ასტრონავტები ISS-ზე გაიჭედნენ

1
"ბოინგის" "სტარლაინერს" ისევ პრობლემები აქვს, თუმცა ამჯერად კოსმოსში 😐
✦ NASA-ს ასტრონავტებმა სანი უილიამსმა და ბაჩ ვილმორმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) დაგეგმილზე ბევრად მეტი გაატარეს.
ისინი კოსმოსში, Boeing-ის ხომალდ "სტარლაინერით", 5 ივნისს გაფრინდნენ.
მისია ხომალდის გამოცდაც იყო, რადგან პირველად გაჰყავდა ადამიანები დედამიწის მიღმა.
ასტრონავტები სადგურზე 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნილიყვნენ და უკან ამავე კაფსულით დაბრუნებულიყვნენ.
Business Insider-ის თანახმად, კოსმოსში გასვლიდან მალევე, "ბოინგის" კოსმოსურ ხომალდზე გაუმართაობამ იჩინა თავი.
მიუხედავად ამისა, ხომალდი სადგურს წარმატებით შეუპირაპირდა.
როგორც ირკვევა, NASA და Boeing-ი პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ და ამტკიცებენ, რომ ასტრონავტები ISS-ზე "არ გაჭედილან".
თუმცა, ფაქტი ერთია - ვილმორი და უილიამსი 8 დღის ნაცვლად კოსმოსში 5 ივნისიდან (2024) იმყოფებიან.
მათივე შეფასებით, აფრენა და გზა ISS-მდე ხომალდისთვის წარმატებული იყო, თუმცა სადგურთან მიახლოებისას მისი ერთ-ერთი ძრავა მოულოდნელად გამოირთო, შემდეგ კი კიდევ ერთი.
სანამ ხმელეთის ჯგუფები პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდნენ, ეკიპაჟი ხომალდს 1 საათის განმავლობაში ხელით (მანუალურად) მართავდა.
ჯამში, 5 ძრავა გაითიშა, თუმცა რამდენიმეს დაბრუნება შეძლეს.
ხომალდს და ზოგადად მისიას გაშვებამდეც არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც გაშვების თარიღებიც არაერთხელ შეცვლილა - დეტალები ნახეთ ამ ბმულზე.
ამჟამად, "ბოინგი" და "ნასა" მუშაობენ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და, ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ეკიპაჟი დედამიწაზე.
1