აქამდე ნანახთაგან ყველაზე დიდმა კოსმოსურმა აფეთქებამ, ასტრონომები გაურკვევლობაში ჩაგდო

6
აფეთქების მასშტაბი 100-ჯერ აღემატებოდა ჩვენი მზის სისტემის სიდიდეს😲💥
• პარასკევს (12 მაისი), ასტრონომებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს "ყველაზე დიდი" კოსმოსური აფეთქება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.
სამი წლის წინ, ჩვენს მზის სისტემაზე 100-ჯერ დიდმა "ცეცხლოვანმა ბურთმა" მოულოდნელად დაიწყო ამოფრქვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომებმა უკვე თქვეს აფეთქების სავარაუდო მიზეზი, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მეტი კვლევაა საჭირო საიდუმლო ფენომენის ბოლომდე გასაგებად.
აფეთქება, სახელად AT2021lwx, არ არის ყველაზე კაშკაშა ნათება, რომელიც ოდესმე უნახავთ.
ეს რეკორდი დღემდე გამა-სხივებს ეკუთვნით, რომლებიც გასული წლის ოქტომბერში აფეთქდნენ.
ამ უკანასკნელს მეტსახელად BOAT უწოდეს - ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ნათება.
ფილიპ ვაისმენი, ასტროფიზიკოსი დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან და ამავდროულად ახალი კვლევის წამყვანი ავტორი, ამბობს, რომ AT2021lwx ითვლება "ყველაზე დიდ" აფეთქებად, რადგან მან გაათავისუფლა გაცილებით მეტი ენერგია ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე BOAT-მა ხანმოკლე აფეთქებისას.
ასევე, ვაისმენმა AFP-ს უთხრა, რომ აღმოჩენა შემთხვევითი იყო, რადგან Zwicky Transient Facility-მ, 2020 წელს, AT2021lwx პირველად დააფიქსირა მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა ცის ავტომატური სკანირება.
• სინათლის სხვადასხვა სიგრძის ტალღის გაანალიზებით, მათ აღმოაჩინეს, რომ აფეთქება ჩვენგან დაახლოებით რვა მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მოხდა.
ვაისმენის შეფასებით, აფეთქება მზეზე ორ ტრილიონჯერ უფრო კაშკაშაა.
ასტრონომებმა გამოიკვლიეს აფეთქება და რამდენიმე შესაძლო ახსნაც შემოგვთავაზეს:
პირველი, AT2021lwx ისედაც ფეთქებადი ვარსკვლავია, რომლის სიკაშკაშეც 10-ჯერ აღემატება სხვა ნებისმიერ ზეახალ ვარსკვლავს (სუპერნოვა).
კიდევ ერთი ახსნა არის ის, რასაც მოქცევისმიერ რღვევას უწოდებენ, სადაც ვარსკვლავი იშლება, როდესაც ის ზემასიურ შავ ხვრელში შეიწოვება.
მაგრამ, ამ მოვლენებს სიკაშკაშით AT2021lwx მაინც 3-ჯერ აღემატება.
ამავდროულად, როგორც მკვლევარმა თქვა, მათი კვლევა ამ მიმართულებით არ მიუთითებს.
ერთადერთი კოსმოსური მოვლენა, რომელსაც შეიძლება შევადაროთ ეს უკანასკნელი, არის კვაზარი, როდესაც გალაქტიკების ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელები გაზის უზარმაზარ რაოდენობას შთანთქავენ.
» ,,ეს რაღაც, რაც აქამდე არასდროს გვინახავს... ის უბრალოდ არსაიდან გაჩნდა,” - თქვა ვისმენმა.
,,ეს არის აბსოლუტური თავსატეხი," - დასძინა მან.
ახლა, როდესაც ასტრონომებმს აქვთ ინფორმაცია ამ მოვლენაზე, კვლავ იკვლევენ გამოტოვეს თუ არა სხვა მსგავსი აფეთქებები.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6