'ბუბა' კინო მზიურში

9
2 ივნისს "კინო მზიურში" ნუცა ღოღობერიძის საეტაპო ფილმის "ბუბას" ჩვენება გაიმართება. 
დოკუმენტური ფილმი საქართველოს სახასიათო კუთხეს - რაჭას აღწერს, მისი სათაურიც რაჭის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლის სახელიდანაა გადმოღებული. სიუჟეტი მოგვითხობს მთებში მცხოვრები საზოგადოების ყოფაზე და გამოწვევებზე, ასახავს მასალას, რომელიც უნიკალურია როგორც ისტორიულად, ისე ეთნოგრაფიულად. 
კინოსურათი პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორის ნუცა ღოღობერიძისა და ავანგარდისტი  მხატვრის დავით კაკაბაძის შესანიშნავი თანამშრომლობის პროდუქტია. 
ფილმი გადაღებულია 1930 წელს და მისი ქრონიმეტრაჟი 39 წუთია. 
მნიშვნელოვანია, რომ ნუცა (ნინო) ღოღობერიძე25 წლის ასაკში საბჭოთა კავშირში პირველი ქალი რეჟისორი გახდა, თუმცა რეპრესიების გამო მხოლოდ 3 ფილმის გადაღება მოახერხა. მისი სადებიუტო ფილმი "მათი სამეფო" იყო რომელზეც 1928 წელს მიხეილ კალატოზოვთან ერთად იმუშავა.
კინოჩვენება დაიწყება 21:00 საათზე, დასწრება თავისუფალია. 
9