ზუგდიდში ბებია-ბაბუასთან ჩამოვიდა, სოფელ ხამისკურში. ყოველდღე ენგურის ხიდზე მიჰყავდათ მამიდებს. მშობლების მოლოდინში იყო. ყველა, ვინც ნათესავს ან ოჯახის წევრს ეძებდა, ენგურის ხიდთან მიდიოდა. ხალხი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიდა. ასე ერთმა კვირამ გაიარა. იმ დღეს, როცა ხელი ჩაიქნია და იფიქრა, რომ ხიდზე წასვლას აზრი არ ჰქონდა, მშობლები მოულოდნელად სახლში ესტუმრნენ. მას შემდეგ დაიწყო ზუგდიდში ახალი ცხოვრება, თუმცა მამამ დაღუპულ შვილებზე დარდს ვერ გაუძლო, მძიმე ავადმყოფობა შეეყარა და აფხაზეთიდან იძულებით გადმოსვლის დღიდან მე-12 წელს გარდაიცვალა. ომის დასრულების შემდეგ მამუკა ფარცვანიას დედამ, ნათესავების დახმარებით, შვილების საფლავების მონახულება მხოლოდ ერთხელ 2010 წელს შეძლო. ახლა 75 წლის ქალი თავს იმით იმშვიდებს, რომ 17-19 წლის მეომრების საფლავს აფხაზი ნათესავები უვლიან. ავტორი: თამარ ზანთარია წყარო: რადიო თავისუფლება ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#აფხაზეთი #სოხუმი #ომი #პოლიტიკა #ოკუპაცია #sokhumidaily
114 reads
აფხაზეთის ომის ტრაგედია ერთი ოჯახის ისტორიით
რა დაგვიშავა რუსეთმა?
"ერთმორწუნე ძმები", "მართლმადიდებელი მეზობლები", სინამდვილეში რუსები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენი მტრები იყვნენ და დღესაც არიან. ერთად გადავხედოთ რუსული ჩექმის კვალს საქართველოს ისტორიაში და თავად შეაფასეთ რამდენად კარგია რუსეთი საქართველოსთვის. 1770 წლიდან - აფხაზეთის ომამდე და დღემდე. 1770 – ღალატი ასპინძის ომში 1795 – ღალატი კრწანისის ომში 1801 – საქართველოს ანექსია 1801 – ქართული სამეფო ოჯახის გადასახლება. 1804 – მთიულეთის აჯანყების ჩახშობა 1810 - რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ და­ი­პყრო და გა­ა­უქ­მა იმე­რე­თის სა­მე­ფო 1811 – ავტოკეფალიის გაუქმება 1812 – კახეთის აჯანყების ჩახშობა 1819 – იმერეთის აჯანყების ჩახშობა 1841 – გურიის აჯანყების ჩახშობა 1856 – სამეგრელოს აჯანყების ჩახშობა 1887 – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა მოოქროვილი ხატების ძარცვა-დატაცება ეკლესიების კირით შეთეთრება, “ერთმორწმუნე“ უფროსი “ძმის“ მიერ სკოლებში, ეკლესიებში, სასამართლო სისტემაში ქართული ენის გაძევება და რუსულის დაკანონება; 1920 – სოჭის ანექსია 1921 – საქართველოს სახელმწიფოს ანექსია 1921 – ჰერეთის (საინგილო) და ლორეს, ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილის (ყარსის ხელშეკრულებით) გაჩუქება; 1922 – სვანეთის აჯანყების ჩახშობა 1923 – კოტე აფხაზის დახვრეტა 1923 – ლევან რაზიკაშვილის დახვრეტა 1923 – დავით და კონსტანტინე მხეიძეების ცხედრების ამოთხრა და ქუჩა-ქუჩა თრევა. 1924 – აჯანყების გაუგონარი სისატიკით ჩახშობა, 12000 მოკლული. 1924 – ვალიკო ჯუღელის დახვრეტა 1925 – მიხა ხელაშვილის მკვლელობა 1937 – მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტა 1937 – სანდრო ახმეტელის დახვრეტა 1937 – გიორგი მაზნიაშვილის დახვრეტა, ადამიანი ვისი დამსახურებით აჭარა საქართველოს შემადგენლობაშია 1937 – ტიციან ტაბიძის დახვრეტა 1937 – ევგენი მიქელაძის დახვრეტა 1937 – დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტა 1937 – ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტა 1937 – ნიკოლო მიწიშვილის დახვრეტა 1937 – გიორგი ელიავას დახვრეტა 1937 – ბესარიონ ჭიჭინაძის დახვრეტა, ზაჰესის და რიონჰესის დამპროექტებელი 1937 – არნახული ტერორი, მასობრივი დახვრეტები 1942 – სტუდენტებისგან შემდგარი პატრიოტული ორგანიზაცია “სამანის“ 17 წევრის დახვრეტა 1956 – 9 მარტის ტრაგედია 1978 – სახელმწიფო ენის გაუქმების მცდელობა 1989 – 9 აპრილის ტრაგედია 1989 – მერაბ კოსტავას მკვლელობა 1991 – პუტჩის ორგანიზება-დაფინანსება 1992-1993 აფხაზეთის ომი, 25 000 დაღუპული, 300 000 იძულებით გადაადგილებული. 1993-გამსახურდიას მკვლელობა 2004 – შეტაკებები სამაჩაბლოში 2008 – ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008-2020 მცოცავი ოკუპაცია, ადამიანების გატაცება. წყარო: Giorgi Germesashvili ფოტოები: აგვისტოს ომიდან. 2008წელი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#ახალიამბები #პოლიტიკა #რუსეთი #რუსეთიოკუპანტია #რუსეთისმთავრობა #რუსეთიმტერია #რუსეთუოკუპანტია #რუსეთიოკუპანტიაstoprussia #არარუსეთს #ოკუპირებულიტერიტორია #ოკუპირებულიაფხაზეთი #ოკუპანტი #ოკუპანტები #ოკუპირებული #ოკუპორებულიაფახაზეთი #არაოკუპაციას #სოხუმი #sokhumidaily
194 reads
რა დაგვიშავა რუსეთმა?
რას ფიქრობენ სოხუმში თბილისთან დიალოგზე
თბილისში გარკვეული პოზიტიური მოლოდინი შეიქმნა, ექსპერტებისა და კონფლიქტოლოგების დონეზე, ახალი აფხაზური ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ქართულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია. რას ფიქრობენ თბილისთან დიალოგზე აფხაზეთში? ანალიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” წარმომადგენელი ლიანა კვარჩელია დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია. “როდესაც არსებობს კონფლიქტი, დიალოგი აუცილებელია. როდესაც მეზობელს შენს ტერიტორიაზე პრეტენზია გააჩნია, აუცილებელია მას დაელაპარაკო და არა იმ პოზაში დადგე, რომელშიც ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი დგას და ირწმუნება, რომ კონფლიქტის მხარესთან საუბარი სამშობლოს ინტერესების ღალატია. ეს არ არის ასე. არავინ ამბობს უარს დამოუკიდებლობაზე. პირველხარისხოვანი საკითხი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი უნდა გახდეს. სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს კანონი იზოლაციაში გვაქცევს. საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი მიდგომა, უფრო მეტად აღვიღვებს კონფრონტაციას, და პროცესის დარეგულირების სასარგებლოდ არ მუშაობს”, – აცხადებს კვარჩელია. მისი თქმით, არ ეთანხმება იმ აფხაზ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე საქართველოს არ უნდა ვესაუბროთ. პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა “არუაას” [“არუაა” ეწინააღმდეგება თბილისთან ნებისმიერი სახის დიალოგს აღიარების გარეშე] წარმომადგენელი ილია გუნია დარწმუნებულია, რომ თბილისთან დიალოგი მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე უნდა შედგეს. “ჩვენ მათ მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაზე შეგვიძლია ვესაუბროთ. სხვა სალაპარაკო არ გვაქვს. ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი ქვეყანასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიად მიგვიჩნევს, არ ღირს”, – ამბობს ილია გუნია. ილია გუნიას თქმით, ის და მისი კოლეგები უახლოეს სესიაზე პარლამენტში პრეზიდენტისთვის კითხვის დასმას აპირებდნენ, თუ რას გულისხმობდა ბჟანია “საქართველოსთან დიალოგში”, თუმცა 29 ივლისს, ერთ-ერთ დეპუტატის COVID – 19-ზე დადებითი პასუხის გამო, სესია გადაიდო, მეორე დღეს კი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ვებ-გვერდ “აფხაზური მოზაიკის” ანალიტიკოსი კირილ ბაზილევსკი მიიჩნევს, რომ ბჟანიას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და მისი განცხადება საქართველოსთან დიალოგის თაობაზე სულაც არ მეტყველებს თბილისის მიმართ ლოიალობაზე. “იქამდე იგივეს ამბობდნენ აფხაზეთის სხვა ხელმძღვანელებიც. საქართველო მეზობელი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობების დამყარება საჭიროა. თუმცა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გარეშე ეს შეუძლებელია. ზუსტად იგივე თქვა პრეზიდენტმაც. თუმცა საქართველო ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად. შემხვედრი ნაბიჯების გარეშე კი დაახლოება შეუძლებელია”, – აცხადებს ბაზილევსკი. ამჟამად აფხაზი დეპუტატები პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის აფხაზეთის საგარეო პოლიტიკისა და კონკრეტულად თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე კითხვების დასმის მოლოდინში არიან. აღიარების გარეშე თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე დისკუსიები აფხაზეთში ხელისუფლებისა და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს შორის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ახალმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენიმე ინტერვიუში ქართულ მხარესთან საუბრის მზაობა გამოთქვა. საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ კომენტარზე, რომლის შესაბამისად, “საქართველოსგან აფხაზეთი აღიარებას არ მოითხოვდა” . “ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენ შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა. ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი შესრულდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ მედიას. ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს – განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართულ-აფხაზური სამომავლო ურთიერთობების საკითხზე საუბრისას. დაახლოებით, იგივე განაცხადა ბჟანიამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას წარდგენისას 24 ივლისს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით გალის რაიონი, როგორც სასაზღვრო ტერიტორია, მნიშვნელოვანია. ამჟამად ქართული და აფხაზური მხრეები მხოლოდ ჟენევის მოედანზე ხვდებიან ერთმანეთს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გალში შეწყვეტილია. ბჟანიამ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ახალი მოედნის გახსნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. “ეს შეიძლება იყოს არა ისეთი შორეული ტერიტორია, როგორც ჟენევაა. აქ, საზღვარზე ან სადმე ჰუმანიტარულ, ყოველდღიურად წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით”. ბჟანიას აღნიშნულ პოზიციებთან დაკავშირებით აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაამ”, რომლის წევრები აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, საპარლამენტო მოსმენების დანიშვნა მოითხოვა, ახალი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან აღიარების გარეშე რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც სავაჭრო თემაზე, მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი მოსმენა, თუმცა, პრეზიდენტის გარეშე, სოხუმში უკვე შედგა. თავად ასლან ბჟანიასგან კომენტარი ჯერ ვერ მივიღეთ. მისი პრეს-მდივანი ბჟანიას დაკავებულ გრაფიკზე მიგვანიშნებს, თუმცა პირობას იძლევა, რომ შეეცდება, პრეზიდენტთან აღნიშნულ თემაზე საუბრის საშულება მოგვეცეს წყარო: netgazeti ავტორი: ნინო კახიშვილი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #სოხუმი #პოლიტიკა #ოკუპაცია #მოლაპარაკება #ურთიერთობა #sokhumidaily
2096 reads
რას ფიქრობენ სოხუმში თბილისთან დიალოგზე
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
