ახალი ბიოგრაფიული ფილმი ჟან-მიშელ ბასკიას შესახებ

15
ჟურნალ "Variety"-ის ცნობით, რეჟისორმა Julius Onah-მ გადაწყვიტა ნიუ-იორკელი არტისტის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი გადაიღოს, სადაც მთავარ როლს Kelvin Harrison-ი შეასრულებს. ბასკიას ცხოვრების პირველი ეკრანიზაცია 1996 წელს,  Julian Schnabel-ის ხელმძღვანელობით შედგა, თუმცა დაანონსებული ფილმი, სახელწოდებით "Samo Lives", პირველი იქნება, რომელზეც შავკანიანი კინორეჟისორი იმუშავებს. 
Kelvin Harrison/Jean-Michel Basquiat
სიუჟეტი ამერიკელ-პუერტორიკოელი მხატვის პერსპექტიული კარიერის გარშემო ვითარედება, რომელიც დროზე ადრე, ტრაგიკულად შეწყდა. ბასკიას ნახატებმა და გავლენამ განსაზღვრა 1980-იანების ნეოექსპრესიონიზმის მოძრაობა. 
1983 წელს, 22 წლის ასაკში, ის ყველაზე ახალგაზრდა მხატვარი გახდა, რომელმაც ნამუშევრები ნიუ-იორკში, "Whitney Biennial"-ის გამოფენაზე გამოფინა. ცნობილი მხატვარი 1988 წლის 12 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიუხედავად ყველა აღიარებს, რომ მისი ნამუშევრები დღემდე დიდ გავლენას ახდენს თანამედროვწ მხატვრობის განვიტარებაზე. 
"ჟან-მიშელ ბასკიამ ხელახლა განსაზღვრა იდეა იმის შესახებ, თუ ვინ ადის სახვითი ხელოვნების სამყაროს უმაღლეს სიმაღლეებზე. მაგრამ მისი, როგორც მხატვრისა და აფრიკული დიასპორის შვილის გამოცდილების სირთულე და სიმდიდრე ჯერ კიდევ არ არის "დრამატიზირებული" ისე, როგორც ამას იმსახურებს"- განახადა Julius Onah-მ. 
15