"გვირაბი" შესაძლოა მთელი გალაქტიკის ქსელის ნაწილი იყოს 🤔
✦ ასტრონომები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს "ვარსკვლავთშორისი გვირაბი" ჩვენი მზის სისტემის სიახლოვეს, რომელსაც შეიძლება სხვა ვარსკვლავურ სისტემებში მივყავდეთ.
როგორც
ახალ კვლევაშია აღწერილი, რომელიც ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა, ეს "გვირაბი" ცხელი გაზის უზარმაზარი სტრუქტურის ნაწილია, რომლის რადიუსიც ასობით სინათლის წელია და გარს აკრავს ჩვენს მზის სისტემას.
იგი ცნობილია როგორც "ლოკალური ცხელი ბუშტი" და როგორც კვლევის შედეგებიდან ვიგებთ, მას შეუძლია დაუკავშირდეს ახლოს მდებარე კიდევ უფრო დიდ ბუშტს.
ტელესკოპ eROSITA-ს გამოყენებით, დედამიწის ატმოსფეროს მიღმა შეგროვებული მონაცემების თანახმად, მკვლევრებმა შექმნეს ამ ბუშტის 3D მოდელი, რომელიც ადასტურებს ასტრონომების ნაწინასწარმეტყველებ ზოგიერთ მახასიათებელს და ავლენს სრულიად ახალსაც.
კვლევის თანაავტორმა მაიკლ ფრაიბერგმა
განაცხადა, რომ მეცნიერებმა "ვარსკვლავთშორისი გვირაბი" კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით აღმოაჩინეს.
ეს გვირაბი აჩენს ღრმულს კოსმოსის ცივ რეგიონებში.
გვირაბის ან უბრალოდ ლოკალური ბუშტის არსებობა, პირველად 50 წელზე მეტი ხნის წინ დააანონსეს, რათა აეხსნათ ფონური რენტგენული გამოსხივების ყველგან არსებობა.
იმის გამო, რომ ვარსკვლავურ სისტემებს შორის სივრცე გაზისა და მტვრის ღრუბლებითაა სავსე, რომლებიც ცნობილია როგორც ვარსკვლავთშორისი მედიუმი, დაბალი ენერგიის რენტგენული სხივები დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო შთანთქმული, ვიდრე ჩვენ შევძლებდით მათ აღმოჩენას.
ასტრონომები თვლიან, რომ ის დაახლოებით 14 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, როდესაც სუპერნოვამ გაანადგურა ვარსკვლავთშორისი მასალა და შექმნა ღრუ, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1000 სინათლის წელია.
ამის მტკიცებულებად შეიძლება მივიჩნიოთ ამ სუპერნოვას ნარჩენები, რომელთა დანახვაც დღეს შეგვიძლია.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავების მიერ გამოთავისუფლებული ენერგიით წარმოქმნილი ვარსკვლავთშორისი გვირაბი შეიძლება იყოს ვარსკვლავთშორისი მედიუმის მთელი ქსელის ნაწილი, რომელიც მოიცავს ირმის ნახტომსაც.
ვარსკვლავთშორის გვირაბთან ერთად, ლოკალური ბუშტის დეტალურმა მოდელირებამ ასევე გამოავლინა ტემპერატურული ცვლილებები სტრუქტურაში - ჩრდილოეთ რეგიონი შესამჩნევად უფრო ცხელია, ვიდრე სამხრეთი.
ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა მოგვიანებით სუპერნოვა გაჩნდა, რომელმაც ეს ბუშტი გააფართოვა და მისი მასალაც შეათბო, რაც შესაძლოა ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში მომხდარიყო.