ყველა დროის დაუვიწყარი ქარჩხაძის -იგი რომელსაც ყოველთვის ეყოლება ერთგული მკითხველი.იგიში ყველაზე ნათელი წერტილი ნია.ყველაზე სათნო არსება.იგი მიხვდა, რომ ნის გახსენება ებრძოდა წუხილს. -როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია".იგი ყველასგან განსხვავებულია იმ ბრბოსგან რომელიც აიძულებს მისი ნაწილი გახდეს.იგი იტანჯება ტკივილისა და წუხილის გამო რომელიც არ ტოვებს მის სხეულს.ის ისეთი უნდა გახდეს, როგორებიც არიან სხვები. მაშინ მარტო აღარ იქნება და წუხილიც თავს დაანებებს”.იგის მაინც ტკივილი ურჩევნია წუხილს”. – ტკივილი ავია, მაგრამ დიდხანს არ ჩერდება სხეულში. წუხილი კი ვერაფრით ვერ შეაშინა იგიმ.