9 ნოემბერს ბექა გოჩიაშვილი, თემურიკო დიასამიძე და Cutkill-ი Mtkvarze მუსიკალურ საღამოს გამართავენ. უნიკალური პერფორმანსი ჯაზის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის და ელექტრონულ მუსიკის სხვადასხვა ჟღერადობებს გააერთიანებს.
Beka Gochiashvili (aka Bjazz11) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქართველი მუსიკოსი და მსოფლიოში აღიარებული ჯაზ-პიანისტია. ბექას პიანინოსთან შეხება პირველად 2 წლისას ქონდა და 5 წლის ასაკში უკვე სხვადასხვა პარტიების დაკვრა შეეძლო. 10 წლის ასაკიდან ის უკვე უკრავდა სხვადასხვა ჯაზ-კლუბებში და ბავშვობიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ათეულობით საერთაშორისო და ლოკალურ მუსიკალურ ფესტივალსა და ივენთში.
ბექა ახლა ნიუ-იორკშია დაფუძნებული და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებში; 2023 წელს კი მსოფლიო ტური ქონდა Stanley Clarke-თან ერთად. მას კარიერის მანძილზე კოლაბორაციები ქონია ისეთ არტისტებთან როგორიცაა Chick Corea, Joe Lovano, Victor Bailey, Eddie Gomez და სხვა..
Mtkvarze დაგეგმილი ლაივზე ის მის ახალ მუსიკალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქართველ DJ და ელექტრონულ მუსიკის პროდიუსერ Temuriko Diassamidze-თან ერთად შექმნა. მათ შეუერთდებათ ქართული Hip-Hop სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი Cutkill, რომელიც ქართული Electro-Pop ბენდის Kung-Fu Junkie წევრი იყო და არაერთ ქართველ მუსიკოსთა აქვს ტრეკები ჩაწერილი: KayaKata, Luna997, Svansikh, Kancheli, Misho Urushadze და სხვა..
ლაივამდე Main Room-ში ქართველი პროდიუსერი, DJ და სელექტორი Dzvali დაუკრავს Hip-Hop სელექციას. ლაივის შემდეგ, სთეიჯს თბილისში დაფუძნებული არტისტი OCD დაიკავებს, რომელიც გუგა ხელაიას პროექტია.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ:
tkt.ge-ს.