ატომები თქვენს ეკრანებზეც! ⚛️
✦ სამყაროს მთელი ჩვეულებრივი მატერია შედგება პაწაწინა სამშენებლო ბლოკებისგან, რომლებიც ძალიან მცირეა იმისთვის, რომ შეუიარაღებელი თვალით დავინახოთ.
მაგრამ, ჩვენ, ადამიანები ჩვენი თვალების ფიზიკურ ბარიერებს არ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ ხელი შეგვიშალონ სასურველის დანახვაში.
თანდართული სურათი 2021 წელს არის გადაღებული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფიზიკოსი ჟენ ჩენი, კორნელის უნივერსიტეტიდან, ახლა კი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემის წარმომადგენელი.
ეს წერტილები გახლავთ ატომები PrScO3-ის (ქიმიური ნაერთი) კრისტალურ ბადეში და ისინი 100 მილიონჯერ არიან გადიდებული.
რაც არ უნდა გაუმჯობესდეს ტექნოლოგია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამაზე უკეთესი გარჩევადობა (რეზოლუცია) მივიღოთ, რადგან არსებობს ატომურ მასშტაბებზე რეზოლუციის ლიმიტი.
» „ეს არ არის მხოლოდ ახალი რეკორდი“, - თქვა ფიზიკოსმა დევიდ მიულერმა კორნელის უნივერსიტეტიდან.
„მიღწეულია რეჟიმი, რომელიც რეალურად რეზოლუციის ზღვარია. ახლა ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია გავარკვიოთ სად არიან ატომები.
ასევე, ეს გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს იმის გასაზომად, რისი გაკეთებაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა“.
ეს მიღწევა ატომების გამოსახვის ტექნოლოგიის მწვერვალია, რომელიც მიღწეულ იქნა ტექნიკით, რომელსაც პტიქოგრაფია ჰქვია.
პტიქოგრაფია არ არის ვიზუალიზაციის ჩვეულებრივი მეთოდი, არამედ გამოსახულების ნიმუშებით შექმნაა.
აი, როგორ მუშაობს ის:
ელექტრონები შეჰყავთ PrScO3-ის (ქიმიური ნაერთი) ნიმუშში და, როდესაც ეს ელექტრონები ატომებს ეჯახებიან, ისინი სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილდებიან.
იმის გაზომვით, თუ როგორ იფანტებიან ელექტრონები და სად მიდიან ისინი სხივის მოძრაობისას, მეცნიერებს შეუძლიათ შექმნან იმის გამოსახულება, თუ რას გაურბიან ელექტრონები.
რადგან PrScO3-ი არის ნაერთი, ფოტოზე ვხედავთ სამ სხვადასხვა სახის ატომებს.
ნათელი წერტილების წყვილი, რომლებიც ერთმანეთთან არიან შერწყმული, გახლავთ პრასეოდიმი.
ცალკეული ნათელი ლაქები კი სკანდიუმია.
წითელი ლაქები კი ჟანგბადი.
ყველა ეს ატომები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რათა წარმოქმნილიყო სუფთა და სრულყოფილი კრისტალი, რომელიც შემდეგ მკვლევრებმა გამოსახეს.