"აჩუქე წიგნი"

10
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კითხვის და ჩუქების წამახალისეველი კამპანიები და ღონისძიებები ეწყობა. ეს არის დღე, როდესაც ოჯახის წევრები, მეგობრები თუ სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან, რაც ქვეყნებში უკვე ტრადიციად იქცა, მათ შორის საქართველოშიც. 
თუმცა ქართული წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებისა და "ბიბლუსის" გადაწყვეტილებით წიგნის ჩუქების ტრადიცია არა მხოლოდ ერთი დღე, არამედ მთელი დამკვირდდება და აპრილი წიგნების ჩუქების თვედ გამოცხადდება. 
ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა, რომელიც ამ კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა არის მწერალ-კონსულტანტების გამოჩენა ბიბლუსის მაღაზიებში. წიგნის ჩუქების თვის აღსანიშნავად აპრილის თვეში ბიბლუსის ფილიალებში ცნობილი მწერლები მოირგებემ კონსულტანტების როლს და დაეხმარებიან მომხარებლებს სასურველი წიგნების შერჩევაში. 
 4 აპრილს, 18:00-ზე გაიმართება ღონისძიება, რომელიც ოფიციალურად გახსნის წიგნის ჩუქების თვეს. ღონისძიებას წარუძღვება  გიორგი კეკელიძე და სპიკერები ისაუბრებენ წიგნიერებაზე, ბოლოს კი გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და "საუკუნის წიგნიერის" ტიტულს მიენიჭებათ: მზექალა შანიძეს, ბესიკ ხარანაულს და ელზა ახვლედიანს.
მისამართი: თიბისი კონსეპტის სივრცეში - კ.მარჯანიშვილის 7 ნომერში (თეატრის წინ).
10