ასტროფოტოგრაფმა ISS-ი დედამიწიდან იმ დროს გადაიღო, როდესაც ბაჩი და სანი სადგურის გარეთ მუშაობდნენ

3
სანი უილიამსმა ISS-ის გარეთ მუშაობის რეკორდი დაამყარა, სწორედ ამ პროცესში გადაიღო იგი მოყვარულმა ასტროფოტოგრაფმა დედამიწიდან 🔭📸
✦ გასულ კვირას, NASA-ს ასტრონავტებმა, სანი უილიამსმა და ბაჩ უილმორმა, რომელთა ისტორიაც ISS-ზე "ჩარჩენას" უკავშირდება, კოსმოსური სადგური დატოვეს და მის გარეთ სამეცნიერო სამუშაოების ჩასატარებლად გავიდნენ.
გარდა იმისა, რომ ასტრონავტების მუშაობამ საკმაოდ მაგარი შედეგი დადო, ეს ვოიაჟი უილიამსისთვის რეკორდულიც იყო.
» „გასულ კვირას, ღია კოსმოსში გასვლისას, უილიამსმა ისტორია დაწერა“, - განმარტა "ნასამ" "ინსტაგრამის" პოსტში.
,,მან NASA-ს ყოფილ ასტრონავტ პეგი უიტსონის, სადგურის მიღმა მომუშავე ქალი ასტრონავტის, რეკორდი მოხსნა.
ახლა, უილიამსს საერთო ჯამში 62 საათი და 6 წუთი აქვს ღია კოსმოსში გატარებული და "ნასას" ასტრონავტებს შორის მეოთხე ადგილზეა."
სანამ უილიამსი მუშაობისას სელფს იღებდა, მოყვარულმა ასტროფოტოგრაფმა და "ოქსფორდის" უნივერსიტეტის სკრინინგის მეცნიერმა ჩარლინ ჟირუმ მისი ვოიაჟის კიდევ ერთი რაკურსი გადაიღო დედამიწიდან, როდესაც სადგური დიდი ბრიტანეთის თავზე გადაადგილდებოდა.
როგორც ჩარლინი ამბობს, ორჯერ ჰქონდა ამ მომენტის გადაღების შესაძლებლობა და პირველი მცდელობისას სადგური ღრუბლებმა დაფარეს, მეორე მცდელობა კი წარმატებული აღმოჩნდა.
» ,,პარალელურად NASA TV-ს პირდაპირ ეთერში ამ ვოიაჟს ვუყურებდი და დავინახე, რომ სანი სადგურის კედლებს ჩამოშორდა და "კანადარმ 2"-ზე გადავიდა, რა დროსაც შესანიშნავად განათდა მზის მიერ," - ამბობს ჟირუ.
,,ვიცოდი, რომ იგი კარგად ხილული იქნებოდა საბოლოო სურათზე. ეს იყო შესანიშნავი ნაბიჯი შესანიშნავ დროს!
სანი სურათზე ჩანს როგორც პაწაწინა ლაქა, დაახლოებით 8 პიქსელი სიგანით, სადგურის რობოტი მკლავის ბოლოში. სამწუხაროდ, ბაჩ უილმორი სადგურის ჩრდილში მოექცა და არ გამოჩნდა სურათზე."
სადგურის მიღმა მუშაობის დროს, ბაჩმა და სანიმ გარკევული აპარატურა შეცვალეს და შეაგროვეს ზედაპირული მასალების ნიმუშები სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემის სავენტილაციო ლუქთან.
» „ეს კვლევა [ზედაპირული მასალების ნიმუშების შეგროვება] ფოკუსირებულია ნიმუშების აღებაზე სიცოცხლის მხარდამჭერი სისტემის სავენტილაციო ზონის მახლობლად, რათა დადგინდეს, ათავისუფლებს თუ არა კოსმოსური სადგური მიკროორგანიზმებს გარეთ, რამდენს და რა მანძილზე შეიძლება გაიტყორცნონ ისინი“, - განმარტავს NASA.
„ეს ექსპერიმენტი მკვლევრებს დაეხმარება გააცნობიერონ, გადარჩებიან თუ არა და როგორ მრავლდებიან ეს მიკროორგანიზმები კოსმოსის მკაცრ გარემოში და როგორ შევლენ ინტერაქციაში ისეთ ციურ სხეულებთან, როგორებიც არიან მთვარე და მარსი (და შევლენ თუ არა საერთოდ)."
მომზადებულია IFLScience-ზე დაყრდნობით.
3