"აგენტების კანონის" მიღების ქრონოლოგია

9
- 2022 წლის დასასრულს, 29 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა (ე.წ. "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა) საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაანონსეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის დაინიცირება. 
- 2023 წელი, 7 მარტი I "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. 
- 2023 წელი, 9 მარტი I  მასობრივი აქციების შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.
2023 წელს ჩაგდებული კანონპროექტის ტექსტში ერთადერთი ცვლილება შევიდა - ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით" ჩანაცვლდა და კანონი 2024 წლის, 3 აპრილს ხელახლა დაინიცირდა. 
17 აპრილი I 83 ხმა, 0-ი წინააღმდეგი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. ხმის მიმცემთა შორის იყვნენ 73 წევრი - "ქართული ოცნებიდან", ცხრა - "ხალხის ძალიდან" და ერთი - "ევროპელი სოციალისტებიდან (ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს)
- 1 მაისი I პარლამენტმა "აგენტების კანონი" მეორე მოსმენით მიიღო. 83 ხმა, 23-ის წინააღმდეგი. 
- 13 მაისი I დაგეგმილია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, განხილვა.
- 14 მაისი I დაგეგმილია: მესამე მოსმენით კენჭისყრა, პარლამენტის პლენარული სხდომა. 
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. ეს წრე იკვრება 14 მაისს და სავარუდოა, რომ პარლამენტი კანონს მიიღებს.
- მესამე მოსმენის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს - აქვს უფლება ვეტო დაადოს და შენიშვნებით დაუბრუნოს კანონპროექტი პარლამენტს. ამ პროცესისთვის გამოყოფილია ერთი თვე (14 ივნისამდე). 
- პარლამენტი კენჭს უყრის შენიშნებს: 
1. შენიშნვენის მიღების შემთხვევაში, უბრუნებს პრეზიდენტს და მან 5 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი. 
2. შენიშნვენიბს უგულებელყოფის შემთხვევაში, პარლამენტარები კენჭს უყრიან პირვანდელ ვერსიას - ვეტო დაძლეულია. იგივე დოკუმენტი ეგზავნება პრეზიდენტს და 3 დღიანი ვადით აქვს შესაძლებლობა ხელი მოაწეროს. ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში "ვეტო დაძლეულ დოკუმენტს" ხელს აწერს პარლამენტის თავჯდომარე. 
9