მეგობრებთან ერთად საღამოობით კაფეში ყავის დალევას, ან მზიანი დღის სასიამოვნო გარემოში გატარებას, დამეთანხმებით, ცოტა რამე თუ აჯობებს. სწორედ ამიტომ, ბევრისთვის საყვარელ რამდენიმე კაფეს გაგაცნობთ.
Lolita
სასიამოვნო გარემოსა და მუსიკებს იდეალურად ერწყმის ლოლიტას სამზარეულოს უგემრიელესი კერძები და სასმელები. აქ თქვენ ყოველდღიურად შეძლებთ ეწვიოთ კაფეს და ისიამოვნოთ იქაურობით.
მისამართი: Chovelidze (Belinski) Street #7 ჭოველიძის (ბელინსკის) ქუჩა #7, Tbilisi, Georgia
გრაფიკა • Grafika
ფერადი გარემო, სასიამოვნო პერსონალი და უგემრიელესი კერძები - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც კაფე გრაფიკა აერთიანებს. დიდი რეკომენდაციით გირჩევთ, ესტუმროთ ლოკაციაზე და თავად ისიამოვნოთ იქაურობით.
მისამართი: 5 Lermontovi st. 0105 Tbilisi
Cactus • კაქტუსი
მხიარული გარემო და ფერადი ატმოსფერო კაფე კაქტუსის მთავარი მახასიათებელია. გულგრილი არც მათი კერძებით დარჩებით. ამიტომ შეგიძლიათ ეწვიოთ კაფეს მეგობრებთან ერთად და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
მისამართი: Barnovi Street 64, Tbilisi, Georgia