დღეის მონაცემებით, აფხაზეთში, 107 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 37 გამოჯანმრთელდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. გასული დღის განმავლობაში, აფხაზეთში 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. "გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციისთვის ტესტირება ჩაუტარდა 88 მოქალაქეს. COVID-19- ის დიაგნოზი დადასტურდა ცხრა მათგანში. ყველა საკონტაქტო პირის გამოკვლევა გრძელდება", - ნათქვამია შეტყობინებაში. ამ ეტაპზე, გუდაუთას ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში 36 ადამიანი მკურნალობს ვირუსს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#კორონავირუსი #აფხაზეთი #სოხუმი #ინფექცია #sokhumidaily
125 reads
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში
ფრანგმა ფოტოგრაფმა აურელიენ ვილეტმა აფხაზეთში დაფიქსირებული უნიკალური კადრები “Lensculture”- ის მკითხველს გაუზიარა. ფოტოგრაფმა აფხაზეთში 2016 წელს იმოგზაურა და ფოტოების ორი სერია გადაიღო, რომელიც აქამდე არსად გამოუქვეყნებია. მის მიერ აღბეჭდილი კადრები, როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, ჰყვება ისტორიას კუთხისა, რომელმაც ამ მდგომარეობაშიც კი შეინარჩუნა უწინდელი ხიბლი და სიურეალისტური ხედებით აოცებს მნახველს. მიტოვებული და განადგურების პირას მყოფი არქიტექტურული ძეგლები სრულიად წარმოუდგენელი და ზღაპრული სანახავია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილები სიზმრისა და რეალობის ზღვარზე გვამოგზაურებს“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი. ვილეტმა ძირითადად ის სტრუქტურები აღბეჭდა, რომლებსაც არანაირი განსაკუთრებული დანიშნულება არ ჰქონია, რის მიზეზადაც ჰეტეროგენული ატმოსფეროს შექმნის იდეას ასახელებს, ქაოსი და დესტრუქციული გარემო, რომელსაც კადრებში ვხედავთ თავად გვიამბობს თვითმყოფადი კულტურის ბოლო ასწლეულის ისტორიას. არქიტექტურის ფოტოგრაფი აურელია ვილეტი ბოლო 9 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და აღბეჭდავს, როგორ ისახება კულტურული ცვლილებები არქიტექტურაზე. 2016 წელს ის საქართველოს რეგიონს, აფხაზეთს სტუმრობდა. ფრანგმა ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა ერთ დროს ტურისტების საყვარელი ადგილები, რომლებიც ახლა ცარიელია. პოსტის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #აფხაზეთი #საქართველო #ფოტოკოლაჟი#sokhumidaily #sokhumi #ახალიამბები #პოლიტიკა #ხელოვნება #მოგზაურობა #სოხუმი #სოხუმიდეილი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთიჩემია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #ოკუპირებულიაფხაზეთი #ფოტო #ფოტოები #ფრანგი #ფოტოგრაფი
313 reads
აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში
გურამ გაბესკირია - საქართველოს ეროვნული გმირი
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს გაბესკირია სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა. მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისის „ცსკა“-ში თამაშობდა. 1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა. გურამ გაბესკირიას სახელს სოხუმის საფეხბურთო კლუბ „ცხუმის“ დაარსება უკავშირდება, რომელიც ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა. მოგვიანებით, გურამ გაბესკირია კლუბის პრეზიდენტი გახდა, იგი ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში გურამ გაბესკირია ქალაქ სოხუმის თევზკომბინატის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს. „ის უმძიმესი მდგომარეობა პატარა ბიჭმა საკუთარი თვალით ვნახე და ომი, ხომ იცით, რა უცებ აბრძენებს ადამიანს?! 11 წლის ვიყავი, როდესაც მამა ბოლოს ვნახე. 13 თუ 14 სექტემბერს ოჯახის წევრები გამოგვაცილა. ძალიან მეშინოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მამას. უცებ მისკენ შევბრუნდი და ვთხოვე, მამა, შენც ჩვენთან ერთად წამოდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა და როგორც დიდს, ისე მითხრა, შენ იცი, ბოხო, გახსოვდეს, შენ ხარ კაციო. ამის შემდეგ ტელეფონით გვიკავშირდებოდა. ბოლოს 26 სექტემბერს, ღამის 2 საათისკენ დარეკა. გვამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო“, - ასე იხსენებს მამას ვლადიმერ გაბესკირია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია. „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“. 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. წყარო: mod.gov.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #აფხაზეთი #სოხუმი #გმირი #პოლიტიკა #ოკუპაცია #sokhumidaily
82 reads
გურამ გაბესკირია - საქართველოს ეროვნული გმირი
COVID-19–ით ინფიცირებული ხუთი ბავშვი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს
კორონავირუსული ინფექციის მქონე ხუთი ბავშვი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს, ამის შესახებ განაცხადა რადიო "Sputnik"-თან, აფხაზეთის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა გეგიამ. კოროვირუსით დაავადებული ხუთი ბავშიდან, უმცროსი პაციენტი ერთი წლისაა, ყველაზე უფროსი კი ათი წლის. გეგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვებში ვირუსული ინფექცია მოზრდილ ასაკთან შედარებით ხელსაყრელ კურსს გადის. "ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა სიმპტომატურია, ანუ სითხის დაგროვება, სითხის მიღება, ანტიპიტეტური და ანტივირუსული პრეპარატების მიღება. მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვებს ანტიბიოტიკოთერაპიას არ ვუნიშნავთ." გეგიას თქმით, ბავშვების მდგომარეობა უფრო დამაკმაყოფილებელია. მან დაამატა, რომ სტაციონარული მკურნალობა ჩატარდება ერთი კვირის განმავლობაში და ტესტების შედეგების საფუძველზე, გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა პაციენტების სახლში განთავისუფლება შემდგომი ორკვირიანი თვითიზოლაციისთვის. კორონავირუსის აღმოჩენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 აგვისტოს მდგომარეობით აფხაზეთში 98 ადამიანია. აქედან 37 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:#კორონავირუსი #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumidaily
59 reads
COVID-19–ით ინფიცირებული ხუთი ბავშვი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი III)
1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, სოხუმი-ოჩამჩირის გზა. ვერსია IV - „ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ“ რუზგენ გოგოხია (24-ე ბრიგადის ბატალიონის მეთაური): „სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ვითარება შეიქმნა — ბატალიონები თითქმის იშლებოდა, ხალხი მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვუხსნიდი მათ, რომ ომი ჯერ არ იყო დამთავრებული. ვინც დამიჯერა, დარჩა, ვინც არა — ბუნებრივია, წავიდა. 16-ში, დილით, აწ განსვენებული სოსო გოგიძე მირეკავს და მეუბნება, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. მაშინვე დავბრუნდი ჩემს ბატალიონში, მიუხედავად იმისა, დანარჩენების მსგავსად ჩვენც წაგვართვეს საკეტები, ოთხი ტანკი მაინც მქონდა გადამალული. ათ წუთში ისინი სრულ მზადყოფნაში გვყავდა. 30 კაცი ბატალიონში დავტოვე, დანარჩენი 40 კი თან წავიყვანე. რაციით დავუკავშირდი პოზიციებზე მყოფ ჩემს ბიჭებს იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა. დაზვერვაზეც გვყავდა ხალხი გაშვებული, სერიოზული არაფერიაო. იმის თქმა მინდა, რომ ჩემს პოზიციებზე კი არ გავედი, როგორც ეს ნაბრძანები მქონდა, არამედ, იმ ადგილებში, საიდანაც უფრო ძლიერი სროლის ხმა ისმოდა. ტყვარჩელის გზაზე შედარებით სიმშვიდე იყო, მაგრამ სროლები თანდათანობით მერკულასთან გაძლიერდა და დავინახეთ, რომ ცაგერა იწვის... ამიტომაც იმ მიმართულებით წავედით... როდესაც მივედით, დავინახეთ, რომ ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი, იარაღიანი და უიარაღო, ერთი სიტყვით, ყველა გამორბის. სამხედროებმაც მიატოვეს თავიანთი პოზიციები. მათ მეთაურს, სოსო სილაგაძეს ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მომყავს 40 კაცი და 2 ტანკი. ამასთან, ჩემი ბატალიონის დანარჩენი წევრებისთვისაც მქონდა ნათქვამი, რომ ჩვენი გასვლიდან ერთ საათში უკან გამოგვყოლოდნენ და დარჩენილი 2 ტანკიც წამოეყვანათ. რაც შეგვეძლო, ვხოცეთ მოწინააღმდეგე... ჩვენ ერთი მებრძოლი დაგვეღუპა, მაგრამ ძალიან ბევრი დაგვეჭრა. მოწინააღმდეგეს ერთი ტანკი და ერთი „ბმპ“ ჰყავდა. ჩვენმა ბიჭებმა ტანკი დააზიანეს, მაგრამ მოძრაობა მაინც შეეძლო, „ბმპ“ კი მწყობრიდან გამოიყვანეს, მაგრამ ტანკი უკნიდან მიაწვა და გაათრია. ერთი „ბმპ“ ჩვენ დაგვრჩა, ახლაც მახსოვს „აფსნი-1“ ეწერა. დაჭრილი მექანიკოსი ამოვიყვანეთ და როგორც წესი და რიგია, დავაწვინეთ. შემდეგ ვხედავთ, რომ დაახლოებით 15-20 აფხაზს გზაზე გადარბენა უნდა და თან ერთი დაჭრილიც მიჰყავთ. ცხადია, არ მივეცით გზაზე გადასვლის საშუალება, დაჭრილი მიატოვეს და გაიფანტნენ., შემდეგ სწორედ ის 15-20 კაცი გვებრძოდა ჩვენ ოჩამჩირე-სოხუმის გზის იმ მონაკვეთზე. ამის შესახებ ტყვეობაში ყოფნისას გავიგე და ეს მითხრა იმ დაჭრილი აფხაზი ბიჭის ძმამ, რომელიც იმ გზაზე მიატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში შევინარჩუნეთ ჩვენი პოზიციები. 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა ოჩამჩირეში და შეიძლება ითქვას, რომ ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ზოგი გენერალი იქით დადგა, ზოგი - აქეთ, ჩვენ კი, გავიხლიჩეთ. ახალდაბა, მართალია, ოჩამჩირის რაიონია, მაგრამ 11-ე ბრიგადას ეკუთვნოდა და აფხაზებს იგი უკვე აღებული ჰქონდათ. მტრისას რაც იქ მოხდა; გადაუარეს ქალებს და ბავშვებს... ვიცით, რომ იგივე ბედი ელის ხვალ-ზეგ კინდღსაც. მაგრამ კინდღს ჯერჯერობით იცავს ის, რომ იქვეა რკინიგზა, რომელიც მაღლობზეა, სადაც ჩვენები არიან გამაგრებულნი და აფხაზებს არ აძლევენ სოფელში შესვლის საშუალებას. ანუ სამი მხარე იყო დასაცავი, თუმცა ზღვიდან, პრინციპში, საშიშროება არ გველოდა, რადგან აფხაზებს ზღვიდან შეტევის საშუალება არ ჰქონდათ, ეს რუსებს უნდა გაეკეთებინათ. ერთი სიტყვით, გზა იყო გასახსნელი. არავისთვის არაფერი მიკითხავს, ისე წავიყვანე ჩემი ბატალიონი, 160 კაცი, ამასთან, თან წამომყვნენ რუსთაველი, გორელი და ხაშურელი ბიჭები. ვერ გეტვით, რომ გზაში დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაგრამ, როგორც კი მივადექით ანუასყურს, აფხაზებმა ზემოდან გაგვიხსნეს ცეცხლი... იქიდან ერთ კილომეტრში კი ტანკი აგვიფეთქეს. არავინ არ ყოფილა იმ გზაზე ჩვენ გარდა, შემდეგ გამოჩნდნენ იქ ყურაშვილი და სხვა გენერლები. არავის არ უნდოდა წინა ხაზზე წასვლა... ბატალიონი ორ ნაწილად გავყავი, 80 კაცი მე დავიტოვე, 80 კი, ჩემს მოადგილეს, მურმან გურჩიანს დავუტოვე. ჩვენ ზღვისპირეთით წავედით, ზღვის მხრიდან გვინდოდა კინდღის გათავისუფლება. ორი კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ შორს ადამიანის სილუეტი დავინახე. დურბინდში გავხედე, ჯარისკაცია, მაგრამ არ გინდა იმის გარკვევა, აფხაზია, ქართველი, თურქი თუ ოსმალი?! წავედი მის შესახვედრად. მხარზე ავტომატი მაქვს გადაკიდებული. გავიგე, როგორ თქვეს, რუზგენიაო. რომელი ხარ-მეთქი, დავუძახე, წირღვავა ვარო. გამიხარდა, ზვიადისტი იყო, მაგრამ ომში რამ გაყო ზვიადისტი და შევარდნაძისტი, ომი ომია და ერთად უნდა დავიცვათ საქართველო. 