ახალი წელი ყველასია!

4
მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ირგვლივ მყოფი ბეწვიანი თუ უბეწვო არსებები უსაფრთხოდ იქნებიან ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ✨
ახალი წელი ხომ ყველასია 🎉
ფოიერვერკმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და შფოთვა ცხოველებში, რაც მათ გაქცევის სურვილს გაუჩენს.
ხმამაღალი ხმები და კაშკაშა ნათება ასევე იწვევს ცხოველების დეზორიენტირებას და მათ უგზო-უკვლოდ დაკარგვას.
გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფოიერვერკის ნარჩენებს ცხოველები ყლაპავენ, რაც ზიანს აყენებს მათ საჭმლის მომნელებელ სისტემას და ზოგადად ჯანმრთელობას.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც აპირებთ პიროტექნიკის გამოყენებას, გთხოვთ, დარწმუნდით, რომ ირგვლივ მყოფი ცხოველები უსაფრთხოდ იქნებიან.
ამ მარტივი ნაბიჯების გადადგმით, შეგვიძლია უსაფრთხო დღესასწაული ვაჩუქოთ დედამიწის ყველა არსებას.
4