არაფრისგან ყველაფრის შექმნა

10
არაფრისგან ყველაფრის შექმნის ხელოვნებაზე ოდესმე, თუ რამე გსმენიათ?!
ცოტა არ იყოს და უცნაურად ჟღერს არა? ამას თავისი ახსნა აქვს…აკეთო არაფერი და მიიღო ყველაფერი ე.ი სიამოვნებისა და სიამის განცდა, ისწავლო ცხოვრებისგან თუ როგორ იყო ბედნიერი და თითოეული წამით, დეტალით როგორ იგრძნო თავი  სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად.
რთულია დაივიწყო ცხოვრებაში არსებული ყველა სირთულე და დაბრკოლება უხეშად, რომ ვთქვათ ყველაფერი , , ფეხებზე დაიკიდო” და ვითომც არაფერი მომხდარა მომღიმარი სახით გააგრძელო არსებობა ეს ალბათ უფრო ჩვენთვის, ქართველებისთვისაა რთული, მაგრამ იტალიელებისთვის შეუძლებელი ამ მხრივ არაფერია მათ კარგად იციან სიხარულის გაზიარების ფასი, ტკბობა სიცოცხლით, სიამოვნების განცდა, კმაყოფილების შეგრძნება არაფრისგან მიღებული ყველაფრით…
დიახ და რომ დავფიქრდეთ რა ტკბილი, უდარდელი, ფერადი და ხალისიანი იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად, რომ ვაზროვნებდეთ, გართობასა და დროსტარებაზე ვფიქრობდეთ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად და უბრალო დეტალებით მოვიწყოთ დიდი დღესასწაული
სათქმელად მარტივია ეს ყოველივე, მაგრამ ქმედებაში ამ ყველაფრის განხორციელებას იტალიელის ბუნება და ხასიათი სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს…სულით თავისუფალი და გულით ნარნარა უნდა იყო, რომ შეიგრძნო სიამოვნების ფასი, რომელიც ამ სამყაროში იმალება
ზოგიც სიამოვნებას საკვებიდან,
სხვებიც კი სეირნობიდან იღებს…
ზოგიერთიჩვენთაგანი შორს მიდის, უცხო ქვეყანაში, რადგან იქ რაღაც ახალი იპოვოს
მუდამ ძიებაში ვართ…ვეძიებით იმას რისი დანაკლისიც გვაქვს, რაც შინაგანად სიცარიელეს განგვაცდევინებს
ზოგიც საკუთარ თავს პოულობს, სხვები ბედნიერების ფასს ხვდებიან, ზოგიჩვენთაგანი განიცდის სიცოცხლის ზეიმს და ხვდება იმას, თუ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე და რა ტკბილია ცხოვრება…
საინტერესოა, მე რა მინდა, რა სურვილი მამოძრავებს, რა მსურს ვიპოვო
ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ მალე გავიგებ…
პ.ს რამ  ან ვინ დამაწერინა ეს ყელაფერი?! ელიზაბეტ ჯილბერტმა და მისმა კალამმა მიბიძგა თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი ფიქრები, რაზეც ამ წიგნმა დამაფიქარა , , ჭამე, ილოცე, შეიყვარე”
გირჩევთ, რომ წაიკითხოთ ძალიან კარგი წიგნია!
10