80–ნი იყვნენ. გზა არ ვიცით და დილამდე აქ უნდა დავიცადოთო, მითხრეს. არავითარი გაჩერება, ჩემთან ერთად წამოდით-მეთქი. წამომყვნენ. ლოთმა მითხრა, ორი ბიჭი მყავს, ერთს დაგიტოვებთ, მეორე კი თან უნდა წავიყვანო ფოთშიო. ზვიადისტებს ვეუბნები, რომ გავიდეთ მთავარ გზაზე, საიდანაც აფხაზები მოდიან-მეთქი. უკვე გვესმის ხმა, რომ ჩვენებმა ალყა გაარღვიეს. მაგრამ მიპასუხეს, რომ ლოთისგან ნაბრძანები გვაქვს, ზღვისპირიდან უნდა შევუტიოთო. ჩვკე კინდღელები შემოგვიერთდნენ და გავედით ცენტრალურ გზაზე. შემხვდა გენერალი ყურაშვილი და მითხრა, ტყვარჩელისკენ უნდა შახვიდეთო. ჩემი ბატალიონის ბიჭები მოვიწვიე და ვუთხარი, რაც ყურაშვილმა მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით. კინაღამ გაგიჟდნენ, არც მათ უნდოდათ უკან დაბრუნება. გუჯარმა ისიც მითხრა, ხომ ხედავ, რუზგენ, რამდენი ხალხია, ნემსი რომ ჩააგდო, მიწაზე არ დაეცემაო — არანაკლებ 5 000 კბილებამდე შეიარაღებული კაცი იყო... გუჯარმა მითხრა, ერთ საათში ჩვენები სოხუმში იქნებიანო. 26 სექტემბერს, დილით, მივედით შტაბში და რას ვხედავთ - შტაბი სავსეა გენერლებით, რომლებსაც იქ, სოხუმში ველი... დათუაშვილი, კიტოვანი, ნიკოლაიშვილი და კიდევ ორი თუ სამი გენერალი იყო. სწორედ იმ დღეს ესროლა კიტოვანმა დათუაშვილს და კინაღამ მოკლა... მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა. გამოვედი შტაბიდან და ვუთხარი ბიჭებს, მივდივარ ტყვარჩელის ასაღებად და გვერდში ვინ ამომიდგებით–მეთქი. სამასი კაცი გამომყვა. მეთაურობა საკუთარ თავზე ავიღე, შტაბი კი ოხურეიში შევქმენით. ტყვარჩელისკენ ტანკებით წასვლაზე უარი ვთქვი, რადგან აუცილებლად აგვაფეთქებდნენ აფხაზები და ფეხით წავედით. იმ მიმართულებით სამი სიმაღლეა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ვერ ავიღეთ, ხოლო ჩვენ კი ნახევარ საათში მოვახერხეთ ამის გაკეთება და ტყვედ ავიყვანეთ აფხაზების შტაბის უფროსი ნური ბოლქვაძე. ვბრუნდები უკან, პოზიციაზე და რას ვხედავ - ის ბიჭები, რომლებიც ერთ-ერთ სიმაღლეზე დავტოვე, აგერ არ ჭამენ კონსერვებს?! ვკითხე, ვინმე თუ დატოვეთ-მეთქი ზემოთ; არავინ, შენი ბრძანება მოვიდა, რომ სიმაღლე დაგვეტოვებინაო. მაშინ, როდესაც მსგავსი ბრძანება არ გამიცია. დავტაცე ხელი ავტომატს და მარტო დავიწყე ასვლა. 5 კაცი გამომყვა. თურმე, აფხაზებს და ჩვენ ერთდროულად დაგვიწყია იმ სიმაღლეზე ასვლა, ალბათ, იგრძნეს, რომ იქ ჩვენები აღარ იყვნენ. ბილიკით ავდიოდით, ავედი თუ არა, სილუეტი დავინახე, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვკითხე - რომელი ხარ? საპასუხოდ ცეცხლი გაგვიხსნეს. ამ დროს დავიჭერი, თუმცა არაფერი არ მიგვრძნია, პირი გამებერა და სიმხურვალე ვიგრძენი, მივხვდი, სისხლი იყო და ამოვანთხიე. მთელი ტანით ავდექი, ხომ არ ვიტყოდი, რომ დაჭრილი ვიყავი და უკან გადავკოტრიალდი. ამ დროს დანარჩენები შემომხვდნენ, ვუთხარი, რომ დაჭრილი კი ვარ, მაგრამ არაფერი მიჭირს, მე გავალ, დანარჩენებს მიეხმარეთ-მეთქი. ორმა კაცმა მტაცა ხელი, ჩამსვეს ტანკში და წამიყვანეს. ორიენტაციით მივხვდი, სადაც ვიყავით. ამომიყვანეთ-მეთქი, მოვითხოვე და გავხედე სოხუმი-ოჩამჩირის გზას, რომელიც ორი დღის წინათ ხალხით იყო გაჭედილი, აღარავინ აღარ იყო... მიგვატოვეს. როდესაც ტყვეობაში ვიყავი, მაშინ გავიგე, რომ ოჩამჩირე-სოხუმის გზაზე, რომელიც, თურმე, ვერა და ვერ გავარღვიეთ, მხოლოდ 80 აფხაზი იდგა და ერთი ტანკი ჰქონდათ, რომელიც მიწაში იყო ჩაფლული, რადგან მოძრაობა არ შეეძლო და რომლის ლულა არც კი ტრიალებდა, ამიტომ პირდაპირ ჰქონდათ დამიზნებული და ისე ისროდნენ. თუმცა, გზა დანაღმული იყო, რათა ჩვენი ტანკები, თუკი იმ გზაზე გაივლიდნენ, აფეთქებულიყვნენ! ეს იყო და ეს! გეკითხებით, ჩვენს 5 000 კაცს 80 კაცი შეაჩერებდა?! მოკვდებოდა ჩვენი, ვთქვათ, ორასი, სამასი, ათასი კაცი, მაგრამ ოთხი ათასი ხომ დარჩებოდა?!“ ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: #აფხაზეთი #ომი #პოლიტიკა #ოკუპაცია #sokhumidaily
190 reads
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი III)
ტყვარჩელის თბოელექტროსადგური დღეს
ტყვარჩელის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური საქართველოს ელექტროენერგეტიკული მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თბოელექტროსადგური ტყვარჩელში (თბილისიდან 450 კმ). მშენებლობა დაიწყო 1933 წელს. პირველი სამრეწველო დენი ამოიმუშავა 1938 წელს. ელექტროენერგიით ამარაგებდა იმ დროისათვის უმსხვილეს საწარმოებს — ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს. 1938 წელს თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე უდრიდა 24 ათ. კვტ. 1956—1958 წლებში ელექტროსადგური გააფართოეს, რის შედეგად მისი სიმძლავრე 125 ათ. კვტ-მდე გაიზარდა. 1977—1978 წლებში საექსპლიატაციოდ გადაეცა 110 ათ. კვტ. სიმძლავრის ტურბინა. 1979—1983 წლებში ჩატარდა საწარმოს სრული რეკონსტრუქცია; ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეც. 1938—1980 წლებში გამოიმუშავა 18 მლრდ. კვტ. სთ-ზე მეტი ელექტროენერგია და 1328 ათ. გკალ სითბო. სადგური დღეს უკაცრიელ შენობებადაა ქცეული და აი, ასე გამოიყურება. თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#პოლიტიკა #ახალიამბები #სოხუმი #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზები #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #აფხაზეთიჩემია #აფხაზეთისომი #sokhumidaily #sokhumi #ელექტროენერგია #ელექტროსადგური #ელექტროობა #newsელექტრომომარაგება #ტყვარჩელი
77 reads
ტყვარჩელის თბოელექტროსადგური დღეს
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი II)
ვერსია II - „ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან...“ ფელიქს ტყებუჩავა (ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების კავშირგაბმულობის მინისტრი, აფხაზეთის ომის დროს –სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი): „ სინდისი სუფთა მაქვს, იმიტომ რომ ყველას ვაფრთხილებდი, სოხუმში არ დაბრუნებულიყვნენ 1993 წლის სექტემბერში, რადგან ხალხი, ფაქტობრივად, ხაფანგში მიდიოდა. ვამბობდი, რომ მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, ხოლო ისინი, ვისაც სოხუმის დაცვა შეეძლო, იქ უნდა დარჩენილიყვნენ. ის ათი დღე, რომლის განმავლობაშიც სოხუმი ვითომდაც თავს იცავდა, სინამდვილეში იყო გათამაშებული. ის ნაწილები, რომლებიც იმ დროს სოხუმში იმყოფებოდნენ, ათი დღის განმავლობაში ქალაქს ვერ დაიცავდნენ. ეს იყო გაკეთებული იმისათვის, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ მტერი შეესია სოხუმს და მოწინააღმდეგემ ომით აიღო ქალაქი. ამიტომაც დაარქვეს ამას სოხუმის დაცემა, რათა არ გამოჩენილიყო ის გაუგონარი ვერაგობა, რომ განიარაღებულ ქალაქს დაეცა მოწინააღმდეგე და გაჟლიტა მოსახლეობა. ასეთი გახლდათ მხარეებს შორის შეთანხმება, რაოდენ საშინლადაც უნდა ჟღერდეს ეს სიტყვები. ეს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელია. სწორედ ამან მისცა შევარდნაძეს საშუალება, გაფრენილიყო სოხუმში და თავი გმირად გამოეცხადებინა — რომ ათი დღის განმავლობაში, თურმე, ის სხვებთან ერთად სოხუმს იცავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო... 16 სექტემბერს ჩვენი მთავრობა ზუგდიდში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმწამსვე გავიგეთ, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო და ჩვენი ნაწილები მაშინვე დაიძვრნენ სოხუმის დასახმარებლად, მაგრამ სწორედ მაშინ შეასრულა ტყვარჩელმა ფატალური როლი. იქ ხომ მოწინააღმდეგის ბაზა იყო?! სწორედ ტყვარჩელიდან ჩამოსულმა შეიარაღებულმა რაზმებმა გადაკეტეს სოხუმი-ოჩამჩირის გზა. მართალია, ჩვენმა რაზმებმა მაინც შესძლეს ტამიშამდე მისვლა, იქ ერთი პერიოდი თითქოს დაიწყო კიდეც ერთგვარი თანამშრომლობაც, ყველამ დაინახა, რომ საერთო უბედურება იყო კარს მომდგარი და გამომდინარე აქედან, ეგრეთ წოდებულმა სამთავრობო ჯარმა და ჩვენმა ნაწილებმა ოჩამჩირეში ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს; ქობალიამ შეასრულა კიდეც მასზე დაკისრებული ამოცანა და, სხვათა შორის, ყარყარაშვილმა, მართლაც, შეიყვანა ორასი კაცი სოხუმში, მაგრამ მან ეს გააკეთა ქობალიას დახმარებით, ვინაიდან ქობალიამ შეასრულა თავისი ამოცანა. მაგრამ ამას უკვე არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან წაგებულის მოგება უკვე შეუძლებელი იყო. ქობალია, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარის ნაწილებმა მიატოვეს მარჯვენა ფლანგიდან და დღეს ამის არც რცხვენიათ, პირიქით, აცხადებენ — ჩვენ, ქართველები მშიშრები ვართო. იმ დროს ჩვენი შეიარაღებული შენაერთები და ასევე სამთავრობო ნაწილებიც ოჩამჩირეში იმყოფებოდნენ. ვითარებას კრიტიკულს ხდიდა ის, რომ, ერთი მხრივ, ეს გახლდათ ტრაგედია, რადგანაც მტერი უკვე სოხუმში იყო და მეორე, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შენაერთები ოჩამჩირეში ერთმანეთს შეხვდნენ, არ არსებობდა ერთიანი გეგმა და ყველა ბატივით იყო დაბნეული. ხოლო ჯარი, რომელსაც არ ჰყავს ხელმძღვანელობა, არის ბრბო, როგორებიც არ უნდა იყვნენ ჯარისკაცები. სამთავრობო ჯარს, მართლაც, არ ჰყავდა ხელმძღვანელობა. ამდენად, საჭირო იყო ერთიანი ხელმძღვანელობა, რათა ჯარს სცოდნოდა, რომ ემორჩილება ერთ სარდალს. ამიტომაც ჩავიდა ბატონი ზვიადი ოჩამჩირეში. მას არ აუღია თავის ხელში სამხედრო სარდლობა, მაგრამ ჯარს უნდა სცოდნოდა, რომ ეყოლებოდა ხელმძღვანელი და სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნული ხელმძღვანელობა უნდა ყოფილიყო გაერთიანებული ჯარების მეთაური. ყოველ შემთხვევაში, მთავარი იყო, ყველას კოორდინირებულად ემოქმედა. და უნდა ითქვას, რომ ის ხალხი, შევარდნაძის ჯარის ნაწილებს ვგულისხმობ, ვინც გაიგო ვითარების ტრაგიკულობა, რომ განგებ მიჰყავთ ომი წაგებისკენ, დათანხმდა ერთიან სარდლობაზე და იმაზეც, რომ ეცნოთ ზვიად გამსახურდია უმაღლეს მთავარსარდლად. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა, იმდენად კარგად იყო ომის წაგება დაგეგმილი, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელი იყო ჯარების იმ ნაწილით, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. როდესაც ჩვენი სამხედრო შენაერთები მზად იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესასრულებლად და შეასრულეს კიდეც, სამთავრობო ჯარმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა. ჩვენი შენაერთები უნდა წასულიყვნენ მარცხენა ფლანგზე, ზღვის მიმართულებით და შესულიყვნენ ტამიშ-კინდღამდე, სხვები კი მარჯვენა ფლანგით უნდა წამოსულიყვნენ, შეერთებოდნენ ქობალიას ხალხს კინდღთან და ერთობლივად შეეტიათ სოხუმისთვის. მაგრამ რეალურად, ეგრეთ წოდებული სამთავრობო ჯარების შენაერთები არ მივიდნენ კინდღამდე. ახლა ისინი ერთმანეთს აბრალებენ და აცხადებენ, რომ თითქოს მოულოდნელად ლოთი ქობალიას მხრიდან მათი პოზიციები დაიბომბა, რამაც გამოიწვია არეულობა და ასე შემდეგ. