ადვოკატთა ლიგა

8
ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგა".
ადვოკატთა ლიგის საქმიანობის მიზნებია სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა (ადვოკატთა) უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ხელშეწყობა და განვითარება; პროფესიული ეთიკური სტანდარტების დაცვა და განვითარება; იურიდიული პროფესიის განვითარება და იურიდიული განათლების ხელშეწყობა; იურიდიული მომსახურების ხარისხის ზრდა და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლება; მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სისხლის სამართლის საქმეებზე; სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) უფლებამოსილების განხორციელება; საქველმოქმედო და ლობისტური საქმიანობა.
ადვოკატთა ლიგის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება მიენიჭა სისხლის სამართლის სფეროში ცნობილ და გამოცდილ ადვოკატს, ბატონ ბესიკ ქარცივაძეს.
ადვოკატთა ლიგაში გაწევრიანება შუძლია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, რომელსაც გააჩნია საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაცია.
8