არ ჩამოართვათ გარეწარს ხელი!!!

11
იყოს ამ გვერდზე ოთარ ჭილაძის ეს გენიალური  სიტყვები.          “ვინც გარეწარს ხელს ართმევს, თავადაც გარეწარია. გარეწრობა გადამდებია, შეხებითაც გადადის. იმიტომაც დავლპით ზეზეულად.
გარჩევა არ არის. ან გვეშინია, ან გვერიდება, ან იმ წუთას ასე მიგვაჩნია საჭიროდ. მეორე წუთს კი შენც იმისთანა ხდები, შენდაუნებურად. შენდაუნებურად კი არა, შეგნებულად, მიზანდასახულად, რადგან იცი, როგორ უნდა მოიქცე და მაინც ისე იქცევი, როგორც არ მოიქცეოდი, სიმტკიცე რომ გქონოდა, ღირსება რომ შეგენარჩუნებინა.
არ ჩამოართვათ გარეწრებს ხელი, თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ. ყველანი გადავრჩებით. ღარიბი, მაგრამ პატიოსანი ცხოვრება ყველა სატკივარს ჩაგვიწყნარებს თანდათანობით და, ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად, ენით უთქმელი შვებითა და ნეტარებით ვიგრძნობთ…
თუმცა, არა! ჩვენ შეიძლება ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ ჩვენივე სიბინძურიდან, ჩვენივე სიბნელიდან პეპელასავით ამოფრინდება ჩვენი განმწმენდილი და, რაც მთავარია, გადარჩენილი სული!”
11