ახსნა-განმარტებები მერყეობენ წარუმატებელი სუპერნოვადან, უფრო ნაკლებად სავარაუდო დაისონის სფერომდე 🤔✨
• ჯერ კიდევ 1952 წლის ივლისში, სამი ვარსკვლავი სამუდამოდ გაქრა ღამის ციდან, რამაც კითხვის ნიშნები დაგვიტოვა რამდენიმე შესაძლო ახსნა-განმარტებით.
2019 წელს, "გაქრობისა და გაჩენის წყაროებზე საუკუნოვანი დაკვირვების პროექტმა (VASCO-მ)" სცადა გაერკვია, თუ რამდენი ვარსკვლავი გაქრა მხედველობის არეალიდან ბოლო 70 წლის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ უკვალოდ დაახლოებით 100-მდე ვარსკვლავია გამქრალი.
IFLScience-ის თანახმად, 1949 წელს დაწყებულმა VASCO-ს პროექტმა, აშშ-ს საზღვაო ობსერვატორიის მიერ გადაღებული სურათები შეადარა Pan-STARRS-ის ცის კვლევის სურათებს 2010 და 2014 წლებში.
ჯგუფის მიერ გამოყენებულმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ დაახლოებით 150 000 სინათლის პოტენციური წყარო გადაამოწმა.
საბოლოოდ, პროცესების შემდეგ, სინათლის წყაროების 100-მდე პერსპექტიული კანდიდატი დარჩა.
ვარსკვლავებს შეუძლიათ, ბეთელგეიზეს მსგავსად, სუსტი სინათლე ასხივონ, ან აფეთქდნენ (სუპერნოვაზე გადავიდნენ) და დატოვონ სინათლე საათების ან დღეების განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, მხედველობის არეალიდან უბრალოდ არ ქრებიან.
მათი გაქრობის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ მათ ვერ მოახერხეს სუპერნოვაზე გადასვლა, სამაგიეროდ, შავ ხვრელში ჩაეშვნენ.
თუმცა, მიჩნეულია, რომ ეს წარმოუდგენლად იშვიათი მოვლენაა - 90 მილიონიდან 1-ზე ნაკლები - და, სავარაუდოდ, ვერ ხსნის თუ რატომ გაგვიქრა ამდენი სინათლის წერტილი.
მეორე შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს გრავიტაციული ლინზირება, რომლის დროსაც სივრცესა და დროს ამახინჯებენ უკიდურესად მძიმე ობიექტები.
მესამე შესაძლო ახსნა დაისონის სფეროა.
ეს გახლავთ ჰიპოთეტური გზა, რომლის გამოყენებაც მოწინავე ცივილიზაციებს შეუძლიათ.
უფრო კონკრეტულად კი, ეს გზა ამ შემთხვევაში ასე აიხსნება: ჩვენზე განვითარებულ ცივილიზაციებს ვარსკვლავების ირგვლივ შეუძლიათ მზის პანელების განთავსება, რათა ვარსკვლავისგან მიიღონ მაქსიმალური ენერგია.
ჯერჯერობით, დაკარგული ვარსკვლავებისა და მრავალი კითხვის გარდა არაფერი გვაქვს.
Image: ESO - ნისლეული ბარნარდ 68