აღმოჩენილია ჩვენს მზეზე 10 000-ჯერ მასიური ,,მონსტრი’’ ვარსკვლავების უძველესი კლასტერი

6
ადრეული სამყაროს შორეულ კუთხეებში ძიების შედეგად, პირველი ვარსკვლავების არსებობის კვალი აღმოვაჩინეთ ✨
• ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) მიერ მოპოვებულ ახალ სურათებში ნაჩვენები მტკიცებულებები ემთხვევა მოსაზრებას, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება: პირველი ვარსკვლავების გამოჩენიდან მალევე, მზეზე 10 000-ჯერ მასიური თერმობირთვული სფეროები ფორმირდნენ.
» „დღეს, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების წყალობით, გვჯერა, რომ აღმოვაჩინეთ ამ უჩვეულო ვარსკვლავების არსებობის პირველი ნიშანი“, - ამბობს შვეიცარიაში არსებული ჟენევის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კორინ შარბონელი.
ამ თავსატეხის პირველი ნაწილი ვარსკვლავების ჯგუფის ერთ-ერთი ტიპია, რომელსაც სფეროსებრი გროვა ეწოდება.
ისინი შედარებით ბევრია ლოკალურ სამყაროში;
ირმის ნახტომში დაახლოებით 157 ობიექტია კლასიფიცირებული, როგორც სფეროსებრი გროვები.
ეს არის ძალიან მკვრივი გროვა, რომელიც შეიცავს 100 000-დან 1 მილიონ ვარსკვლავს;
და ყველა ამ ვარსკვლავს აქვს ერთმანეთის მსგავსი ქიმიური თვისებები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ ერთი და იმავე გაზის ღრუბლიდან.
სფეროსებრი გროვები ასევე ხშირად შედგებიან ძალიან ძველი ვარსკვლავებისგან, რომლებიც სიკვდილის ზღვარზე არიან.
JWST-მ გადახედა ძალიან, ძალიან შორეულ გალაქტიკას, GN-z11-ს, რომელიც "დიდი აფეთქებიდან" 440 მილიონი წლის შემდეგ არსებობს, რომლის შუქმაც მხოლოდ ახლა მოაღწია ჩვენამდე - გაფართოებად სივრცეში 13, 3 მილიარდი წლის მოგზაურობის შემდეგ.
ასტრონომები ამ უძველეს გროვებს თვლიან ადრეული სამყაროს „ნამარხებად“ და სწავლობენ მათ, რათა გაეცნონ ადრეული ეპოქების ქიმიას.
მთავარი სურათი: ESA/Hubble & NASA
facebook | ჩვენი ვებგევრდი 🚀
6