ახალი ემოცია-როგორც საზრდო,ცოლქმრული ურთიერთობისთვის✨

9
რა არის სასიყვარულო ურთიერთობის სტაბილურობის გარანტი❓⬇️
სიყვარული ემოციაა და რაც მეტი პოზიტიური ემოციის აღძვრა შეუძლია პარტნიორს, მით მეტია კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდა ურთიერთობებში. რომანტიკული ელფერი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ის ურთიერთობას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. მაგალითად, ავიღოთ ორი განსხვავებული სიტუაცია ერთი და იმავე პერსონაჟების მონაწილეობით.
სიტუაცია 1 - სამსახურში ახალგაზრდა ქალს დაუვარდა კალამი, მამაკაცმა მიაწოდა.რამდენი პროცენტი გვაქვს ალბათობა იმისა, რომ ამ დეტალმა შეიძლება მათი ურთიერთობები უფრო სერიოზულ, სასიყვარულო ურთიერთობაში გადაზარდოს? ვიცი ძნელია პასუხის გაცემა.ნაწილი იტყვის, გააჩნია რა შემთხვევაშიო, მაგრამ მე სწორედ მხოლოდ ამ შემთხვევას ვგულისხმობ. საკმაოდ დაბალი ან გაურკვეველი.
სიტუაცია 2 - თანამშრომლები წავიდნენ კარვებით ექსკურსიაზე. როცა დაბნელდა, ცეცხლი დაანთეს და შემოუსხდნენ . ცოტა ხანში აღმოაჩინეს, რომ ერთი ახალგაზრდა ქალი არ ჩანს და მის მოსაძებნად მამაკაცი წავიდა. სადღაც მოშორებით ახალგაზრდა ქალი დიდ ორმოში ჩავარდნილიყო, ფეხი ეღრძო და ვერ ამოდიოდა.მამაკაცმა ქამარი შეიხსნა, ერთი ნაწილი ხეზე მიაბა, მეორეს ხელი მოჰკიდა და ორმოში ჩავიდა, ამოიყვანა ეს ქალი და რადგან მას ფეხი ნაღრძობი ჰქონდა, ხელში აიყვანა და ისე მიიყვანა ბანაკში. მთვარიანი ღამე იყო და ასე შემდეგ.. რამდენი პროცენტია სასიყვარულო ურთიერთობებში გადაზრდის ალბათობა? მგონი ეჭვი არ გეპარებათ რომ გაცილებით მეტი, ვიდრე პირველ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა რომ პერსონაჟები ერთი და იგივე ადამიანები არიან, მეორე შემთხვევა სხვა ემოციებს ბადებს. ახლა ვნახოთ, როგორ აისახება ეს ოჯახურ ურთიერთობებზე.
თუ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს დაქორწინება და ძირითადი ემოციის აღმძვრელი რომანტიკული იყო-საღამო, გოგო ორმოში ჩავარდა კაცმა იზრუნა მასზე, ქალი ისევ იმ ემოციასთან აიდენტიფიცირებს ქმარს, იმ ემოციის ხარჯზე უყვარს ეს ადამიანი. გავიდა ხუთი წელი, გაიხსენეთ, რატომ უყვარს ქმარი: ის ძველი მოგონებები, რა კარგი იყო მაშინ იცი?? მაგრამ რამდენი წელი შეიძლება ეს გაგრძელდეს? ბოლოს და ბოლოს იტყვის: ამომიყვანა ორმოდან და რა მერე?? ამიტომ როდესაც ორივემ ვიცით, რომ სიყვარულს სჭირდება ემოციებით კვება, რა თქმა უნდა, ეს საკვები აუცილებლად უნდა მისცე. პარტნიორებმა ყოველთვის უნდა იფიქრონ ახალ ემოციურ საკვებზე ახლა მე რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ ემოცია განვაახლო! ასეთი ემოციების სიმრავლე არის სასიყვარულო ურთიერთობის სტაბილურობის გარანტი.
ზურა მხეიძე✨❤️
9