ბავშვობაში მეგონა, რომ დიდობა უფრო კარგი იყო და ვოცნებობდი მალე გაზრდას. მეგონა, რომ ძალიან მაღალი კიბით შევძლებდი ღრუბელზე ასვლას. ვიღაცამ მითხრა, არ მახსოვს ვინ, ვისი ფეხსაცმელიც ლამაზად ეწყო ის დიდი ხანი იცოცხლებდაა, მე კი ყოველთვის სხვების არეულ ფეხსაცმელებს ვასწორებდი..
ნეკი ნეკისა შერიგებისა ნებისმიერ წყენას გავიწყებდაა, ჩემი ბავშვობის ფიქრებში მეგონა რომ რასაც მაშინ ვხედავდი და ვინც გვერდით მყავდა უსასრულოდ გაგრძელდებოდა და ასე იქნებოდა ყოველთვის, მეგონა, რომ თვითმფრინავი როდესაც გადაიფრენდა ხელს მიქნევდნენ, როცა რამეს ვაშავებდი ან მოვიტყუებდი შუბლზე მეწერა, ტელევიზორში ხალხს შეეძლოთ შესვლა, დაძინება თუ მიჭირდა ათამდე დათვლით შევძლებდი დამეძინა, ახლაც ასეა, თუმცა ბავშვობისგან განსხვავებით ათვლა ხშირად თავიდან იწყებაა…
დრო ერდათერთი რამაა რასაც დავაბრუნებდი..ბავშვობის დრო, სადაც მხოლოდ ბენიერ წუთებს ვაგროვებდით.სადაც ოცნებები არ ზის ჩარჩოებში, რატომ გვინდა მალე გავიზარდოთ? ჩემი პოეტის სიტყვები მახსენდება, ძნელია დედა შუაღამით ყვებოდეს ამბავს წეროს ზღაპარზე როცა უკვე ბავშვი დიდიაა..