ამ უქმეებზე ინდოეთი მზისკენ ზონდს გაუშვებს

6
ინდოეთის გეგმაში მთვარის შემდეგ მზეა 🚀☀️
• რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის დიდწილად შეუსწავლელ სამხრეთ პოლუსთან კოსმოსური ხომალდი დასვა, ორშაბათს განაცხადა, რომ ის მზის შესასწავლად თანამგზავრს გაუშვებს.
» ,,Aditya-L1-ის გაშვება, ინდოეთის პირველი კოსმოსური ობსერვატორიის, რომელიც მზეს შეისწავლის, დაგეგმილია 2 სექტემბერს", - პოსტი გამოაქვეყნა ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) X-ზე.
Aditya გაეშვება ჰალო-ორბიტაზე დედამიწიდან დაახლოებით 1, 5 მილიონი კილომეტრის დაშორებით, რაც ხომალდს მზეზე მკაფიო ხედვის საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს.
როგორც ინდოეთის კოსმოსური ორგანიზაციის ტვიტიდან ვიგებთ, გაშვება დაგეგმილია 2 სექტემბერს, საქართველოს დროით 10:22 საათზე.
ხომალდი შრიჰარიკოტას გამშვები პლატფორმიდან გაეშვება.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6