ვინ ვართ ჩვენ

3
  ➾ გააღვიძე აქტივიზმი • Activate Activism მუშაობს ქალთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული უფლებების გასაუმჯობესებლად და დასაცავად. ჩვენი მიზნები და ამოცანები ეფუძნება თავისუფლების, სოლიდარობისა და თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
➾ ჩვენ, სოციალისტი ფემინისტები, ვაცხადებთ, რომ გენდერულ უთანასწორობას ორი მთავარი მიზეზი აქვს - კლასობრივი და მასთან ერთად კულტურული ჩაგვრა.
➾ ეკონომიკა სოციალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ქალთა ჩართულობა ამ საკითხში სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი. თუმცა, საქართველოში დღესდღეობით ქალთა შრომითი უფლებები მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
➾ აუცილებელია, სააშკარაოზე გამოვიტანოთ, როგორ აყენებს კაპიტალიზმი და პატრიარქალური გენდერული ურთიერთობები ქალებს ჩაგრულ პოზიციაში სამსახურსა თუ ოჯახში და მოვითხოვოთ, კოლექტიური პასუხისმგებლობა ყველა სფეროში.
➾ სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ქალთა კავშირების სტიმულირება, ქალთა ეკონომიკური ორგანიზება და ამ კავშირების სოლიდარული მეთოდებით გამყარება.
➾ მიგვაჩნია, რომ არც ერთი ქალი არ იქნება თავისუფალი მანამ, სანამ ქალების დიდი ნაწილი ეკონომიკურად ჩაგრულია.
➾ შესაბამისად, ჩვენ, ქალები ვალდებულები ვართ გავაღვიძოთ აქტივიზმი იქ, სადაც შრომა არ არის ღირსეული, იქ სადაც თანაბარი ღირებულების შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურებაა, იქ სადაც დისკრიმინაცია და სტერეოტიპული დამოკიდებულებებია, იქ სადაც სექსუალური შევიწროვება და ძალადობაა, იქ სადაც კანონმდებლობაში განსაზღვრულია უღირსი დეკრეტული შვებულება და იქ სადაც არ არსებობს დედობის უფლება...
გახსოვდეს, “ყოველი სოციალური წარმატების დასაწყისში იყო ქმედება.“
➾ გააღვიძე აქტივიზმი და შეეწინააღმდეგე კაპიტალისტური ექსპლუატაციის ეკლებს!
#გააღვიძეაქტივიზმი #თანასწორობისთვის
3