ახალი წელი…

12
ახალი წელი, პირველი  ფურცელი კალენდარზე.  გილოცავთ 2022 წელს.🎄🎄🎄
მთვარის 29-დღე, მეოთხე ფაზა.
1 იანვარს დაბადებულები
ამ დღეს რთული ბედის მქონე ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება ადრეული ასაკიდან ბობოქარი მოვლენებით იქნება სავსე. ბუნებით ისინი მშვიდი, შრომისმოყვარე არიან, განვითარებული აქვთ ინტუიცია. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა დიდი შრომით მოუწევთ. ხანდახან მათ დამსახურებებს სხვები მიიწერენ, მაგრამ თუ ყველა დაბრკოლების ღირსეულად გადალახვას შეძლებენ, გარშემომყოფთა უსამართლო მოპყრობის ჩათვლით, მოწიფულ ასაკში კომფორტული პირობების შექმნას შეძლებენ.
1 იანვარს დაბადებულები ავტორიტარული ხასიათით გამოირჩევიან. გარშემომყოფთ კარნახობენ რა საკუთარ წესებს, ყველაფერში დაჟინებით მოითხოვენ მკაცრ ორგანიზებულობასა და სისტემატიზაციას, თან მათი ბრძანებები ისმის როგორც სამუშაო კაბინეტში, ისე სახლში. ბევრ მათგანს კარგი განათლება აქვს მიღებული და ამიტომ ამას სხვებშიც აფასებენ. რაც უნდა მცდარი იყოს მათი შეხედულებები, მათი გადარწმუნება ძნელია. პირადი ამბიციების რეალიზაციის გზაზე მათივე პრინციპები დგას. ხანდახან, დასახული მწვერვალის დაპყრობის გზაზე, ისინი ზედმეტად პატიოსანი, კეთილშობილი, ძალზე მომთმენი არიან. პედანტურად ხელმძღვანელობენ რა წესრიგის დამყარების მისწრაფებით, 1 იანვარს დაბადებულები მთლიანად გამორიცხავენ იმპროვიზაციის შესაძლებლობებს, ასე მისდევენ გეგმას და საკუთარ თავს ამ გეგმისგან ერთი მილიმეტრით გადახვევის უფლებას არ აძლევენ მაშინაც კი, როცა მანევრის შესრულების აუცილებლობა დგება. ემოციური წონასწორობის დარღვევის ძალზე დაბალი ზღურბლი აქვთ და სწორედ მის მიღმა იშლება მათი ჭეშმარიტი, ბუნებრივი და მძლავრი იმპულსურობა.
ამ დღეს დაბადებულებს არ უჭირთ მეგობრებთან ურთიერთობა. მასწავლებლის როლში კი მათ შეუძლიათ მოსწავლეების სიყვარულისა და სიმპათიის მოპოვება. სხვა საქმეა სამუშაო კოლექტივი, სადაც ურთიერთობები კონკურენტულ ბრძოლაზეა აგებული. ამიტომ 1 იანვარს დაბადებულებმა უნდა გამოიმუშაონ „ტყვიაგაუმტარი“ ემოციური „ჯავშანი“, რომ მათი მანიპულირება ვერავინ შეძლოს. თუ ასეთი ჯავშანი შეიქმნება, ოპონენტებისთვის მისი გარღვევა იოლი ნამდვილად არ იქნება.
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
გიორგი და საბა ხახულელების ხსენების დღეს.
“ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს – ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისთვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არა და, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს, კაცობრიობას უნდა ვარგოვო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისთვის ვერ მოუტანია, თავის ქვეყნისათვის – რომლის ღვიძლი შვილია, – რომლის ავი და კარგი ესმის (და თუ არ ესმის თავის შინაობის ავი და კარგი, ის სხვისას როგორ გაიგონებს და, მაშასადამე, ან რას არგებს).”  
ვაჟა ფშაველა
გილოცავთ ახალ 2022 წელს 🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄🎄

საახალწლო მისალოცი ბარათები:

12