ახალი პენიტენციური კოდექსი

4
საკანონმდებლო ორგანომ ახალი პენიტენციური კოდექსი 82 ხმით მიიღო. ამ კოდექსით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი" და საქართველოს კანონი "სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ".
რაც შეეხება ცვლილებებს, -
✔️ბრალდებულს ენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; მას, აგრეთვე, ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის;
✔️განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ენიჭება ვიდეოპაემნის უფლება;
✔️მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი);
✔️ყველა სახის პაემანი ხდება სრულიად უფასო;
✔️ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება, გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა;
✔️განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია, მიენიჭოთ დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება;
✔️პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც;
✔️ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
✔️თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;
✔️გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს.
4