ადამიანები, სასაფლაოებზე სიარულისას, ,,ტესლას’’ ბორტკომპიუტერებზე ,,მოჩვენებებს’’ ხედავენ

6
ნუთუ, ილონმა გარდაცვლილებთან კომუნიკაციის გზა მონახა? 🤔
✦ გლობალურ ინტერნეტ სივრცეში არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომლებშიც ჩანს სასაფლაოებზე ნელი ტემპით მიმავალი "ტესლას" მარკის ავტომობილი და მისი ძირითადი ბორტკომპიუტერი, რომელიც ადამიანის ფიგურებს წყვეტილად აჩვენებს.
საქმე გვაქვს ავტომობილში ჩაშენებულ სენსორთან, რომელიც ამჩნევს წინაღობებს - მათ შორის ფეხით მოსიარულეებსა და ცხოველებს - და მძღოლებს აფრთხილებს ირგვლივ არსებული ობიექტების შესახებ, რომლებსაც არ უნდა შეეჯახონ.
ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეოებში, სასაფლაოებზე გადაადგილებისას, "ტესლას" მფლობელებს კამერები აქვთ ჩართული და მიმართული როგორც ბორტკომპიუტერზე, ასევე საქარე მინაზე.
მიუხედავად ირგვლივ არსებული სიცარიელისა, ეკრანი ადამიანის ფიგურებს აჩვენებს, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა და აღშფოთება გამოიწვია.
რამდენადაც გვსურს გვჯეროდეს, რომ ილონმა და მისმა გუნდმა გაარკვიეს, თუ როგორ ჩაეშენებინათ მეექვსე გრძნობა ელექტრომობილებში, არარსებული ობიექტები, დაუდასტურებელი ცნობებით, შეჯახების თავიდან აცილების სისტემის ხარვეზის შედეგია.
და სრულებით შესაძლებელია, რომ ავტომობილის სენსორს, ყვავილები ან რაიმე მსგავსი, ადამიანში ან ცხოველში აერიოს.
ვირუსულად გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარებში მომხმარებელი წერს, რომ ,,Tesla-ში მუშაობდა" და იმის გამო, რომ ავტომობილების სენსორები ,,სუპერ ძლიერია", მათ შეუძლიათ ადამიანის ანატომიის აღმოჩენა 2 მეტრამდე სიღრმეშიც კი.
მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი 𝕏-ზე (ყოფილი "ტვიტერი") ძალიან აქტიურია, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
6