"აპოლო 8"-ის ასტრონავტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა

5
RIP 🥀
უილიამს ფრენის სურვილი არც 90 წლის ასაკში დაუკარგავს, თუმცა 7 ივნისის ფრენა მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
"აპოლო 8"-ის გმირი და სამიდან ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში პირველად დატოვა დედამიწის ორბიტა, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
როგორც ოჯახმა "სი-ენ-ენს" განუცხადა, უილიამი T-34 ტიპის თვითმფრინავს მართავდა, რომელიც სან-ხუანის კუნძულებზე ჩამოვარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ტურბოხრახნიან ძრავიანი ავიახომალდი შეფასებული იყო, როგორც "ძველი მოდელი".
ამ ეტაპზე მეტი დეტალი არ არის ცნობილი და შემთხვევას შესაბამისი სტრუქტურები იძიებენ.
რაც შეეხება ლეგენდარულ კადრს, გუნდი მთვარის ორბიტიდან ნაცრისფერ ციურ სხეულს, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს ფოტოებს უღებდა, რა დროსაც "აპოლო 8"-ის კოსმოსური ხომალდის ილუმინატორში ცისფერმა სფერომ შემოანათა.
» ,,უცებ ფანჯარაში გავიხედე და აი ეს მშვენიერი სფერო გვიახლოვდებოდა", - თქვა უილიამმა დედამიწაზე.
» „1968 წელს, "აპოლო 8"-ის განმავლობაში, უილიამ "ბილ" ანდერსმა კაცობრიობას აჩუქა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რისი ჩუქებაც ასტრონავტს შეუძლია.
მთვარის კიდეს ესტუმრა და ყველა ჩვენგანს რაღაც დაგვანახა: საკუთარი თავი. ჩვენ ის დაგვაკლდება,"
- თქვა ბილ ნელსონმა, "ნასას" ადმინისტრატორმა.
უილიამის Rising Earth-ი (ამომავალი დედამიწა) კაცობრიობას სამუდამოდ დარჩება. 💙🌍
5