დღეს, 13 მაისს, 09:00 საათზე პარლმენტში შეიკრიბა იურიდიული კომიტეტი, რომელმაც ე.წ. "რუსულ კანონს" III მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის მიღმა რამდნეიმე საათიანი დემონსტრაციის მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით - 1 წუთში.
აღსანიშნავია, რომ საპროტესტო შეკრება პრალამენტთან გუშინ 22:00 საათიდა დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. "გავათენოთ საქართველოსთვის" - ასეთი იყო აქციის სათაური, რომლის მონაწილეთა მთავარი მიზანი დილი 9 საათზე მოსული პარლამენტარების დახვედრა გახლდათ.
მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დააკავეს 20-მდე აქტივისტი, ათეულობითს კი ფიზიკურად გაუსწროდნენ.
ხვალ, 14 მაისს ჩანიშნულია პლენარულ სხდომა, რომელზეც "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით განიხილავენ.
Photo Credits: რადიო თავისუფლება