აღმოაჩინე რესტორანი ,,კოპალა"

9
       როცა გინდა ხმაურიან თბილისს ცოტახნით მოწყდე და დააგემოვნო რაიმე გემრიელი, უთუოდ მის უძველეს უბანს უნდა მიაშურო. აუყვე ბარათაშვილის ფერდობს, მოხვდე მეტეხის ქუჩაზე, იქიდან კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლო. მალე ჩეხოვზე აღმოჩნდები და თუკი თვალს უცხო ნაგებობა მოგჭრის დიდი ვერანდით _ ეს იმას ნიშნავს , რომ რესტორან , , კოპალას“ შენობას უმზერ, რომელიც ამავე დასახელების სასტუმროს კომპლექსშია განთავსებული. ყოველდღიურობისაგან დაღლილ, ქალაქის ხმაურისგან შეწუხებულ ადამიანს, ანაც შორეთიდან ჩამოსულ ტურისტს რა სჭირდება, თუ არა რელაქსაცია, გემრიელი კერძის დაგემოვნება, ამაღლებული განწყობა და დაუვიწყარი მოგონების შექმნა. ამის მოსურნეს , , კოპალა“ უპირობოდ დიდ დახმარებას გაუწევს.
        რესტორანი , , კოპალა“ სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ოჯახურ გარემოში გემრიელი სადილი მიირთვათ, ივახშმოთ მონატრებულ მეგობრებთან ან აღნიშნოთ მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში. ეს რესტორანი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციების მოტრფიალე და ევროპული სამზარეულოს თაყვანისმცემელია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ფართო ასორტიმენტის ალკოჰოლური სასმელი. , , კოპალა“ გულგრილს არც ყავის მოყვარულებს დატოვებს _ სარესტორნო ქსელში მისი უამრავი სახეობაა წარმოდგენილი.
      რესტორნის მენიუსთან ერთად ყურადსაღებია მომსახურების მაღალი ხარისხი და სათანადოდ აღჭურვილი ინტერიერი. მომხმარებელს შეუძლია უფასო ინტერნეტით სარგებლობა. დარბაზებში ზომიერი ტემპერატურის შენარჩუნებას, ზაფხულის ცხელ დღეებში, კონდენციონერი უზრუნველყოფს. შემოდგომა _ ზამთრის სეზონისათვის გამართულია გათბობის სისტემაც.
       ღამის ბინდში გახვეული, მთვარის შუქში ჩაძირული თბილისი, მოდუდუნე მტკვარი, ქალაქის გუშაგებად ქცეული სამება, სიონი, ნარიყალა, ქართლის დედა და მეტეხი _ ეს იმ ეროვნული და არქიტექტურული ძეგლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დანახვაც , , კოპალას“ სტუმარს რესტორნის ტერასიდან შეუძლია. გადაშლილი ხედი წელიწადის ყველა სეზონზე ერთნაირად მიმზიდველია. ყურადღებას იქცევს იქვე აღმართული მეჩეთი და სინაგოგა, რაც ტურისტებს მეტად სასიამოვნო განცდით აღავსებთ, რომ მათი მასპინძელი ქვეყანა საკმაოდ ტოლერანტულია.
         წლებია , , კოპალას“ სავიზიტო ბარათია გემოვნებიანი ცოცხალი მუსიკა. მომხმარებელს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს საგანგებოდ მოწვეული მევიოლინის მიერ შესრულებული მომაჯადოვებელი აკომპანიმენტი, რომელიც, არც მეტი _ არც ნაკლები, ყოველ დღე ჟღერდება სტუმრების განწყობის ასამაღლებლად.
რესტორანი 2013 წელს გაიხსნა და ის ავლაბრის უბანში, ჩეხოვის 8/10 ნომერში მდებარეობს . ფუნქციონირებს ყოველ დღე 23:00_მდე. მცირე დარბაზი გათვალისწინებულია 20-25 სტუმარზე, დიდი დარბაზი კი 70-80_ზე. , , კოპალა“ მომხმარებელს გადახდის სწრაფ და მობილურ სერვისს სთავაზობს _ გადახდა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საკრედიტო ბარათის საშუალებით. ამასთან, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ავტოსადგომით.
მაგიდის წინასწარ დასაჯავშნად რესტორნის ადმინისტრაციას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
+(995) 32 2 775590, +(995) 577 238887 ;
http://kopala.ge _ ეს რესტორან , , კოპალას“ ვებ_გვერდი გახლავთ, სადაც განთავსებულია ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, როგორც რესტორნის, ისე ამავე დასახელების სასტუმრო კომპლექსისა და სხვა ტერიტორიაზე არსებული მისი ფილიალების შესახებ.
ესტუმრეთ, აღმოაჩინეთ და გაატარეთ დაუვიწყარი წუთები ამ უცხო, სვანური ტოპონიმის სახელწოდების მქონე რესტორანში , , კოპალა“.
სტატია მოამზადა გვანცა სარიამ
9