ბობ საგეტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

18
ამერიკის საყვარელი კომიკოსი და მსახიობი,  სიტკომ "Full House"-ის ვარსკვლავი, ბობ საგეტი, გუშინ , 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. "განადგურებულნი ვართ იმის დადასტურებით, რომ ჩვენი საყვარელი ბობი დღეს გარდაიცვალა", - ნათქვამია საგეტის ოჯახის განცხადებაში. "ის ჩვენთვის ყველაფერი იყო. გვინდა იცოდეთ, რამდენად უყვარდა ბობს მისი თაყვანისმცემლები, მისთვის დღესასწაული იყო ეთერში გამოსვლა და თქვენი გამხიარულება, თქვენთან კონტაქტი" ორანჯის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ Saget-ი სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი, ის თავის კომედიურ ტურნეზე იმყოფებოდა. 
ექსპერტიზას ჯერ-ჯერობით გარდაცვალების მიზეზი არ დაუდგენია, თუმცა დეტექტივებმა ამ ეტაპზე ნარკოტიკები გამორიცხეს. 
18