,,ბოინგის’’ STARLINER-ი დედამიწაზე 6 სექტემბერს დაეშვება

3
"ბოინგის" კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ეკიპაჟის გარეშე ბრუნდება 🚀🌎
✦ "ნასამ" 29 აგვისტოს განაცხადა, რომ Starliner-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) მომდევნო პარასკევს (6 სექტემბერი) დატოვებს, თუ ამინდი შესაბამისი იქნება და ტექნიკური პრობლემებიც არ იჩენენ თავს.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, კაფსულა პარაშუტების დახმარებით ნიუ-მექსიკოში დაეშვება.
Starliner-მა 5 ივნისს ეკიპაჟიანი მისია პირველად შეასრულა და "ნასას" ორი ასტრონავტი, სანი უილიამსი და ბაჩ ვილმორი, "აი-ეს-ესზე" მიიყვანა.
კაფსულა წარმატებით შეუპირაპირდა სადგურს, თუმცა მანამდე იყო დრამა.
ხომალდიდან ჰელიუმმა რამდენჯერმე გამოჟონა და 28 მაკონტროლებელი სისტემიდან 5 მაშინ გაითიშა, როდესაც კაფსულა ჯერ კიდევ კოსმოსური სადგურისკენ მიემართებოდა.
საბოლოოდ, ყველა ამ პრობლემის გათვალისწინებით, "ნასამ" გადაწყვიტა, რომ ორი ასტრონავტის ამ კაფსულითვე სახლში დაბრუნება ზედმეტად სარისკო იქნებოდა, ამიტომ მათი დაბრუნების მისია მომავალი წლის (2025) თებერვალში ჩაინიშნა.
მომდევნო თვეში, "სფეის იქსი", Crew-9 მისიის ფარგლებში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორ ასტრონავტს Crew Dragon კაფსულით მიიყვანს.
სწორედ ამავე ხომალდით დაბრუნდებიან ბაჩი და სანი მომავალ წელს დედამიწაზე.
მანამდე კი, კიდევ რამდენიმე თვე აქვთ საუკეთესო ხედით ტკბობისთვის.
Image: Nasa
3