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი ბატებივით იყვნენ დაბნეული, დატოვეს თავიანთი პოზიციები, ამასთან, მიატოვეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს თავისუფლად შეეძლო მათი ალყაში მოქცევა. მართლაც, შეთანხმებულად რომ ემოქმედათ, შესაძლებელი იყო ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა და კიდევ ვიმეორებ, ეს პრობლემაც იმიტომ შეიქმნა, რომ ტყვარჩელის პლაცდარმი თავის დროზე არ იყო განადგურებული. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო, ბოლო მომენტშიც კი შეიძლებოდა სიტუაციის ნაწილობრივ გამოსწორება მაინც. მაგრამ ისინი დღეს აღიარებენ, რომ კურდღლებივით გამოიქცნენ. 1993 წელი, სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის დასაწყისი, ოჩამჩირე. ვერსია III - „ბრძანება მოვიდა: რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა!“ ელგუჯა თოხაძე, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მეთაური (24-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება არ შეეხო, რადგან ის ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო დაკომპლექტებული, თუმცა მძიმე შეიარაღება მათაც ჩამოართვეს): „ ოფიციალურად მივწერეთ ყველა ინსტანციას, რომ, თუკი საქართველოს ჯარები გადიან, ჩვენ, რა, არ ვართ ქართველები, მაშინ ჩვენც გაგვიყვანეთ, ოღონდ, ჩვენი ტექნიკიანადო. სხვათა შორის, ამ გზით ერთი კვირა მოვიგეთ, ანუ, როდესაც გენო ადამიას ბრიგადა განაიარაღეს, ჩვენ კიდევ ერთი კვირა დავრჩით შეიარაღებულები. წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვესროდით და შემდეგ უცებ განგვაიარაღეს, ადამიანი კი არა, ძაღლიც იგრძნობდა ინსტინქტით, რაც შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და ცუდად რომ იქნებოდა საქმე. რად უნდა იმას თქმა, რომ შინაგანად ვგრძნობდით საშიშროებას, როდესაც ძალები დააშორიშორეს და დამკვირვებლები ჩააყენეს. ეს დამკვირვებლები რუსები იყვნენ და ზედმიწევნითი სიზუსტით წერდნენ, ვინ რა დააშავა, რა გადამალა, როგორ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ასე შემდეგ... ჩვენს ბრიგადას ერთი დარღვევაც კი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა გადამალული გვქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელშეკრულების გაფორმებიდან რაღაც დროის შემდეგ, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ, მართლაც, სასიკეთოდ შემოტრიალდა ყველაფერი, რომ ზემოთ მორიგდნენ და საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა. სხვათა შორის, რუსების ერთი ბრიგადა იდგა პორტში, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ასევე კარგი ურთიერთობა გვქონდა რუსების სასაზღვრო რაზმთან. ერთი სიტყვით, რუსების ორი ნაწილი იდგა ოჩამჩირეში ომის დროს. საბჭოთა დროს თურქეთის მთელ საზღვარს სწორედ ოჩამჩირის სამხედრო ნაწილიდან აკონტროლებდნენ რუსები. ოჩამჩირის პორტში ისეთი რაოდენობის ძალა და ტექნიკა იყო გალაგებული, რომ მათ, ბუნებრივია, ძალით ვერ მოვერეოდით, მაგრამ ვეშმაკობდით; ხან წყალს გადავუკეტავდით, ხან პურს აღარ ვაწვდიდით, მათ გარშემო ხომ ჩვენი ბატალიონები იდგა?! ხანაც, სიგარეტები მიგვქონდა. ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, მაინც ჩვენზე იყვნენ დამოკიდებული, რადგან რუსეთიდან მომარაგებას ვერ იღებდნენ. 16 სექეტმბერს იყო ღალატი... რუსებმა და აფხაზებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და, მართლაც, მუხანათურად დაგვესხნენ თავს. სხვათა შორის, რუსი დამკვირვებლებიც, რომლებიც ოჩამჩირეში იყვნენ, არ ელოდნენ ამას, ფერი არ ედოთ სახეზე, როდესაც შეიტყვეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო. 24–ე ბრიგადა, ბუნებრივია, განიარაღებული იყო და ჩვენი კუთვნილი იარაღის საკეტები ოჩამჩირის პორტში ჰქონდათ რუსებს. არადა, სერგეი, მათი მეთაური, რომელიც ჩვენთან მეგობრობდა, თურმე, წინა ღამით გადაუყვანიათ და მის ნაცვლად, მისი პირველი მოადგილე, უბედურის ერთი, დაუნიშნავთ. ჩვენ, ბუნებრივია, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არადა, იმედი მქონდა, რამე რომ მომხდარიყო, სწორედ ის დამიბრუნებდა საკეტებს და, შესაბამისად, ჩვენს ტექნიკასაც დავიბრუნებდით. 16 სექტემბერს, დილით, დაგვიკავშირდნენ შტაბში და გვითხრეს, რომ სოხუმზე შეტევა დაიწყო, ცაგერა უკვე აიღო მოწინააღმდეგემ და უკვე არადუშიც შემოიჭრნენო. მაშინვე პორტში გავიქეცი საკეტების დაბრუნების იმედით. მივედი, მაგრამ სერგეი აღარ დამხვდა და, საერთოდაც, არ შემიშვეს პორტის ტერიტორიაზე. მივხვდი, რომ საქმე ცუდადაა: ან უნდა გავიქცეთ, ან უნდა შევაკლათ თავი. არადა, ჩვენი ტექნიკა აქვეა... როგორც იქნა, მოვახერხეთ და შევედით პორტის ტერიტორიაზე. მე და ნაურმა, ჩემმა პირველმა მოადგილემ ასეთი რამ გავითამაშეთ: ერთი „გრადი“ გაგვაჩნდა, რომელსაც, მართალია, ყველაფერი მოხსნილი ჰქონდა და ბრძოლაში ვერ გამოიყენებდი, მაგრამ ბიჭებმა მოახერხეს და ისეთ მდგომარეობაში მოიყვანეს, რომ ერთი მიმართულებით გასროლა მაინც შეეძლო. ანუ „გრადი“ გამართული იყო. არც კი ვიცი, როგორ გამორჩათ რუს დამკვირვებლებს. ერთი სიტყვით, სწორედ ეს „გრადი“ დავუმიზნეთ პორტს. ამას გარდა, სერგეის დროს რუსების შტაბიდან ჩვენს შტაბამდე სპეციალური კაბელი გავიყვანეთ, რათა პირდაპირ დავკავშირებოდით ერთმანეთს, თუკი რამე დაგვჭირდებოდა, სერგეის მოადგილე ამის შესახებ არაფერი სცოდნია. როდესაც შევედი მასთან და მოვთხოვე საკეტები, ცხადია, მათ გადმოცემაზე უარი მითხრა. მაშინვე დავავლე ხელი ტელეფონს, ნაური გამოვიდა ხაზზე, გადავეცი ყურმილი რუსს და ვუთხარი, ეს არის ჩემი არტილერიის უფროსი და უსმინე, რასაც გეტყვის–მეთქი. ნაურ ჯიქიამ უთხრა, რომ „გრადი“ პორტზეა დამიზნებული, პორტში კი უამრავი იარაღია და ერთი გასროლა იქნებოდა საკმარისი და ჰაერში ავიწეოდით ყველა. ამ დროს ჩემი პისტოლეტიც დავუდე მაგიდაზე, რადგან დასაკარგი უკვე არაფერი მქონდა. რუსის მეთაურმა ნაურის უთხრა, ამის გაკეთებას ვერ შეძლებთო. ეს ჩემი საქმეა, როგორც გავაკეთებო, უპასუხა ნაურმა... ერთი სიტყვით, წავართვით საკეტები. მაგრამ ჩვენი ტექნიკაც პორტის ტერიტორიაზე იდგა, ხომ გინდა გაყვანა?! არადა, ჩვენს მანქანებს იქ არ შეუშვებდნენ, ამიტომ პორტის შესასვლელთან მივაყენეთ „ურალები“ და იქ მივაყვანინეთ ჩვენი ტანკები. ამასთან, საკეტი უამრავია და ზუსტად არ ვიცით, რომელი რომლისაა. დრო კი მიდის... არც საწვავია ტანკებში... ხალხს ვედროებით მოჰქონდა, რის მოტანაც შეეძლო... მძიმე ტექნიკაც დავიბრუნეთ და დღის ორი საათისთვის დაკარგულ ტერიტორიებსაც უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. იმ ბრძოლებში 32 მებრძოლი დაგვეღუპა და 72 დაგვეჭრა... გვირეკავენ თბილისიდან, გვილოცავენ... ჯილდოც შემომთავაზეს, უარი ვთქვი; გენერლის ჩინიც — მასზეც უარი ვთქვი... სოხუმიდან დაგვიკავშირდნენ შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი, ვითხოვე კონტრშეტევაზე გადასვლა. დამთანხმდნენ, ოღონდ, შორს არ მისდიოთ, არ შეგიტყუონ და არტილერიით დაბომბეთ მათი პოზიციები, შენს საზღვრებს ნუ გასცდებიო. შევარდნაძე და ჯაბა იოსელიანი... ამ დროს კი, გულუა და ადამია კოდორის ხიდთან იბრძვიან და მათ საერთოდ არ ჰყავთ ტექნიკა. ამასობაში ჩვენ დავაპატიმრეთ რუსების „დშბ“–ის ბატალიონი, ბატალიონი ერქვა, თორემ, გენერალი არენიხინი იყო მათი მისი მეთაური, რომელიც ახლა, სხვათა შორის, კოლესნიკოვის მოადგილეა, იმის თქმა მინდა, რომ დააწინაურეს, მაშინ, როდესაც ჩვენ პირიქით, ერთმანეთს ვჭამთ... ერთი სიტყვით, რუსებს ჩვენი ტექნიკაც წავართვით და მათიც, მოვაქციეთ ალყაში და ვუთხარით - აბა, ბიჭებო, თუ წყნარად იქნებით, ცოცხლებიც დარჩებით, და დავურეკე პრეზიდენტს სოხუმში. ვეუბნები, რომ მყავს ტექნიკა და ვეკითხები, როგორ ვასარგებლო ამ ტექნიკით სოხუმი. ამას გარდა, რუსებთან ერთად ტყვედ ავიყვანე ცხრა აფხაზი დამკვირვებელი, ტყვარჩელში კი ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ და ამიტომ იცოდნენ აფხაზებმა, იმათთვის რომ რამე დაეშავებინათ, მე მათი ცხრა კაცი მყავდა. რუსი კი, თავის მხრივ, ხედავდა, რომ გამოჭერილი იყო, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, არანაირი ბრძანება არ ჰქონდა... მოკლედ, დიდ ტექნიკასა და საუკეთესო შეიარაღებაზე იყო ლაპარაკი. ეს ყველაფერი ვუთხარი შევარდნაძეს. ერთ საათში გეტყვი, როგორ უნდა მოიქცეო, მიპასუხა... ბრძანება მოვიდა - რუსებს უკან დაუბრუნეთ წართმეული ტექნიკა, არადა, ბიჭებს უკვე დანაწილებულიც კი ჰქონდათ რუსების ერთი მანქანა გამექცა, ვითომ სოხუმისკენ წავიდა, მაგრამ, ხომ ვიცი, რომ გზაზე ჩვენები არიან. დავურეკე გულუას და ადამიას და ვუთხარი, რომ მათი მიმართულებით მიდიოდა შეიარაღებით სავსე მანქანა და დაეკავებინათ. მართლაც, გააჩერეს და წაართვეს მთელი შეიარაღება. ერთი დღე და ღამე იმ შეიარაღებით ებრძოდნენ აფხაზებს. ერთ საათში მოვიდა შევარდნაძის ბრძანება, რომ პორტში მიგვეცილებინა რუსები, იქ შემოვიდოდა გემი და ამ ტექნიკას წაიღებდა. მე ბრძანება შევასრულე. რაღაც ფანტასტიკური გემი მოადგა ოჩამჩირის სანაპიროს, საჰაერო ბალიშები ჰქონდა, პირდაპირ ნაპირზე ამოვიდა, ჩატვირთეს მთელი ის ტექნიკა და, ალბათ, სოხუმისკენ წაიღეს. სამი „კრაკადილის“ ტიპის ვერტმფრენი აცილებდა... ჩვენს ბრიგადას ტამიშამდე ეკავა პოზიციები, ტამიშს იქით პირველი კორპუსი იდგა, კინდღიდან კი — 23-ე ბრიგადა. როდესაც გუჯარ ყურაშვილი ჩამოვიდა, მითხრა, ხომ იცი, თბილისიდან გამომგზავნეს და უნდა დამემორჩილოთო. იმ დროსვე შემოიყვანეს ლოთი ქობალიას ნაწილებიც, ესე იგი, გამოვიდა, რომ ერთსა და იმავე ადგილას და დროს იყო ორი გვარდია და გვარდიის ორი სარდალი: ძველი და ახალი — ქობალია და ჭუმბურიძე. გუჯარი მეუბნება, ახლა არ დაიწყოთ იმის გარკვევა, ვინ ზვიადისტია და ვინ — არაო. არადა, ჩვენ, ოჩამჩირლებს ეს პრობლემა არასდროს გვქონია, ჩვენ არც ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულნი, არც იარაღი აგვიღია ხელში ერთმანეთის წინააღმდეგ; ან ვინ მეკითხებოდა მე, ქობალიას ოჩამჩირეში შემოშვებას?! ერთი სიტყვით, ქობალიას ნაწილები კინდღში დადგნენ. ყურაშვილმა მითხრა: აგერ არის ლოთი, მე ჭუმბურიძის გვარდია მყავს, თქვენ ოჩამჩირეში იდექითო. ვუთხარი, რომ ჩემს ორ ბატალიონს სოხუმში წასვლის სურვილი აქვთ-მეთქი, რადგან ვიცოდი, რომ ბიჭები არ გაჩერდებოდნენ. არავითარ შემთხვევაშიო, - მიპასუხა. დაიწერა ყველაფერი, ვის რა ვალდებულება ჰქონდა, რა ამოცანა უნდა შეესრულებინა. შტაბი ცაგერაში