წერილმა ძირითადად ცოტა სასაცილო შინაარსის გამო მიიქცია ყურადღება 😁
• სტუდენტის, იდდინ-სინის მიერ დედამისისთვის, ზინუსისთვის დაწერილი წერილი აღწერს სიცოცხლის ეპიზოდს მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-18 საუკუნეში.
იმის ნაცვლად, რომ სტუდენტს წერილში ეთქვა, თუ როგორ მიდიოდა მისი საქმეები, ან როგორ ენატრებოდა მშობლები, იდდინ-სინმა დედას საყვედური ტანსაცმლის მდგომარეობის გამო უთხრა.
» ,,უთხარით ქალბატონ ზინუს (დედა), რომ იდდინ-სინი (შვილი) აგზავნის შემდეგ შეტყობინებას: დაე, ღმერთებმა შამაშმა, მარდუკმა და ილაბრატმა ჩემი გულისთვის სამუდამოდ ჯანმრთელი გამყოფოს,“ - იკითხება წერილში.
მცირედი თავაზიანობიდან უცებ საქმეზე გადავიდა.
» „წლიდან წლამდე აქაური ახალგაზრდა ბატონების სამოსი უკეთესი ხდება, ჩემს ტანსაცმელს კი ყოველწლიურად აფუჭებ.
შენ დაჟინებით აგრძელებ ჩემი ტანსაცმლის უფრო და უფრო გაფუჭებას იმ დროს, როცა ჩვენს სახლში მატყლი პურივით ხელმისაწვდომია."
განაგრძობს იდდინ-სინი:
» „ადად-იდინის შვილს, რომლის მამაც უბრალოდ მამაჩემის თანაშემწეა, ტანსაცმლის ორი ახალი კომპლექტი აქვს და შენ ერთის გამოც კი არ ირჯები“.
იდდინ-სინმა წუხილი გამოთქვა და წერილს დასკვნითი ემოციური დარტყმაც არ დააკლო:
» ,,მიუხედავად იმისა, რომ მე შენ გამაჩინე, ის კი დედამ იშვილა, მას ძალიან უყვარს თავისი ვაჟი, შენ კი არ გიყვარვარ!" - დასძინა იდდინ-სინმა თავის წერილში.
• როგორც ჩანს, ტანსაცმლის გამო უთანხმოება მხოლოდ თანამედროვე ცხოვრების თანმდევი არ არის.
ეს წერილი ასევე გაკვეთილია იმისა, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, თუ რას დაწერთ ან ამოტვიფრავთ, რადგან არავინ იცის, ვინ წაიკითხავს მას ათასობით წლის შემდეგ.
ჰო, "აქ იყო მარიამი, გიორგი, ლიკა, ნიკა... ორიათას რაღაცა წელი" და მისთანანი "სახიფათო" წერილების კატეგორიაში არ ითვლება.😄