როგორც აღმოჩნდა, LID-568 ძალიან მშიერი შავი ხვრელია 😋🕳️
✦ ასტრონომთა ჯგუფი ირწმუნება, რომ აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც მატერიას ედინგტონის ზღვარზე 40-ჯერ უფრო სწრაფად შთანთქავს.
IFLScience-ს თანახმად, ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ასტრონომი ევონ სუ, დაათვალიერა გალაქტიკების ნიმუში.
გამოვლენილი გალაქტიკები ხილვადი არიან რენტგენულ სპექტრში, მაგრამ არ ჩანან ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ სპექტრში.
თუმცა, ჯეიმ ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) არის განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფრაწითელი კამერა, რომელიც დაკვირვებას შესაძლებელს ხდის.
დათვალიერებულ გალაქტიკებს შორის, რენტგენულ სპექტრში, LID-568 ყველაზე კაშკაშა იყო.
სიღრმისეული დაკვირვებით, LID-568-ის გალაქტიკა და მიმდებარე რეგიონიც იქნა ნანახი და გამოვლინდა გაზის მოულოდნელი და ძლიერი ნაკადები ამ სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო.
გუნდს სჯერა, რომ "დიდი აფეთქებიდან" 1.5 მილიარდი წლის შემდეგ, ეს შავი ხვრელი მატერიას უფრო სწრაფად შთანთქავს, ვიდრე გვეგონა რომ შესაძლებელი იყო.
როგორც წესი, შავ ხვრელებს მატერიის შთანთქმის „სიჩქარის ლიმიტი“ აქვთ, რომელსაც ედინგტონის ზღვარი ეწოდება.
ეს ის წერტილია, სადაც გარე რადიაციული წნევა (რომელიც მატერიის ინტენსიური მოხმარებისას წარმოიქმნება) უნდა ეწინააღმდეგებოდეს შავი ხვრელის გრავიტაციულ ძალას და თავიდან აიცილოს მეტი მატერიის მოხვედრა შავ ხვრელში.
თუმცა, ეს შავი ხვრელი არაფრად აგდებს ედინგტონის ზღვარს და მოიხმარს მატერიას 4000%-ით მეტი სიჩქარით.
მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს შავი ხვრელი ედინგტონის ზღვარს არღვევს, რადგან ეს (ედინგტონის ზღვარი) მხოლოდ ვარსკვლავებზე ვრცელდება.
ვარსკვლავების შემთხვევაში, ედინგტონის ზღვარი არის წერტილი, სადაც ვარსკვლავთა გარე რადიაციული წნევა აღემატება გრავიტაციულ ძალას და ვარსკვლავს ნაწილებად შლის.
» „ეს ექსტრემალური შემთხვევა აჩვენებს, რომ ედინგტონის ზღვარს გადასული სწრაფად შთანთქმის მექანიზმი არის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა იმისა, თუ რატომ ვხედავთ ამ ძალიან მძიმე შავ ხვრელებს სამყაროს ადრეულ პერიოდში“, - თქვა ასტრონომმა და კვლევის თანაავტორმა ჯულია შარვეხტერმა.
დაგეგმილია ამ შავ ხვრელზე შემდგომი დაკვირვებები JWST-ის გამოყენებით.
Image: Nitzan Zohar, Office of the Spokesperson, Technion