გალაქტიკა, რომელსაც გამოსახულებაზე ხედავთ, სპირალური გალაქტიკა Messier 106 (M106) გახლავთ, რომელიც ჩვენგან 23.5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მეძებარი ძაღლების თანავარსკვლავედში მდებარეობს.
გალაქტიკის ცენტრი უჩვეულოდ კაშკაშაა სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობის გამო.
სხვა შავი ხვრელებისგან განსხვავებით, რომლებიც ხანდახან იწოვენ გალაქტიკის გაზს, ეს გიგანტი აქტიურად მოიხმარს M106-ის გაზს, ათბობს მას და იწვევს მძლავრ რადიაციულ გამოსხივებას.
M106-ის კიდევ ერთი სპეციფიკური მახასიათებელი მისი დამატებითი "ანომალიური" მკლავებია.
ჩვეულებრივ, გალაქტიკის ორი სპირალური მკლავი ხილულ შუქზე ჩანს, თუმცა მას კიდევ ორი მკლავი გააჩნია, რომლებიც ხილული ხდებიან რენტგენული და რადიოტალღური დაკვირვებისას.
როგორც ჩანს, ეს დამატებითი მკლავები, მატერიის ჭავლების არაპირდაპირი შედეგია, რომლებიც შავი ხვრელის გარშემო არსებული ტურბულენტური აქტივობის გამო წარმოიქმნებიან.
ეს ჭავლები არღვევენ და ათბობენ მიმდებარე გაზს და ეს ურთიერთქმედება მკვრივ გაზს ააქტიურებს, რაც იწვევს კაშკაშა ნათებას.
გალაქტიკა M106, შუაგულში აქტიური ბირთვით, 1781 წელს, ფრანგმა ასტრონომმა პიერ მიშენმა, ჩარლზ მესიეს თანაშემწემ, აღმოაჩინა.
ეს გასაოცარი სურათი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და ხმელეთზე არსებული ტელესკოპების მიერ მოპოვებული მონაცემების გაერთიანების შედეგია.