'ამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი'- ტიმოთი შალამე ბობ დილანის ბიოპიკზე

11
ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი ჯეიმს მანგოლდი ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას გეგმავდა ლეგენდარული მუსიკოსის, ბობ დილანის ცხოვრების შესახებ. 
ბობ დილანი 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომღერალი და არა ერთი პოპულარული სიმღერის ავტორი გახდლათ. მის შემოქმედებას ეკუთვნის ისეთი სიმღერები, როგორიცაა "Like A Rolling Stone", "Blowin' In The Wind", "End of the Line", "Hurricane" და ა.შ.
ამერიკელი Icon-ის როლს ახალგაზრდა მსახიობი, ტიმოთი შალამე შეასრულებს. "ამისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი"- აღნიშნა მსახიობმა ბრიტანული Vogue-ის ინტერვიუში. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის ვოკალისა და გიტარის გაკვეთილებს ინტენსიურად გადის.
მიმდინარე კანის ფესტივალის ფარგლებში, რეჟისორმა, ჯეიმს მანგოლდმა მედიასთან ისიც განაცხადა, რომ ფილმში ტიმოთის ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბაჩი შეუერთდება, რომელიც პიტ ზიგერის როლს მოირგებს. ზიგერი ბობის ახლო მეგობარი გახდლათ და მას იქამდეც იცნობდა სანამ მუსიკოსი მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდა. 
როგორც რეჟისორი აღწერს ფილმი მოგვითორბს ახალგაზრდა ბობ დილანის ისტორიას, რომელიც ბედის ანაბარა ნიუ-იორკში ჩავიდა და ფოლკ მუსიკის სცენა აღმოაჩინა. 
"ეს ისეთი საოცარი დროა ამერიკულ კულტურისთვის და ბობისთვის - ახალგაზრდა, 19 წლის ბობ დილანი მოდის ნიუ იორკში, დაახლოებით ორი დოლარით ჯიბეში და სამ წელიწადში ხდება მსოფლიო სენსაცია" - ჯეიმს მანგოლდი.
მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები დათქმულ დროს ვერ ჩატარდა, პროდუქციის ცნობით ისინი ამ წლის აგვისტოს დაიწყება. 
11