აღმოჩენილია წყლის ბინადრების აქამდე უნახავი 100-ზე მეტი სახეობა

4
ჩილეს სანაპიროზე, ბოლოდროინდელი ექსპედიციისას 100-ზე მეტი ახალი სახეობა გამოვლინდა 🐡🐠
დოქტორ ხავიერ სელანესის ხელმძღვანელობით, მკვლევრების ჯგუფმა გამოიკვლია 2900 კილომეტრიანი ზღვის მთათა ჯაჭვი, რომელიც გადაჭიმულია ჩილეს სანაპიროდან რაპა ნუისამდე (აღდგომის კუნძულამდე).
უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის დისტანციური მართვის მოწყობილობებითა და მრავალსხივიანი სონარით, დააფიქსირეს სახეობები, რომელთაც ამ ვიდეოში ნახავთ: https://fpge.link/d0u
ზღვის მთები ჩამქრალი ვულკანების ნარჩენები გახლავთ და აქვთ მრავალფეროვანი ეკოსისტემა, მათ შორის მარჯნის რიფები და ღრუბელა ორგანიზმების ბაღები.
მკვლევართა გუნდი ხაზს უსვამს საზღვაო კონსერვაციის გადაუდებელ აუცილებლობას და ახდენს ამ ახალი სახეობების ფიზიოლოგიისა და გენეტიკის შესწავლასა და აღწერას.
Facebook: @terrrage
4