გვქონდა. ერთი სიტყვით, ბრძანების თანახმად - 24–ე ბრიგადას ინგირის ხიდიდან ცაგერამდე პერიმეტრი უნდა გაგვეკონტროლებინა (ეს ზურგი იყო); ცხენისწყლიდან კოდორამდე — პასუხისმგებელი იყო პოლკოვნიკი ბარბაქაძე; გარღვევაზე კი — ყურაშვილი, ქობალია და ჭუმბურიძე; ანუ თავის თავზეც დაწერა ბრძანება ყურაშვილმა. ყველას გვესმოდა, რა იყო ჩვენი ამოცანა, ისიც ვიცოდით, რა რაოდენობის რეზერვი გვყავდა და რა რაოდენობის ხალხის გაშვება შეგვეძლო სხვების დასახმარებლად. ამ დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა დათუაშვილიც ოჩამჩირეშია. დათუაშვილის ბრძანებით ვასრულებდი ყურაშვილის ბრძანებებს. ყურაშვილმა მოითხოვა, კავშირის ჩემი საშუალება მინდა მქონდესო და გამოვუყავით „სვიაზის“ მანქანა, „კაშეევკას“ რომ ეძახიან. მოითხოვა ერთი ბატარეა. სულ მცირე, ხუთასკაციანი რეზერვის გაგზავნა შეგვეძლო სოხუმში ვერც ჩემი ბიჭები ისვენებენ და ვერც ჩამოსულები, სოხუმისკენ მიიწევენ. განსაკუთრებით, ორი ბატალიონი - სოსო სილაგაძის, მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად დაჭრილი იყო და რუზგენ გოგოხიასი აქტიურობდნენ. სულ რვა ბატალიონი მყავდა. დათუაშვილის ბრძანებით, დავთვალეთ რეზერვი, რომ გაგვერკვია, საჭიროების შემთხვევაში რა ძალით შეგვეძლო მივშველებოდით სოხუმს. აღმოჩნდა, რომ 500–კაციან რეზერვს ვაგროვებდით. ყოველდღე იკრიბებოდა შტაბის წინ ეს ხალხი, თანაც, საუკეთესო შეიარაღება ჰქონდა და ელოდა ბრძანებას! როგორც იქნა, შევთანხმდით, ისიც დიდი ხვეწნა–მუდარის შემდეგ, იმაზე, რომ პოლკოვნიკ ალანიას 50, ზურაბ ძოწენიძის 47 და რუზგენის 160 კაცს ზღვიდან გადავსხამდით. ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: for.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #სოხუმი #ომი #პოლიტიკა #ოკუპაცია #sokhumidaily
312 reads
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი II)
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი I)
აგვისტო მძიმე პერიოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში: ზაფხულის ამ უკანასკნელ თვეს ორი ჩვენს ქვეყანაში ორი ომი დაიწყო, თანაც, ისე მოვახერხეთ, რომ ორივეს დამწყების სტატუსი გვერგო; ორივეში დავმარცხდით და, ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, სულ რაღაც, 67 000 კვადრატული კილომეტრიდან, 80-პროცენტიღა დაგვრჩა. მიუხედავად გულზე მჯიღების ცემისა, ქვეყნის არც ერთი პეროდის ხელისუფლებას არც ერთი ომი არ გაუანალიზებია, არათუ დამნაშავეები დაუსჯია. მხოლოდ იმას არკვევენ, როდის უფრო მწარედ დავმარცხდით და ვინ იყო უფრო ფეხმარდი მტრისგან გამოქცევისას. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შეცდომები გავიმეორეთ, რაც იმ არაოპტიმისტური ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მსგავსი შეცდომებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული. აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო პროკურატურა იძიებდა აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზებს. დასკვნაც დადო, თუმცა ის დახურულ თათბირზე განიხილეს, რომელსაც იმდროინდელი და ომის მონაწილე სამხედრო პირებიც ესწრებოდნენ. როგორც, თავის დროზე, სამხედრო პროკურორმა, გამოძიების ავტორმა, პირად საუბარში მითხრა - ჯემალ ჭუმბურიძეს პრივატულ საუბარში უთქვამს, იმავე თათბირზე უთქვამს, ყველანი დასახვრეტები ვართო. ჩვენი მიზანი არც დამნაშავეების გამოაშკარავებაა და არც მათი დასჯა, უბრალოდ შევეცდებით, თვითმხილველთა და მონაწილეთა ნაამბობებით, აღვადგინოთ 1993 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები, უფრო ზუსტად, ტრაგედია; იმ იმედითაც, რომ თითოეულის სიმართლის გადაკვეთაზე, ადრე თუ გვიან, ჭეშმარიტებას მივაგნებთ. ინფორმაცია განსჯისთვის: 1993 წლის პირველ სექტემბერს სოხუმში სწავლა დაიწყო (საქართველოს დანარჩენ ტერიტქრიაზე კი – 15 სექტემბერს!) სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე დევნილებს აქტიურად მოუწოდებდა დაბრუნებისკენ და არწმუნებდა, რომ 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მშვიდობა გარინტირებული იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, რის მიხედვითაც, მხარეებმა მძიმე ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების დაშორიშორებისა და ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება აიღეს. იმ მარტივი მიზეზით, რომ მოწინაღმდეგე მხარე, სეპარატისტები, აფხაზეთის ტერიტორიის მიღმა თავიანთ შეიარაღებას ვერ გაიტანდნენ, აშკარა იყო, რომ ქართული მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდა. რადგან აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მძიმე ტექნიკის გატანა ვერ მოხერხდებოდა, ქართული მძიმე ტექნიკა ზღვით გაიტანეს ფოთში, სხვათა შორის, რუსული სამხედრო გემებით, რაშიც თბილისმა ფულიც გადაიხადა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ ისედაც არაორგანიზებული ქართული შეიარაღებული ფორმირებები. მათ მხოლოდ მხოლოდ მცირე ოდენობის მძიმე ტექნიკის გადამალვა მოახერხეს. ერთი სიტყვით, ის მცირერიცხოვანი ქართული შენაერთებიც კი, რომლებიც 27 ივლისის ხელშეკრულების შემდეგ დარჩნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ მსუბუქი შეიარაღების ამარა დარჩნენ. საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 24 ივლისის სხდომაზე, რომელიც 27 ივლისის ხელშეკრულების საკითხს იხილავდა, ხმათა უმრავლესობის მოგროვება ვერ მოხერხდა, ამიტომ სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით გაიტანა ეს საკითხი, თუმცა მას შემდეგ, რაც 1993 წლის 16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სოხუმის მასირებული შეტევა დაიწყო, სახელმწიფოს მეთაურს თავისი პასუხისმგებლობა აღარ გახსენებია, სხვათა შორის, არც მის ამომრჩეველს – არც ერთ შემდგომ არჩევნებზე. 1993 წელი 9-30 სექტემბერი, სოხუმი ვერსია I - „ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა“ აკაკი გასვიანი: „ჩვენ უფრო ვგრძნობდით, რომ რუსები დაარღვევდნენ ხელშეკრულებას, ვიდრე სადაზვერვო ინფორმაციას ვეყრდნობოდით. შინაგანად გვეშინოდა ამის... 9 სექტემბერს ბატონმა ჟიული შარტავამ მინისტრთა საბჭოს სხდომა ჩაატარა, დაბარებული ჰყავდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები... მე, ბუნებრივია, ვარ ჩემს კაბინეტში ვიყავი. ბატონმა ჟიულიმ დამირეკა და მითხრა: ჩამობრძანდით, სხდომას უნდა დაესწროთო. ჩავედი... ბატონი ჟიული ამბობს, მოსალოდნელია შეთანხმების დარღვევა, საბაბი არ მივცეთ მოწინააღმდეგეს, ტექნიკა გასაყვანია, მაგრამ სხვა მხრივ მოიქეცით საკუთარი შეხედულებებისამებრო. ანუ დიპლომატიურად ამბობს სათქმელს. შემდეგ იქვე აცხადებს, რომ დღეიდან ძალოვან სტრუქტურებს უხელმძღვანელებს ბატონი აკაკი გასვიანი. ჩემთვის ცოტა არ იყოს მოულოდნელი იყო მისი განცხადებები. ავდექი თუ არა, ხელით მანიშნა, გაჩუმდიო და მითხრა — ყველაფერი განზე გადადე, დღეიდან თადარიგი უნდა დავიჭიროთ, რადგან, შესაძლოა, რომ სოჭის ხელშეკრულებამაც წინა ხელშეკრულებების ბედი გაიზიაროს, დანარჩენზე ცალკე მოვითათბიროთო. რადგან ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ მძიმე ტექნიკის გაყვანაზე იყო ლაპარაკი, ადგილზე რჩებოდნენ ადგილობრივი ბატალიონები, 23-ე ბრიგადა, აფხაზეთის ქართული მილიცია. არსებობდა თავდაცვის სამი ზღუდე. პირველი, ბუნებრივია, გადიოდა ფრონტის წინა ხაზზე. ხელშეკრულების თანახმად, პირველი ხაზები უნდა დაგვეშორიშორებინა, ამდენად, იქ, ბუნებრივია, თავდაცვის ზღუდეებს ვერ მოვაწყობდით, მაგრამ, სამაგიეროდ, გვრჩებოდა მეორე და მესამე ზღუდეები. ადგილობრივი ბატალიონები, მოსახლეობისგან და მილიციისგან შექმნილი ჯგუფები დღე და ღამ მორიგეობდნენ. მე და ბატონმა ჟიულიმ სოხუმი ორ ნაწილად გავყავით. აღმოსავლეთი ნაწილი შეგნებულად დავუთმე ბატონ ჟიულის, იმიტომ რომ შედარებით უსაფრთხო იყო: ომში პირველი პირის სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის მნიშვნელოვანია. არავისგან არ შეგვხვედრია წინააღმდეგობა. თითოეული დგებოდა იქ, სადაც ვანაწილებდით. ალბათ, შინაგანად ყველა გრძნობდა საფრთხის არსებობას. ორი საათი თუ გვეძინა დღე-ღამის განმავლობაში, რადგან არ ვიცოდით, როდის აფეთქდებოდა ჭურვი. მოგვდიოდა ინფორმაციები და ვიცოდით, რომ ისინი დაარღვევდნენ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ არ ვიცოდით, როდის. 14 სექტემბერს ღამით მოწინააღმდეგემ მოძრაობა დაიწყო გუმისთის მხრიდან. მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შემოგვიტიეს. ძირითადად, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები: რუსი სამხედროები, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნეს ქალაქში ბრძოლებისთვის, ეგრეთ წოდებული მცოცავი-მოიერიშე ბრძოლებისთვის: ისინი იყოფიან ჯგუფებად, ერთი ჯგუფი ხოხვით მოიწევს წინ, მეორე კი ცეცხლს ხსნის და ყურადღება თავისკენ გადააქვს. ამასობაში კი, პირველი ჯგუფი დგება და გიტევს. იმავდროულად, ასეთივე ჯგუფები მოდიან სხვადასხვა მიმართულებიდან. ასეთი გახლავთ ქალაქში ბრძოლის ტაქტიკა. სწორედ ასეთი ჯგუფები მოამზადეს ჩვენ წინააღმდეგ. ამ ფუნქციას ასრულებდნენ რუსეთის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონები, რომლებსაც ჩვენ ვიზუალურად ვხედავდით. მათ ახლდნენ ჩრდილოკავკასიელი კონფედერატები... 16 სექტემბერს ისინი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე, ჩვენ კი მხოლოდ ერთი ძველი ტანკი გაგვაჩნდა. ცოცხალი ძალა კი, დაახლოებით, ხუთი ათას კაცამდე, მხოლოდ ავტომატებით და ნაღმმტყორცნებით შეიარაღებული. ტყვია-წამალი გვქონდა, მაგრამ არა ყველასთვის სამყოფი. არ გაგვაჩნდა ტანკსაწინააღმდეგო არანაირი შეიარაღება, მაგრამ მაინც უძლებდნენ ბიჭები. კოლესნიკოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, სადაც დამუშავდა სოხუმზე შეტევის გეგმა, განაცხადა კიდეც, რომ 16 სექტემბერს სოხუმი დაეცემოდა. ესე იგი, მათ ეგონათ, რომ 16-ში ერთბაშად შემოიჭრებოდნენ ქალაქში. მოგეხსენებათ, სწავლა დაწყებული იყო, მოსახლეობა ბრუნდებოდა და რომ არა ჩვენ მიერ გამაგრებული ზღუდეები, სოხუმის მთელი ქართული მოსახლეობა ერთ დღეში, 16 სექტემბერს, მთლიანად ამოწყდებოდა. 26 სექტემბერს, საღამოს სამთავრობო აგარაკზე შტაბის სხდომა გაიმართა. ბატონი ჟიული დაღვრემილი იყო, ხმას არ იღებდა, იგრძნობოდა, რომ მძიმე განწყობა ჰქონდა. ყველა სამხედრო ხელმძღვანელი იქ იყო. ვერ მოვითმინე: მთავრობის სახლს რა ვუყოთ, დავრჩეთ, თუ გამოვიდეთ-მეთქი. არაფერი მიპასუხა. სხდომას ესწრებოდნენ: გია ყარყარაშვილი, ჯაბა იოსელიანი, ზაურ უჩაძე, პაატა დათუაშვილი. გაანაწილეს პოზიციები. გენო ადამია (23-ე ბრიგადის მეთაცრი) წინააღმდეგი იყო, ქალაქს ვერ დავიცავთ და მე არ დავიკავებ პოზიციასო. ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია იმ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ამის გამო. გენო წავიდა, მაგრამ ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ედუარდი და თქვა: გენო დაიკავებს ამ ადგილს და მის ნაცვლად მე მოვაწერ ხელსო. ყველა მეთაურმა მოაწერა ხელი ობიექტების დაცვის გადაწყვეტილებას. ამასობაში შემოგვათენდა; დილის ექვსი საათისთვის, კანცელარიის უფროსი ჯუმბერ ბეთაშვილი მეუბნება: ბიჭებმა დამირეკეს, მინისტრთა საბჭოს შენობა დაიცალა, დაცვა წავიდაო. მართლაც, დაცლილი იყო. დილის ცხრა საათზე ბატონი ედუარდი მოდის, გარეთ ვხვდები მას. მეუბნება: მთავრობამ უნდა იმუშავოს, ხალხი რეკავს, მას ხელმძღვანელობა სჭირდება. დამემშვიდობა და დაპირდა, დაცვას მოგაშველებო. ნახევარ საათში მოვიდა „ავღანელთა“ 32-კაციანი ჯგუფი გურამ ჯანიაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონი ჟიულიც მოვიდა. დავიწყეთ ბატალიონების ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. სოხუმში სამარისებური დუმილი იყო გამეფებული. ხალხი გაუთავებლად რეკავდა. ყველას ვეუბნებოდი, აიღეთ, რაც გაქვთ და სასწრაფოდ წადით ქალაქიდან-მეთქი. და დაიწყო ხალხის ნაკადმა ნება. ორი ქუჩით მიდიოდა მოსახლეობის ტალღა. დილის თერთმეტ საათზე მტერმა მინისტრთა საბჭოს შენობას შემოუტია. შენობაში ვიმყოფებოდით: თანამშრომლები, დაცვის 14-კაციანი ჯგუფი და „ავღანელები“. ძლიერ ცეცხლს ჭურვები მოჰყვა. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ტელეფონები გაუჩერებლად წკრიალებდა. ხალხი გამუდმებით რეკავდა და პასუხს ითხოვდა. ყველას ვეუბნებოდით, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი. უკვე აშკარა იყო, რომ ბატალიონებმა არ შეასრულეს ბრძანება და ვერ გაამაგრეს პოზიციები. მინისტრთა საბჭო, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. მინისტრთა საბჭოს დაცლა დამარცხებას ნიშნავდა, ამიტომ ბოლო წუთებამდე ველოდით მაშველ ძალებს. კოორდინატები გადავეცით, მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა. როდესაც ქალაქიდან მოსახლეობის გასვლა შეწყდა, ბატონმა ჟიულიმ გასცა ბრძანება: დავცალოთ შენობა და დავიხიოთ უკან. გურამ ჯანიაშვილმა შემოგვთავაზა, ჯგუფებად გავნაწილებულიყავით და ცალ-ცალკე გავსულიყავით შენობიდან, რადგან ერთიანად მტერი ადვილად ამოგვიღებდა მიზანში. ვიდრე სატელეფონო კავშირი არ გაწყდა, ჩემი კაბინეტი არ დამიტოვებია. შემდეგ გამწარებულმა დავანარცხე ტელეფონი და ჯგუფს ჩამოვყევი. მინისტრთა საბჭოს წინ სროლები იყო. კიბეზე იდგნენ: ბატონი ჟიული, რაულ ეშბა, გურამ გაბისკია და დაცვის ბიჭები... ბოტანიკური ბაღისკენ გადავინაცვლეთ, მაგრამ იქაც მტერი იყო გამაგრებული და ცეცხლი გაგვიხსნეს. ასე აღმოვჩნდი შენობის გარეთ. ბატონი ჟიულისგან მინისტრთა საბჭოს შენობა გვყოფდა. გადავწყვიტეთ, როგორმე კომენდატურამდე მიგვეღწია. იქ მეომრები მეგულებოდა. მე, როგორც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და ძალოვანი სტრუქტურების კოორდინატორს, ბრძანების გაცემის უფლება მქონდა. რათა ზღვისპირა ქუჩებიდან ერთი ტანკი ან ჯავშანტრანსპორტიორი დაძრულიყო მინისტრთა საბჭოს მიმართულებით, გაეკეთებინა დერეფანი და შენობაში დარჩენილები გამოეყვანა. ამის გაკეთებას, სულ რაღაც, ათი წუთი სჭირდებოდა. ჯვარედინ ცეცხლში ხტუნვა-ხტუნვით გადავჭერი ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილი. მინისტრთა საბჭოს შენობის კიბეზე გურამ ჯანიაშვილი იდგა რამდენიმე მეომართან ერთად. ხელი დავუქნიე. შვიდი კაცი გარღვევაზე წამოვიდა. ბატონმა ჟიულიმ და დანარჩენებმა ვერ შეძლეს, რომ მათ გამოჰყოლოდნენ. ასე მოვწყდით ძირითად ჯგუფს და გეზი კომენდატურისკენ ავიღეთ. კომენდატურაში სამი კაცი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ წითელ ხიდთან გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა და კომენდანტი მერაბ გამზალია იქ იყო გამაგრებული. როდესაც გამოვედი, გურამ ჯანიაშვილი და მისი ჯგუფი იქ აღარ დამხვდა და მარტო წავედი წითელი ხიდისკენ. მთელ ქალაქში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. ამასობაში შევეყარეთ მერაბ გამზარდიას, ნუგზარ ქოიავასა და კოტე ზაქარაიას. ერთად წავედით წითელი ხიდისკენ... გზაზე მივადექით რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის ბაზას, ვაჩვენეთ საბუთები და ვთხოვეთ, რომ გავეტარებინეთ, მაგრამ უარი მივიღეთ. მოვნახეთ ვიწრო ბილიკი და შევუერთდით გენერალ ვალერი ქვარაიას ჯგუფს. ავუხსენი მდგომარეობა და გადავეცი კოორდინატები, თუ რა მიმართულებით უნდა ემოძრავა მძიმე ტექნიკას, რათა გაკეთებულიყო დერეფანი და მინისტრთა საბჭოში დარჩენილი ხალხი გამოგვეყვანა. ამის შემდეგ გადავედი სინოპში, სადაც გია ყარყარაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი ვნახე. ვუთხარი, რომ მინისტრთა საბჭო ალყაში იყო მოქცეული. დამპირდნენ, რომ ყველაფერს იღონებდნენ ალყის გასარღვევად. გია ყარყარაშვილს, მართლაც, გაუგზავნია ერთი ავტობუსით მეომრები, მაგრამ წითელ ხიდზე ვერ გადასულან. ვიცოდი, რომ პრეზიდენტი აგუძერაში იმყოფებოდა, ამიტომაც მისკენ გავემართე, რომ მთავარსარდლისთვის ვითარება მომეხსენებინა. პრეზიდენტი მარტო იყო შენობაში. მან მითხრა, რომ დაურეკა ბორის პასტუხოვს და იგი დაჰპირდა, რომ საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებს შეაგზავნიდა და ასე გამოიყვანდა ბატონ ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებს. დავმშვიდდი. ვირწმუნე, რომ პასტუხოვი სიტყვას შეასრულებდა, მით უფრო, რომ კომკავშირული და პარტიული წარსულიდან გამომდინარე, იგი თავს ბატონი ჟიულის მეგობრად აცხადებდა... კოდორის ხეობაში წავედი, რათა 100 კაციანი ჯგუფი მაინც წამომეყვანა, რომ მდინარე მაჭარაზე გავმაგრებულიყავით. მეორე დღეს, როდესაც გასვლას ვაპირებდით, ჩვენ გავხდით ქართველთა იძულებითი უკუქცევის მოწმენი. ისეთი სიჩქარით მოდიოდა მძიმე ტექნიკა, რომ ფეხით მომავალ მოსახლეობას ასწრებდა. სისხლგამშრალი ვიდექი და ვუყურებდი ჯარს: სად იყვნენ ისინი 27-ში? სად იყო ეს მძიმე ტექნიკა სოხუმის დაცემის დღეს? 27 სექტემბერს სოხუმი ცარიელი იყო... კოდორის ხეობაში გავიგე შემზარავი ამბავი: ბორის პასტუხოვმა სიტყვა არ შეასრულა. მიუხედავად ჩემი ამდენი მცდელობისა, ვერ მოიძებნა ერთი ტანკი თუ ჯავშანტრანსპორტიორი, რომ ეს კაცი-ლეგენდა გამოეყვანათ ალყიდან. მტრის ბატალიონებმა მინისტრთა საბჭოს შენობა აიღეს. ტყვედაყვანილები ორ ჯგუფად გაყვეს და ორი ავტობუსით გაიყვანეს შენობიდან... ბატონი ჟიული დახვრიტეს უახლოეს და ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან. იგივე ბედი ეწია მეორე ჯგუფსაც... მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა — იური გაავა, იგი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. იური გაავა მისმა აფხაზმა მეომრებმა იხსნეს, რომლებიც მტრის მხარეს იბრძოდა. ჟიული შარტავაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერც ერთმა მაფიოზურმა კლანმა, იგი არაფერს ცნობდა, გარდა თავისი სამშობლოსი. ბატონმა ჟიულიმ ძალიან ბევრი რამ იცოდა აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ; იბრძოდა ბოლომდე და აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით. ავტორი: მიხეილ ბოლქვაძე წყარო: for.ge ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #სოხუმი #ომი #პოლიტიკა #ოკუპაცია #sokhumidaily
232 reads
აფხაზეთის ომის ფინალური ქრონიკა: 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერი (ნაწილი I)
აფხაზეთის საავადმყოფოში ექიმების დეფიციტია
გუდაუთის საავადმყოფოში ექიმების დეფიციტის პრობლემაა, თქვა გუდაუთის რაიონის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ინგა ჭანბამ რადიო "Sputnik"-თან. მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალხას კონჯარიამ პრობლემის შესახებ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფი დაკომპლექტდა, მონაწილეობდა 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანი, თუმცა მას არ სურდა გუდაუთას საავადმყოფოში წასვლა ინფიცირების შიშის გამო. "დიახ, ესეთი შემთხვევაც არის. ჩვენ ახლა დიდი სამუშაო დატვირთვა გვაქვს. ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. თუ პაციენტების რიცხვი გაიზრდება, მაშინ გუნდების რაოდენობა უფრო დიდი უნდა იყოს. "- თქვა ჭანბამ. მისი თქმით, გუდაუთის COVID-19-ის ცენტრში მკურნალობას გადიან ექიმები. ამასთან, ჭანბას გაუჭირდა ზუსტი ციფრის გადმოცემა. ”ახლა COVID-19-ის ცენტრში 22 ადამიანი გვყავს. ორი მათგანის მდგომარეობა ზომიერია. მათ შორის არიან ექიმები. მაგრამ ზუსტი რიცხვი არ ვიცი, რადგან გუშინ პაციენტებიც მიიღეს. აქედან ხუთი ან ექვსი ადამიანი ექიმია”, - თქვა მან. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ დროს გაუარესდეს, რადგან რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, ვირუსის მატარებელი ადამიანები შეიძლება შემოვიდნენ აფხაზეთში. მაგრამ საავადმყოფო ამისთვის მზად არის. ”არის საკმარისი მედიკამენტები, სპეცტექნიკაც. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი. ჩვენ ასევე გადავიყვანეთ პოლიკლინიკა გახანგრძლივებული დღის წესრიგში.” - თქვა ჭანბამ. "დაავადება ჯერ კიდევ არ არის ლოკალიზებული. ჩვენ ჯერ კიდევ ავადმყოფთა კონტაქტებს ვამყარებთ. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან უპასუხისმგებლოა."-თქვა მან. გუდაუთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ურჩია, აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ზომები: უფრო ხშირად დაიბანონ ხელები, დაიცვან ნიღბების რეჟიმი შენობაში, მანძილი ორი მეტრით და არ ეწვიონ ხალხმრავალ ადგილებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სოხუმი #აფხაზეთი #კორონავირუსი #sokhumidaily
64 reads
აფხაზეთის საავადმყოფოში ექიმების დეფიციტია
წერილები აფხაზეთის თემაზე – გურამ ოდიშარიას რომანი „სოხუმში დაბრუნება“
