ამერიკული სტანდარტი Vs ქართული სტანდარტი

9
„მოსამართლევ ჯექსონ, თქვენ იქნებით შთაგონების წყარო ლიდერთა მომავალი თაობებისთვის. ისინი ნახავენ თქვენს დამტკიცებასთან დაკავშირებულ მოსმენებს, წაიკითხავენ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. უახლოეს წლებში, სასამართლო გასცემს პასუხს ფუნდამენტურ კითხვებზე, -თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ...“
ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ახლადდამტკიცებულ პირველ შავკანიან ქალს -  კეტანჯი ბრაუნ ჯექსონს თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე.
საქართველოს მოქალაქეთათვის მარადიულ კითხვაზე, - გვეშველება რამე? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, - აუცილებლად გვეშველება მაშინ, როცა მართლმსაჯულების განხორციელებისას, სასამართლო ხელისუფლება ორიენტირებული იქნება დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე და პრინციპებზე, ადამიანზეაუცილებლად გვეშველება მაშინ, როცა სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში, ლიდერთა მომავალი თაობებისთვის სახელძღვანელოდ,  გასცემს პასუხს კითხვებზე, - თუ ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვდივართ და როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ...
P.s. დაგვიანებულად, მაგრამ მაინც...
ვულოცავ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს!..
9