ადამიანები უახლოვდებიან ინტელექტის დონეს, რომელიც საჭიროა ინტერპლანეტარული ცხოვრებისთვის

4
შესაძლოა, ადამიანები საკმარისად ჭკვიანები იყვნენ, რათა მომდევნო 200 წლის განმავლობაში, პლანეტათაშორისი არსებობა დაიწყონ 🤔🚀
• 8 მკვლევრისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ახალი ნაშრომი ჟურნალ Arxiv-ში და განაცხადა, რომ კაცობრიობა შეიძლება კარდაშევის პირველი დონის ცივილიზაცია 2371 წლისთვის გახდეს.
კვლევის მიხედვით, კარდაშევის მოდელი 1964 წელს იმის შესაფასებლად შეიქმნა, თუ რამდენად ახლოსაა ცივილიზაცია კოსმოსის კვლევასთან და პლანეტათაშორის მოგზაურობასთან.
ეს ძირითადად ეფუძნება ენერგიის ტიპებს, რომელთა გამოყენება და შენახვაც შეუძლია თითოეულ ცივილიზაციას.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ განახლებადი ენერგიის გამოყენება, სანამ პირველ ეტაპს მივაღწევთ.
I დონის ცივილიზაცია „პლანეტარული ცივილიზაციაა“, რომელმაც გამოიყენა ენერგიის ყველა ძირითადი ფორმა თავის პლანეტაზე.
ხოლო ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ათვისებული ბირთვული და განახლებადი ენერგიის წყაროები, არ არიან პირველი დონის შესაფერისი.
II დონის ცივილიზაციები არის "ვარსკვლავური ცივილიზაციები" და მათ უნდა შეეძლოთ მთელი ენერგიის მიღება და შენახვა, რომელსაც მათი ვარსკვლავი აწარმოებს.
III დონეს უწოდებენ "გალაქტიკურ ცივილიზაციას", რომელსაც წვდომა აქვს მთელი გალაქტიკის მიერ წარმოებული ენერგიის უმეტეს ნაწილზე, ამასთანავე შეუძლია მისი კონტროლიც.
• კვლევა ვარაუდობს, რომ ადამიანებს საბოლოოდ დედამიწის დატოვება მოუწევთ, რათა გადაურჩნენ მომავალ კატასტროფულ მოვლენებს.
თუ მეცნიერთა გაფრთხილებები დედამიწის შეზღუდული რესურსებისა და პლანეტათაშორის სახეობად გადაქცევის აუცილებლობის შესახებ სწორია, ეს კიდევ ერთი მიზეზია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და ენერგიის ახალ წყაროებში ინვესტირებისთვის, სანამ ჯერ ისევ გვიანი არ არის.
იმისათვის, რომ ხანგრძლივი დროით დავტოვოთ ჩვენი პლანეტა, უნდა გამოვიყენოთ განახლებადი და ბირთვული ენერგია.
4