ერთხელ კახა ჯამბურიამ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გურამ ოდიშარიას მიერ აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ წარმოადგინა. იმ დღეს გავიგე პირველად გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნების“ შესახებაც. დავინტერესდი რომანით და მას ვერც წიგნების მაღაზიებში მივაგენი და ვერც ნაცნობ-მეგობრებში. ჩემმა აფხაზეთიდან დევნილმა სტუდენტმა მითხრა, მაგ წიგნს ვერ იშოვით, გარდაცვლილებს ატანენ ჩვენებიო… ამის გაგონებამ შემზარა. ალბათ ნობელის, გონკურის, ყველა პრესტიჟულ ლიტერატურულ პრიზზე უფრო დიდი შეფასება ესაა… გავიდა დრო და რომანი კიდევ გამოიცა. მაშინ მივხვდი, ჩემი ნება რომ იყოს, სავალდებულოს გავხდიდი იმ აფხაზი და ქართველი მწერლების ნაწამოებებიდან თუნდაც ამონარიდების პროგრამაში შეტანას, რომლებიც ზედმეტი პათეკიტიკის, სიყალბის გარეშე აანალიზებენ მომხდარს და აუდიტორიას დააფიქრებენ თავსგადამხდარ უბედურებაზე. ერთგან „ღამის ნაპირში“ დაურ ნაჭყებია ჰყვება, როგორ უამბობს აფხაზი ბაბუა, რომელმაც ომში დაკარგა ვაჟიშვილი, შვილიშვილს ძილის წინ მგლის ამბავს, რომელსაც კლავენ. ყოველ საღამოს მგელი კვდება და მას არანაირი შანსი არა აქვს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს და გადარჩეს. ამ ამბის ალეგორია გასაგებია. მწერალს ტკივა, რომ წარმოუდგენელია წარსული თავიდან გაიმეორო და ახალ ვარიანტში დაღუპული ვაჟიშვილი ცოცხალი იყოს, ე.ი. არ დაიწყოს ომი. წარსული ისტორიას ჩაბარდა და მისი შეცვლა, ვაი რომ, აღარ შეიძლება. ჩემი მოსწავლე თემიკო რევიშვილი საკვლევ თემას რომ ირჩევდა, შევთავაზე, გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“ აერჩია. როდესაც თემიკომ რომანი წაიკითხა, რას მერჩოდითო, მისაყვედურა. საყვედური კი იმის გამო მივიღე, რომ რომანი უმძიმესი წასაკითხია. მაგრამ უმძიმესი წასაკითხი რომანი მასში მოთხრობილი მოგონებების გამოა, თორემ ტექნიკური თვალსაზრისით, გურამ ოდიშარიამ მოახერხა, საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტის წყალობით და ნაწარმოების განსხვავებული კომპოზიციით რომანში გადმოცემული უღელტეხილზე დევნილთა გადმოსვლის უმძიმესი ისტორიები და მათი თბილისში დამკვიდრების არანაკლებად მძიმე ამბები მშვიდობიანი სოხუმის შესახებ მოგონებებით გაეგრძელებინა და ამით მკითხველი დაენდო, მისთვის კითხვის პროცესი შეემსუბუქებინა. იმის გამო, რომ თხრობა მწერლისა და მისი ახლობელ-მეგობრების, უბრალო ნაცნობების მოგონებებზეა დაფუძნებული, შემდეგ კი ამ მოგონებებს ავტორის სუბიექტური ანალიზი ენაცვლება, შეიძლება ითქვას, რომ თხრობის ამგვარი სტილი სრულიად ახალია ქართული ლიტერატურისთვის. მე ვიტყოდი, რომ კოლაჟისა და მონტაჟის რეტროსპექტივისა და უწყვეტი თხრობის მონაცვლებით ნაწარმოები საინტერესო ხდება არა მარტო დოკუმენტური ამბებით, არამედ მწერლური ტექნიკის თვალსაზრისითაც. მწერლის ღირსებად მიმაჩნია ისიც, რომ ის არსად არცერთი სიტყვით არ გამოთქვამს საყვედურს არც აფხაზების, არც ქართველი მარადიორების და არც არასტუმართმოყვარე თბილისელების მისამართით. ის ყვება ამბებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმე ამხილოს, არამედ იმიტომ, რომ იქვე გვერდით სიკეთეზე მოყვეს. ის ბრალდებულებსა და დამნაშავეებს კი არ ეძებს, ის დამდგარი რეალობისთვის თვალის გასწორებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ აფხაზეთში დარჩენილი მისი ნაცნობებიც, რომელთა შესახებაც ბევრი არაფერი იცის და ძალიან ენატრება მათი სიყმაწვილის საერთო ქალაქთან ერთად, ასევე ფიქრობენ. გთავაზობთ თემიკოს კვლევიდან რამდენიმე მონაკვეთს (თუ რომანი არ წაგიკითხავთ, ეგებ ასე მაინც დაგაინტერესოთ და დაგითანხმოთ, წასაკითხად მისცეთ თქვენს მოსწავლეებსაც): ომის თემა არც ისე გამოკვეთილია ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. თუ არ ჩავთვლით ისტორიულ ნაწერებსა და ფოლკლორულ საისტორიო-საგმირო პოეზიას, ომის ამბები რატომღაც შედარებით უინტერესოა ქართველი მწერლებისათვის. მაგრამ მეოცე საუკუნეში ქართული ლიტერატურაც, სხვა ქვეყნების ლიტერატურების მსგავსად, აქტიურად ყვება ომის ამბებზე. მაგრამ ეს ამბები შეპირისპირებული არაა მშვიდობასთან. ამ კუთხით ჩემთვის აღმოჩენა იყო გურამ ოდიშარიას რომანი „სოხუმში დაბრუნება“, რომელშიც მონაცვლეობითაა წარმოდგენილი თბილი ფერადი მოგონებები ომამდელ მშვიდობიან სოხუმზე, ცივი ფერებმოკლებული მოგონებები ომის შემდგომ „მშვიდობიან“ თბილისზე და შავ-თეთრი ამბები მწერლისა და მისი ნაცნობების მოგონებებიდან, რომლებიც უღელტეხილზე გადმოსვლას უკავშირდება. ომამდელი სოხუმის აღწერის დროს რომანში ჭარბობს მშვიდობიანი ქალაქისთვის დამახასიათებელი ეპიზოდები. ჩვენს გონებაში იხატება მშვიდობიანი, კოხტა, აუღელვებელი, მეგობრული და სინათლით გაბრწყინებული სოხუმი, ქალაქი, რომელიც ასეთი საყვარელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება არა მარტო მწერლისთვის, არამედ ბევრი ქართველისთვის. და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ნამყოფი ხარ თუ არა ომამდელ სოხუმში, გისეირნია თუ არა გაგრის კოპწია ქუჩებში, ხვდები, რომ ადგილები შენთვისაც მნიშვნელოვანი ხდება და იმედი გიჩნდება, რომ ეს გრძნობა საერთო გახდება არაქართველისთვისაც და იმის მოლოდინიც გიღვივდება, რომ, თუკი აფხაზი წაიკითხავს რომანს, მასაც დაწყდება გული, რომ რაღაც დიდი დაკარგა და ეს დანაკარგი მონაპოვარზე ბევრად მეტია. ეს განწყობა მკითხველს ჯერ კიდევ ტექსტის დასაწყისში ეუფლება, მაშინ, როდესაც გურამ ოდიშარია თავის სიზმრებზე გვიყვება და ამბობს, რომ ყოველთვის ესიზმრება მას სოხუმი, მაგრამ არა ომის დროინდელი, არამედ ის ძველი და ხალისიანი, ლაღი და მეგობრული სოხუმი, რომელიც მან წლების წინ იძულებით დატოვა. კითხულობ სტრიქონებს, ფურცლავ გვერდებს და აკვიატებული ფიქრი არ გშორდება: ნეტა აფხაზიც ასეა? ნეტა მასაც ესიზმრება ომამდელი ქალაქი, სადაც ქართველთა სახეები ჩანს, სადაც ქართული ხმებიც ისმის. სწორედ ამ სიზმრებში გაცოცხლებული კადრების დეტალური აღწერა გვაძლევს საშუალებას წარმოვიდგინოთ სოხუმის ერთიანი სურათი, რათა შედგომში უკეთ გავაანალიზოთ, როგორი აშენებული და აყვავებული ქალაქი გაასწორა მიწასთან ომმა, საიდან სად აღმოჩნდა სოხუმელი ხალხი, როგორი მოულოდნელიიყო ასობით ნაცნობისა თუ ნათესავის დაკარგვა და რამდენად შოკისმომგვრელი„საჩუქარი“ გაუკეთა მშვიდობიან მოქალაქეებს განგებამ. ეს სწრაფი „მანევრირება“ მშვიდობასა და ომს შორის გვანახებს, თუ რაოდენ დამაბნეველი აღმოჩნდა ყველასთვის შექმნილი ვითარება. ავტორთან და რომანის პერსონაჟებთან ერთად იბნევა მკითხველიც, თუმცა მწერლის მცდელობას, გააანალიზოს მომხდარი, მიჰყვება და მასთან ერთად არ იშურებს ძალისხმევას გაარკვიოს, როგორ აღმოჩნდნენ ადამიანები ასე უცებ მშვიდობიანი ქალაქიდან ომის ეპიცენტრში. ეგებ არც ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, როგორც მას დაარქვეს. ეგებ არც ისე მოულოდნელი იყო, როცა სოხუმი ნანგრევებად იქცა, ბედნიერებას ჩაენაცვლა უბედურება, სიცილს გლოვა, ხალისს შიში. ძნელია პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ შოკიდან ვერგამოსულმა გააცნობიერო, რომ ინგრევა არა მარტო საცხოვრებელი შენობები, დაწესებულებები, კულტურული, ისტორიული ძეგლები, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, იხოცება ხალხი, არამედ ქვებთან და აგურებთან, ადამიანების სიცოცხლესთან ერთად ირღვევა ურთიერთობები. ამიტომაცაა, რომ ამ ყველაფრის შემდეგაც ელდანაკრავი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ან ვერ ტოვებს ქალაქს. ფიქრით მაინც. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის იმედი, რომ ისინი შეძლებენ ქალაქის დაბრუნებას. თუმცა ეს იმედიც თანდათან ილევა. გურამ ოდიშარიას სწორედ მშვიდობიანი ქალაქის აღწერით მიჰყავს თავისი მკითხველი მთავარ სათქმელამდე: შესაძლოა, ამოიყვანო კედლები, ხელახლა ააგო ხიდები, ააშენო ნაგებობები, მაგრამ, თუ კავშირი გაწყდება, თუ ურთიერთობა დაირღვევა, ვეღარასოდეს დაბრუნდება ქალაქი. ქალაქი ხომ მარტო კედლები არ არის… უღელტეხილის ამბები ალბათ ყველაზე უფრო მძიმედ წასაკითხია რომანში, რადგან მწერალი არ ალამაზებს სინამდვილეს, არ ინდობს მკითხველს და შემზარავ ამბებს ისე ყვება, თითქოს არც იცოდეს, რომ მის მიერ მოთხრობილ თითოეულ ტრაგიკულ ისტორიაზე დამოუკიდებელი მოთხრობა დაიწერებოდა. ავტორმა თითქმის სრული სიზუსტით გადმოგვცა ის შემაძრწუნებელი მოვლენები, რომლებიც საკუთარი თვალით იხილა და არც შეალამაზა და არც გაამძაფრა სათქმელი; მაგრამ სასტიკი ამბების ფონზე რამდენიმე ისეთი ამბავიც ჩაურთო, რომ მკითხველს ადამიანურობის რწმენა საბოლოოდ არ დაეკარგა. ეს კეთილი ამბები სინამდვილეში ამბებიც არაა, უფრო დეტალებია (მაგ. როგორ ეხმარება მოხუცი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიარულისას), მაგრამ სწორედ ეს დეტალები ავსებს თხრობას ფერებით. ამ დეტალების გარეშე კომპოზიცია იმდენად დამძიმდებოდა, რომ მკითხველს თვალი/გული/გონება ისე დაეღლებოდა, ნაწარმოების გვერდზე გადადება მოუნდებოდა. თუმცა უმძიმესი ამბები ისე კარგადაა დაწერილი, რომ მკითხველი პერსონაჟებთან ერთად გრნობს გზის სირთულეს, თოვლის სუსხი ავიწყებს მის სისპეტაკეს, მგზავრების გახშირებული სუნთქვის ხმა ესმის, და ხვდება, როგორ ძნელდება სიარული. და ამ ყველაფრის ფონზე გულისმომკვლელი დეტალები: ქმარი ლოდზე გაყინულ ცოლს ნახულობს; დედას ეტლში ორი ჩვილი ეყინება, მოხუც ცოლს კიდევ უფრო მოხუცი ქმარი ხელებს უთბობს, თუმცა ქალის თვალები უკვე ზეცაშია აპყრობილი; ახალგაზრდა ვაჟი დედას გზის გაგრძელებას თხოვს, მაგრამ ძალაგამოცლილი ქალი ვაჟს არ ტოვებს და ეხუტება – ცოტახანში ორივე მათგანს გაყინულს პოულობენ… და ამ დროს ახალი დეტალი, რომელიც დეტალზე უფრო მეტია: ყაჩაღები. როცა უკვე ყველა „ბედნიერია“, როცა ყველას ჰგონია, რომ განსაცდელი დაძლია და უღელტეხილი გადალახა, ჩნდება ახალი საფრთხე – ნაძირალა ადამიანები, ყაჩაღები, რომლებიც დაღლილ-დაქანცულ ხალხს თავს ესხმიან, სიმწრით გამონატარებ ნივთებს ართმევენ ისედაც გაუბედურებულ ადამიანებს და სხვის ჭირზე აგებენ თავიანთ „ბედნიერებას“. ომის შემდგომი თბილისი უსახური, ცივი, ნაცრისფერი, უსალმო და არასტუმართმოყვარეა დევნილთა მოგონებებში (გურამ ოდიშარია სიტყვა „დევნილის“ ნაცვლად „ლტოლვილს“ იყენებს. უცნაურია, მაგრამ ომგამოვლილი ხალხი მწარე რეალობას აწყდება: ამ ქალაქში (ისევე როგორც მთელ ქვეყანაში) მშვიდობა სუფევს. მაგრამ ვაი ასეთ მშვიდობას! მშვიდობა ხანდახან ომზე ნაკლებად საშიში არაა. თბილისური ამბებისგან შქმნილ კოლაჟში მრავალჯერ ვხვდებით ისეთ უბედურებას, როგორიცაა სიკვდილი. ოღონდ ეს სიკვდილი ბუნებრივი სიკვდილისგან განსხვავებულია, რადგან ამ სიკვდილს თვითმკვლელობა ჰქვია. და სად ხდება თვითმკვლელობა? „მშვიდობიან“ თბილისში. ვინ იკლავს თავს? უღელტეხილგამოვლილი დევნილი, რომელსაც თითქოს აღარაფერი უნდა უკვირდეს, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს ჭირში. მშვიდობიან თბილისში დევნილებს გაუსაძლისი ყოფის – უკვე ერთფეროვანი რომ გამხდარა, ულევი პრობლემების და ახალ-ახალი დამამცირებელი გასაჭირის ატანა აღარ შეუძლიათ. ახლობლებს, თუკი ასეთები შერჩათ, თვალს ვეღარ უსწორებენ და თვითმკვლელობაში ეძებენ გამოსავალს. მაგრამ დევნილთა უმეტესობას თვითმკვლელობის ფუფუნებაც კი არ აქვთ ცოლ-შვილის წინაშე დიდი პასუხისმგებლობის გამო. თბილისი მუდმივად მუქ ფერებშია აღწერილი, განსხვავებით სოხუმისგან, რომელიც დაეცა, მაგრამ მაინც არაა მწერლისთვის მუქი და სინათლითაა გავსებული. განსხვავებით სოხუმისგან, თბილისში ხდება ცუდად მოსასმენი ამბები, ხოლო სოხუმში სულ მხიარულების ხმა ისმის. შესაძლოა, ამ მხიარულებასა და სინათლეში ვერ გაარჩიეს ადამიანებმა დაპირისპირების საწყისები, მაგრამ, ასეა თუ ისე, სოხუმი მაინც უდარდელობასთან ასოცირდება დევნილების წარმოსახვაში. და ეს იმიტომ, რომ თბილისი იყო მუქი, დათრგუნული, დუხჭირი ყოფის ადგილი. ადგილობრივები ამაში უნებურად დევნილებს ადანაშაულებდნენ, დევნილები კი თბილისის მაცხოვრებლებს. სოხუმიდან თბილისამდე უღელტეხილი იყო და