ასტრონომებმა, ნეპტუნის ორბიტის მიღმა, მასიური ობიექტის არსებობის მტკიცებულება მოიპოვეს

3
როგორც ჩანს, რაღაც გიგანტური ასტაბილურებს ობიექტებს ნეპტუნის ორბიტის მიღმა 🤔
✦ მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ მოიპოვეს მზის სისტემაში "მეცხრე პლანეტის არსებობის უძლიერესი სტატისტიკური მტკიცებულება" მას შემდეგ, რაც შორეული არასტაბილური ობიექტების პოპულაცია შეისწავლეს, რომლებიც კვეთენ ნეპტუნის ორბიტას.
რეალურად, პლანეტების აღმოჩენა სხვა ვარსკვლავების ირგვლივ უფრო ადვილია, ვიდრე მათი პოვნა ჩვენს მზის სისტემაში.
ასტრონომები, სხვა ვარსკვლავის ირგვლივ პლანეტების აღმოსაჩენად იყენებენ "ტრანზიტის მეთოდს".
ანუ, ისინი აკვირდებიან კონკრეტული ვარსკვლავიდან მომავალი შუქის რეგულარულ ცვლილებებს, რაც გამოწვეულია ვარსკვლავის წინ ციური სხეულის გავლით.
ან ვარსკვლავის რხევაზე დაკვირვებით, რომელიც გამოწვეულია მის გარშემო მოძრავი პლანეტებით.
ამ და რამდენიმე სხვა მეთოდის გამოყენებით, ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასობით ეგზოპლანეტა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ჩვენი მზის გარშემო პლანეტების აღმოჩენა ორ მეთოდს ეყრდნობოდა: უშუალო დაკვირვება ცაზე და მცირე ცვლილებების აღმოჩენა სხვა ობიექტების ორბიტებზე.
ვენერა, მერკური, სატურნი, იუპიტერი და მარსი ვიზუალური დაკვირვებით აღმოაჩინეს.
ურანი 1781 წელს აღმოაჩინა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ღამის ცაზე კაშკაშა ობიექტს, სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, პოზიცია ჰქონდა შეცვლილი და გადაწყვიტა მისი შესწავლა.
ნეპტუნი აღმოაჩინა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ურბან ლევერიემ მას შემდეგ, რაც შენიშნა, რომ ურანის ორბიტა განსხვავდებოდა ნიუტონის ფიზიკის მიერ ნაწინასწარმეტყველები ორბიტისგან.
მან გააცნობიერა, რომ ეს შეიძლება აიხსნას ურანის მიღმა სხვა პლანეტის არსებობით და მისი გავლენით ურანის ორბიტაზე და იწინასწარმეტყველა სად იქნებოდა ეს პლანეტა (ნეპტუნი).
მაგრამ, მზის სისტემის პლანეტების აღმოჩენა შესაძლოა ჯერ ამით არ დასრულებულა.
2015 წელს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორმა ასტრონომმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ექვსი ციური ობიექტი ნეპტუნის ორბიტის მიღმა იყო დაჯგუფებული ისე, თითქოს ისინი რაღაცამ შეკრიბა ძლიერი გრავიტაციული ზემოქმედებით.
ჯგუფმა შეისწავლა ხანგრძლივპერიოდიანი ობიექტები, რომლებმაც გადაკვეთეს ნეპტუნის ორბიტა და მათ დაადგინეს, რომ ამ ობიექტების ორბიტაზე მზესთან უახლოესი წერტილი მდებარეობს დაახლოებით მზიდან 15-30 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (AU) (ერთი AU წარმოადგენს მანძილს მზესა და დედამიწას შორის).
სიმულაციების ჩატარების შემდეგ, რათა გარკვეულიყო, თუ რა გაგვაგებინებდა ამ ობიექტების ორბიტებს საუკეთესოდ, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სიმულაციის მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული იყო მასიურ პლანეტა ნეპტუნის რეგიონის გარეთ, ბევრად უკეთ ხსნიდა ამ ობიექტების სტაბილურ მდგომარეობას, ვიდრე სიმულაციის ის მოდელები, რომლებშიც არ იყო გათვალისწინებული პლანეტა 9 (მეცხრე პლანეტა).
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი საკმაოდ დამაინტრიგებელია, ხანგრძლივი ლოდინი არ დაგვჭირდება, რადგან, როგორც გუნდმა აღნიშნა, მალე ამოქმედდება ვერა რუბინის ობსერვატორია, რომელიც დაუყოვნებლივ ჩაერთვება საქმეში და არსებულ ვერსიებს გამოცდის, ხოლო მტკიცებულებებს გადაამოწმებს.
მომზადებულია IFLScience-ის მიხედვით.
3