ახალი გამოფენა ჩიკაგოში, რომელიც ბრიჯიტ რაილის გონებამახვილურ ხელოვნებას ასახავს

6
1960-იან და 70-იან წლებში ოპ არტის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა, ბრიჯიტ რაილი ცნობილია სურათებით, რომლებსაც შეუძლიათ უცნაური გრძნობების პროვოცირება ნებისმიერ ადამიანში, ვინც დიდხანს უყურებს მათ.
"ვერც ერთი მხატვარი, გარდაცვლილი თუ ცოცხალი, ვერ ახერხებს იმის გადმოცემას, თუ რა შესაძლებლობები აქვთ ჩვენს თვალებს", - წერდა ხელოვნებათმცოდნე რობერტ მელვილი 1971 წელს,  ბრიჯიტ რაილის ნახატებზე და აღწერდა ნამუშევრებს, რომლებიც თითქოს იცვლება, ვიბრირებს ან ციმციმებს, რადგან "ათავისუფლებს აქამდე უცნობ ენერგიებს მარტივი ფორმებიდან და სიბრტყედან."
დღეს 91 წლის ბრიტანელი მხატვარი ყველაზე გაყიდვადი ცოცხალი ქალი მხატვრების მოკლე სიაშია, მისი ერთ-ერთი ტილო, ამ წლის დასაწყისში აუქციონზე $5.2 მილიონ დოლარად შეფასდა და გაიყიდა.
რაილის გამოსახულების ზოგჯერ თავბრუდამხვევი ეფექტით გამოწვეული ვიზუალური და შესაძლოა ვისცერული გამოცდილება ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, ამბობს ჯეი კლარკი, ახალი პერსონალური გამოფენის თანაკურატორი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, რომელიც აერთიანებს 90 ნამუშევარს რაილის პირადი კოლექციიდან, ნახატები თარიღდება 1940-იანი წლებიდან დღემდე.
ხელოვნების ინსტიტუტმა მიზანმიმართულად შეიტანა რამდენიმე ახსნა-განმარტება, ამბობს კლარკი და აღნიშნა, რომ რაილის გამოსახულებები მაყურებლის სრულ ყურადღებას მოითხოვს მათი ეფექტის გამოსავლენად. "ის არ არის ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანი, რომლის ნამუშევრებზე უბრალოდ შეხედვა და გზის გაგრძელება საკმარისი არ არის. სურათები მართლაც მოძრაობს, მაგრამ ამას დრო სჭირდება აღსაქმელად, რაც უფრო მეტხანს დააკვირდებით, მით მეტს იგრძნობთ და შეიცნოვთ" 
Red, Green, and Blue Twisted Curves , 1979 წელი. "მაყურებელი, რომელიც ჩემს ნამუშევრებს უყურებს, თავად ნაწარმოების ნაწილია" - ბრიჯიტ რაილი
ლურჯი პეიზაჟი, 1959 წ
კაცი ბაღში (ლინკოლნშირი), 1952-55 წწ
New Curves — 2 იანვარი,  1999 წ. 
ბრიჯიტ რაილის ავტოპორტრეტი , 1956 წ. 
უსათაურო, 1961 წ.
უსათაურო, 1960 წ.
6