ამაოება

2
ახლა იმდენად ცარიელი ვარ სამყაროს შეშურდება ჩემი.
მზე ამოეფარა ახლად წამოჭიმულ კორპუსს და ჩემთან ნაადრევად დამწუხრდა.
ვზივარ სახლში, აღარც თრობის და თავდავიწყების სურვილი მაქვს, მინდა ჩემს რეალობაში დავრჩე და აქ დავსახლდე, თუმცა მუდმივად წვიმს...კედლებზე სინესტისგან შპალერები გაბერილან, იატაკზე სველი ხის სუნი მიმძაფრებდა ცხოვრების დუმილს.
როგორც ვთქვი ცარიელი ვარ და აბსოლიტურად ვერავისში ვერ ვხედავ ჩემს თავს, რომ შევივსო...თითქოს ყველა გამირბის, ხოლო ვინც დარჩა ისინიც იმის წართმევას ცდილობენ რაც არ მაქვს, მე ცარიელი ვარ.აღარ მსურს გარეთ გასვლა, რადგან ჩემი შავი ფერის ქოლგა არავის მოსწონს, ისინი კი ერთი განახათ...რა საშინელი ადამიანობით დადიან...მეც გავდიოდი უქოლგოდ, ვსველდებოდი და არავინ მიმისაფარა, მხოლოდ ერთმა კაცმა, რომელსაც სანაგვის გვერდზე კარდონის ქაღალდებით მოეწყო თავშესაფარი, ზემოდან კი ცელოფანი ისე გადაეფინა წვიმა საერთოდ არ აწუხებდა, ისე რა ენაღვლებოდა არ აწვიმდა და საჭმელიც იქვე ჰქონდა , , ბუნკერში’’...
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ის იღიმოდა...
ის ბედნიერი იყო, რადგან პატარა ნაჭერ პურს თავის ცუგას უყოფდა, ის იმ წამს ვიღაცას აბედნიერებდა.
გზა განვაგრძე, მე უბრალოდ დასველება მინდოდა, მინდოდა ჩემს სხეული დამპალიყო და მეგრძნო საკუთარი თავის არარაობა.
უკვე ბინდდება, ჩემს იქით მრავალი ადამიანი ადამიანობს, თუმცა ჩემთან არა...
ახლა მარტივ, ადვილად გასააზრებელ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არ იქნება დატვირთული სიმბოლიზმებით.სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მინდოდა დასველება მზე გამოვიდა, ხოლო როცა ჩემი იაფასიანი ქურქი და დაძველებული შარვალი გაშრობას ლამობდნენ, ისევ გაწვიმდა...
2