ბავშვის თვალით დანახული სიყვარული, პასუხები ასე გამოიყურება😊❤️

Bysofia telauridzeGeorgia7 Nov, 2021
8
ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, პასუხები ასე გამოიყურება:
4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“
4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“
4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“
6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“
6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.“
6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.“
7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“
7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“
7 წლის დენი: „სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“
8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“
ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?
ბიჭუნამ მიუგო – „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე...“
Bysofia telauridzeGeorgia7 Nov, 2021
8