ეს უღელტეხილი აღმოჩნდა გამყოფი ხაზი სიხარულსა/სოხუმსა და პრობლემებს/თბილისს შორის. სოხუმელები, რომლებიც თბილისში ხვდებიან მწერალს, თავიანთ ამბებს ყვებიან. ეს ამბები გაფანტულია ტექსტში და მათი ფუნქციაა ზემოთ განხილული სამი ნაწილის გაერთიანება. ამ ამბების პარალელურად, ავტორი თავის ამბებსაც ყვება. ალბათ საუკეთესოა სლავიკ ლაკობასთან ერთად გატარებული დღეების აღწერა. გურამი და სლავიკა ერთად იზრდებოდნენ. ლექსების წერა მათი საერთო გატაცება იყო. უახლოეს მეგობრებს, ბევრი ისტორია ჰქონდათ გასახსენებელი, მაგრამ მათგან ერთი მიიჩნია ნარატორმა რომანში წარმოჩენის ღირსად. საწვიმარი ლაბადა, რომელზეც მეგობრებმა ყოველი მხრიდან დააწერეს საყვარელი ლექსები, აფხაზი და ქართველი თანატოლების მეგობრობის სიმბოლოდ გადაიქცა. გავიდა დრო. ლაკობასა და გურამის გზები გაიყარა. ავტორი დანანებით აღნიშნავს, რომ დღემდე არ იცის, რა ბედი ეწია მათი მეგობრობის სიმბოლოს, იმ თეთრ საწვიმარ ლაბადას. მკითხველს კი იმედი უჩნდება, რომ სლავიკ ლაკობაც იგონებს ხოლმე ამ ამბავს და მასა აქვს შენახული საწვიმარი ლაბადა. ეს მონათხრობი აერთებს ორ უმნიშვნელოვანეს კონცეპტს. ეს კონცეპტებია მშვიდობა და ომი ან აფხაზებისა და ქართველების ჯერ მეგობრობა, შემდეგ კი მათი გათიშვა. ლექსებით მოხატული ლაბადა მეტაფორაა, რომელიც სადღაც დაიკარგა და, კაცმა არ იცის, ოდესმე მოიძებნება თუ არა. როგორც ვხედავთ, ამ ისტორიას ძალიან საინტერესოდ და სიმბოლურად გადმოგვცემს მწერალი, თუმცაღა ამბავს წიგნში სულ რამდენიმე გვერდი ეთმობა. არადა მასზე დამოუკიდებელი ნაწარმოების დაწერაც შეიძლებოდა. ნაწარმოებში თხრობას ხშირად ენაცვლება მწერლის ანალიზი. მას, ისევე როგორც მკითხველს, აინტერესებს, რამ მიგვიყვანა ომამდე. ხომ არ შეიძლებოდა რამის შეცვლა. სამწუხაროდ, პასუხი ერთია: როცა რაღაც მოხდება, მისი შეცვლა და გამოსწორება აღარ შეიძლება. აჯობებს, ხშირად დავუბრუნდეთ მომხდარს და გამომწვევი მიზეზები ვეძებოთ. ამ დროს არ უნდა შევუშინდეთ ყველაზე მწარე სიმართლესაც და თვალი გავუსწოროთ მას. გურამ ოდიშარია რომანში საუბარს იწყებს ბოდიშის მოხდაზე და ამბობს, რომ მათ (დევნილებს) არავინ მოუხდის ბოდიშს, არავინ იგრძნობს თავს დამნაშავედ მათი უბედურების გამო. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ თავად დევნილებმა გამოიჩინონ დიდსულოვნება და ისევ ერთმანეთს აპატიონ ყველაფერი, რათა ერთმანეთთან მაინც იყვნენ მართლები მომხდარის გამო. მომხდარი კი სოხუმის დღეებიცაა და უღელტეხილის სისასტიკეც, თბილისის ულმობელი დახვედრაც და მათი ახლანდელი სიდუხჭირეც. იქედან გამომდინარე, რომ სოხუმელმა ხალხმა და ზოგადად მთელმა საქართველომ დიდი ტკივილი გადაიტანა სოხუმის დაცემის გამო, ხალხში გაჩნდა ნოსტალგიის შეგრძნება, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმედის დაბადებას. დევნილები ნოსტალგიის გრძნობის შემსუბუქებას იმედით პასუხობდა. მათ სჯეროდათ და სჯერათ, რომ ერთ დღეს დაბუნდებიან სოხუმში. ამის ერთ-ერთ გამოხატულებას მაშინ ვხედავთ ტექსტში, როდესაც ვამჩნევთ, რომ ნაწარმოების მსვლელობისას სამჯერ გვხვდება ერთი და იგივე სიტყვებით დასათაურებული თავი. ამ თავების სათაური რომანის საერთო სათაურადაც აქცია მწერალმა და ამით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულებაც და ოპტიმისტური პროგნოზიც ყველაფრის მიუხედავად. ამ საერთო სათაურის ქვეშ მოქცეულ თავებში ძირითადად ლაპარაკია სოხუმში დაბრუნების პროცესზე, ნახსენებია სამი ტრანსპორტი: მატარებელი, გემი და თვითმფრინავი (ანუ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი). სამივე ტრანსპორტი სავსეა გახარებული და ბედნიერი ხალხით და მწერლის წარმოსახვაში ისინი მიემართებიან სოხუმისკენ. მართალია, ეს ყველაფერი მწერლის სიზმრებში და ღამეულ ზმანებებში ხდება, მაგრამ ის მაინც ოპტიმისტურ განწყობაზე აყენებს მკითხველს. მკითხველი იაზრებს თავს როლსაც „მარტოდმარტო არცერთი ფრინველი არ დაბრუნებია მშობლიურ ბუდეს. მხოლოდ ფრინველთა გუნდს შეუძლია ეს…“ წყარო: mastsavlebeli.ge ავტორი: ნესტან რატიანი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
302 reads
წერილები აფხაზეთის თემაზე – გურამ ოდიშარიას რომანი „სოხუმში დაბრუნება“
აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საერთო ჯამში, აფხაზეთში კორონავირუსით 98 ადამიანი დაავადდა, აქედან 37 გამოჯანმრთელდა და სამი პაციენტი გარდაიცვალა. დღეს, აფხაზეთში კიდევ 14 ადამიანს დაუდასტურა კორონავირუსი. "გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციისთვის ტესტირება ჩატარდა 222 მოქალაქეში. COVID-19 14 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა საკონტაქტო პირის გამოკვლევა გრძელდება", - ნათქვამია შეტყობინებაში. ამ დროისთვის, გუდაუთას ცენტრალურ საოლქო საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 26 პაციენტია, აღნიშნავენ ოპერატიულ შტაბში. საოპერაციო შტაბი მოქალაქეებს მოუწოდებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #სოხუმი #კორონავირუსი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
58 reads
აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტყვარჩელი - საქართველოს მკვდარი ქალაქი
აფხაზეთის ინდუსტრიული ცენტრი –ქალაქი ტყვარჩელი სადაც დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა დღეს მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 22 წელზე მეტი გავიდა ქალაქის განვითარებისთვის დეფაქტო მთავრობას არაფერი გაუკეთებია. რუსულ საიტზე, სადაც ტყვარჩელის დღევანდელი რეალობის ამსახველი ფოტოებია განთავსებული ტყვარჩელი ,,ქალაქ მოჩვენებას” არის შედარებული.. მიტოვებული ქალაქი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიაზე 1942 წელს დაარსდა, როგორც აფხაზეთის ინდუსტრიული ცენტრი, მაგრამ ამ დროისთვისის სრულიად დაცლილია, რადგან 1992-1993 წლებში ქალაქმა უზარმაზარი დარტყმა მიიღო. ეს ქალაქი ფენომენი იყო საბჭოთა პერიოდში, რადგან იქ მრავალი შენობა-ნაგებობა შენდებოდა და იყო ძალზედ პოპულარული. მისი დაღმასვლა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ხოლო ქალაქის არსებობის საბოლოო წერტილი აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომმა დასვა. ტყვარჩელის მოსახლეობა დღეს ხუთი ათას ადამიანს შეადგენს. ეს არის თითქმის ოთხჯერ ნაკლები, ვიდრე 90-იანი წლების მდგომარეობით მყოფი ადმიანთა რაოდენობა. ადგილობრივ საავადმყოფოში ამბობენ, რომ თუ ადრე თვეში 700-მდე ბავშვი იბადებოდა ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ეს რიცვხი შემცირებულია და მინიმუმ 10 ბავშვი ჩნდება. ქუჩაში იშვიათად შეხვდებით ვინმე გამვლელს. ძირითადად, საზოგადოების დიდ ნაწილს მოხუცი მამაკაცები და ქალები შეადგენენ. ისინი დგანან სადმე ბორდიურზე, ან სიგარეტს ეწევიან ჩრდილში, სადღაც პარკში. მაღალი, აწეული შენობები ჭადრაკის დაფებს ჰგავს. თეთრ შენობებში, შავი ხვრელების სახით მოჩანს ფანჯრები. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ცარიელი ბინების ფანჯრების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე მოსახლე ადამიანებისა. საცხოვრებელ სახლებში, მაქსიმუმ 2-3 ოჯახის წევრია. თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com სტატიის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო#ახალიამბები #მოგზაურობა #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზები #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #აფხაზეთიჩემია #ტყვარჩელი #sokhumidaily #sokhumi #ქალაქიმოჩვენება #პოლიტიკა
3490 reads
ტყვარჩელი - საქართველოს მკვდარი ქალაქი
2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა
2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობა წინა წელთან შედარებით – 7.2%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 2.9%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) 2019 წლის ანგარიშში წერია. ანგარიშის თანახმად, 2019 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (61.3%) ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებია წარმოდგენილი. პირდაპირი მომხმარებლების წილმა – 22.5%, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 16.1% შეადგინა. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით – 11.5%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა. თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#sokhumidaily #sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #აფხაზეთისაქართველოა #აფხაზეთიჩვენია #აფხაზეთიჩემია #აფხაზეთისამაჩაბლოსაქართველოა #ელექტროობა #ელექტროენერგია #ელექტროსადგური #newsელექტრომომარაგება
115 reads
2019 წელს აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა
ბჟანიას პრესსამსახური: მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.
31 ივლისს რუსულ შტაბთან შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა რუსეთის ფედერაციის ე.წ სახელმწიფო საზღვარი 2020 წლის 1 აგვისტოდან გაიხსნას. ”მათი მოლაპარაკების მთავარი შედეგია, რომ მიიღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გასახსნელად. როგორც მოგეხსენებათ, როსპოტრებნადზორის და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დასკვნები აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების შესახებ დადებითი იყო, რაც უდავო როლს თამაშობდა გახსნის პოზიტიურ გადაწყვეტილებაში. ამასთან, გადაწყვეტილების განხორციელების დეტალები, მექანიზმები და პირობები ჯერ კიდევ განიხილება. სპეციფიკა მოგვიანებით გამოჩნდება, აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებას შორის კონსულტაციების შედეგად ”, - ნათქვამია პრესსამსახურში. აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბოლო ბრძანებით, აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვები გაგრძელდა 4 აგვისტომდე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#აფხაზეთი #პოლიტიკა #sokhumidaily
114 reads
ბჟანიას პრესსამსახური: მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
26 ივლისს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სოხუმის საქალაქო ჰოსპიტალის კარდიოლოგიის განყოფილებიდან გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "მდგომარეობის სიმძიმე ასოცირდება ორმხრივი პოლიესეგმური კოვიდური ასოცირებული პნევმონიის განვითარებასთან, აგრეთვე გულის ქრონიკული დაავადებებითა და რიტმის დარღვევით. ბოლო დღეს პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა სასუნთქი სისტემის უკმარისობის გამო. პაციენტი გარდაიცვალა რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით ”, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #აფხაზეთი #სოხუმი #კორონავირუსი #პოლიტიკა #sokhumidaily
108 reads
გუდაუთის საავადმყოფოში  კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა