ადამიანები ყოველთვის ვცდილობთ სხვებს კარი დავუკეტოთ, მათ შორის საკუთარ თავსაც.ყველაზე დიდი მარცხი ჩვენს ცხოვრებაში და საკუთარ თავთან- დაკეტილი კარი, დაკარგული გასაღები და მიმოფანტული გრძნობებია, რომელსაც ხშირად უარყოფთ, უკუვაგდებთ და ვაგრძელებთ სულის , , დანერვოზებას”შინაგანი ტანჯვა დღითიდღე მატულობს, სუნთქვა ხდება ხშირი შფოთვისა და დაძაბულობის კვალი დასტყობია, მაგრამ ამასაც არ ვიმჩნევთ, პირიქით, უფრო ვტკენთ საკუთარ , , მე-სა” და ჩვენში მყოფ გრძნობებს, განცდებს ვხუთავთ, ვახრჩობთ, გასაქცევ გზას ვუკარგავთ და ვხდებით საკუთარი თავის დამღუპველნი, ალბათ, გსმენიათ ასეთი მოსაზრება, რომ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი მტერი არა ჰყავსო დიახ, ასეა ეს ჩვენ ვართ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი. სხვა ისე ვერ გვატკენს გულს, როგორც ჩვენ საკუთარ თავს დავუშავებთ და, პირიქით, ასე ვერც სხვას ვატკენთ, როგორც საკუთარ , , მეს”თითქოს იმ სხვას ვუფრთხილდებით, ჩვენს თავს კი ვწამლავთ ისე, რომ ფაქტობრივად, უკანდასახევ გზას ვჭრით... მაინც როგორი მრისხანე ბუნებისანი ვართ, რატომ ან რისთვის ხშირად ჩნდება ეს შეკითხვა, რომელზეც არარსებობს პასუხი.დაკეტილი კარი ილუქება, ნელ-ნელა თითო აგური იდება და კედელი ჩნდება, კარი უფერულდება გასასვლელი გვირაბი, გზა, სინათლე კი იკარგება და ჩნდება შეგრძნება თითქოს წარსულში, არც კი არსებულა კარი, რომელიც ოდესღაც დაკეტილი იყო და, რომლის გასაღებიც უფუნქციო იყო.
რა მოხდება, თუ კარს გავაღებთ, გასაღებს ფუნქციას დავუბრუნებთ, აგურის კედელს დავანგრევთ და კარს აღვადგენთ? იქნებ ასე გაიღოს კარი...იქნებ დაუბრუნდეს ძველი სიცოცხლე და ჩვენც დავმშვიდდეთ, სიცოცხლის უფლება მივცეთ შინაგან , , მე-ს'' და ვაპატიოთ ის შეცდომები, რაც წარსულში ჩაიდინა.ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება მართალია ეს გაცვეთილ ფრაზად ჟღერს, თუმცა მელნიანი ფურცელი ისევ ძველს ასახავს აი, სუფთა, წმინდა თეთრი ფურცელი კი იმედის ნათელ სხივს ჰგავს მოლოდინის ნაპერწკალს აჩენს, რომ იწყება ახალი ცხოვრება, ახალი ადამიანი იბადება ახალ სამყაროში...კარს ჭრიალის ხმა აქვს, იღება, სინათლის სხივი ჭუჭრუტანიდან შემოდის და ახალი ცხოვრება გეძახის, დახმარების ხელს გიწვდენს, რომ ჭაობს თავი დააღწიო.