თბილისში, ბაგებში Silk Road Group-ის თანადამაარსებელი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგი 53 წლის იყო.
დანაშაულის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ლევან კაჭარავამ 1995–1996 წლებში დააფუძნა ახალი კომპანია „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. იმავე წლებში „Silk Road Group-მა“ გააფართოვა თავისი ბიზნეს არეალი და დააფუძნა ბანკი.
სხვადასხვა დროს იყო, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" შემომწირველი.