,,ბოინგის’’ სატელიტი დედამიწის ორბიტაზე მოულოდნელად აფეთქდა

3
სატელიტი დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე იყო განლაგებული, როდესაც ნაწილებად დაიშალა 🛰️💥
✦ კომპანია Boeing-ის მიერ დამზადებული სატელიტი, რომელიც სერვისის მრავალეროვნულ მიმწოდებელ Intelsat-ს ეკუთვნის, გასულ შაბათ-კვირას მოულოდნელად აფეთქდა.
როგორც Futurism-ი ოფიციალურ მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება, ხელოვნური თანამგზავრის - სახელად IS-33e - განადგურება "ანომალიამ" გამოიწვია და კომპანიამ აღნიშნული შემთხვევა "სრულ დანაკლისად" შეაფასა.
გაურკვეველია კონკრეტულად რამ გამოიწვია ხელოვნური თანამგზავრის განადგურება.
აშშ-ს კოსმოსურმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი „აკვირდებოდნენ დაახლოებით 20 ერთეულს“, მაგრამ „არ აღმოუჩენიათ რაიმე საფრთხე დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“.
ამერიკულმა კომპანია ExoAnalytic Solutions-მა, რომელიც კოსმოსური ნარჩენების "ტრეკინს" ახორციელებს, SpaceNews-ს განუცხადა, რომ 57 ურთიერთდაკავშირებულ ნამსხვრევს ("ბოინგის" სატელიტის) ადევნებს თვალს.
სატელიტი 6622 კილოგრამს იწონიდა და დაახლოებით მინივენის ზომის იყო.
იგი უზრუნველყოფდა ფართოზოლოვან სერვისებს, მათ შორის ინტერნეტისა და სატელეფონო მომსახურების გავრცელებას ევროპის, აფრიკისა და აზიის დიდ ნაწილში.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ფაქტს, რომ ხშირად, სატელიტებს არ შეუძლიათ სამუდამოდ ექსპლუატაციაში დარჩენა და რომ მათი დაშლა კოსმოსურ ნაგავს კიდევ უფრო მასიურს ხდის, რაც საფრთხეს წარმოადგენს ორბიტალური მოწყობილობებისთვის და ობიექტებისთვის.
IMAGE: FIFTY SKY SHADES
3