ასტრონომები ამტკიცებენ, რომ დედამიწა ,,ბნელი კომეტებითაა’’ გარშემორტყმული

3
კოსმოსის წყვდიადში...🪨
✦ პლანეტებისა და მათი ბუნებრივი თანამგზავრების გარდა, ჩვენს მზის სისტემაში უამრავი ასტეროიდი და კომეტებია.
მაგრამ, ასევე არსებობენ იდუმალი ობიექტები, რომელთაც "ბნელი კომეტები" ეწოდებათ და აქვთ როგორც ჩვეულებრივი ასტეროიდების, ასევე კომეტების მახასიათებლები.
Futurism-ის თანახმად, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი ამბობს, რომ ეს ციური ობიექტები შესაძლოა იმდენად გავრცელებულიყო, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე წყალიც კი მოეტანათ.
ასტრონომებმა ასევე თქვეს, რომ ეს "ბნელი კომეტები", რომლებიც შეიძლება შეადგენდნენ დედამიწის მახლობლად მდებარე ციური ობიექტების 60 პროცენტს, შესაძლოა წარმოიქმნენ ასტეროიდების სარტყელიდან, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორისაა.
კვლევის თანახმად, "ბნელი კომეტები" ასტეროიდების მსგავსია, მაგრამ ასევე შეიცავენ ან ადრე შეიცავდნენ მცირე რაოდენობით ყინულს.
სწორედ ეს ყინული ამოძრავებს მათ კომეტების მსგავსად, როდესაც ისინი მზეს უახლოვდებიან, მაგრამ არ აფრქვევენ მტვრისა და გაზის დამახასიათებელ ღრუბელს, რომლითაც კომეტები არიან ცნობილი.
ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ დედამიწასთან ახლოს მდებარე ციური ობიექტების 60 პროცენტამდე შეიძლება "ბნელი კომეტები" იყვნენ.
ბევრი ასტრონომი თვლის, რომ სწორედ ასტეროიდებმა და კომეტებმა მოიტანეს წყალი დედამიწაზე ყინულის სახით.
კომპიუტერული მოდელები, რომლებიც აანალიზებენ ამ ობიექტების შემადგენლობას, ვარაუდობენ, რომ მათ შეეძლოთ იმდენი წყლის გადატანა, რომ ოკეანეები შეავსონ.
წყლის გარდა, დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტებს, როგორებიც არიან ასტეროიდები და მეტეორიტები, შეიძლება თან მოჰყოლოდნენ ბაქტერიები, ამინომჟავები და სხვა მნიშვნელოვანი მოლეკულები, რომლებმაც არსებითად შესაძლებელი გახადეს სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე.
"ბნელი კომეტების" შესწავლამ შეიძლება ერთი ნაბიჯით მაინც დაგვაახლოვოს საკვანძო კითხვების პასუხებთან.
ამიტომაცაა მათი სიღრმისეული კვლევა ასეთი მნიშვნელოვანი.
IMAGE: WALLHERE.COM
3