გაირკვა, თუ როგორ ხდებიან კვაზარები სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტები

5
სამყარო სავსეა გალაქტიკებით და ამ სიმრავლეს შორის, ზოგიერთი გალაქტიკა მართლაც სანახაობრივად გამოირჩევა ✨
• საუბარია კვაზარულ გალაქტიკებზე.
კვაზარები, აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელის მიერ წარმოებულ მასალას ისეთი სისწრაფით შთანთქავენ, რომ სამყაროს ყველაზე კაშკაშა შუქით, გალაქტიკის ცენტრს სწორედ ელექტრომაგნიტურ სპექტრში ანათებენ.
ათწლეულების განმავლობაში, ასტრონომებს აინტერესებდათ, თუ რატომ განიცდის ზოგიერთი გალაქტიკა ასეთ ექსტრემალურ აქტივობას, ზოგი კი არა.
ამოცანა ამოხსნილია!
ახლომდებარე კვაზარული და არაკვაზარული გალაქტიკების გულდასმით შესწავლის შემდეგ, ჯგუფმა დაასკვნა, რომ უმეტეს შემთხვევაში, კვაზარის აქტივობა იწყება მაშინ, როდესაც ორი გალაქტიკა იწყებს შეჯახების პროცესს და საბოლოოდ ერწყმიან ერთმანეთს.
ეს გვეუბნება, რომ რამდენიმე მილიარდ წელიწადში, როდესაც ირმის ნახტომი ანდრომედასთან შეჯახებას დაიწყებს, ჩვენი გალაქტიკა სავარაუდოდ ცეცხლოვან კვაზარად გადაიქცევა.
» „კვაზარები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ფენომენია და ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, სავარაუდოდ არის ჩვენი ირმის ნახტომის მომავალი, როდესაც ის ანდრომედას გალაქტიკას შეეჯახება, დაახლოებით, ხუთი მილიარდი წლის შემდეგ“, - ამბობს შეფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ასტროფიზიკოსი კლაივ ტადჰანტერი.
„ძალიან ამაღელვებელია ამ მოვლენების ყურება და საბოლოოდ იმის გაგება, თუ რატომ ხდება ისინი, მაგრამ საბედნიეროდ, დედამიწა არცერთ ამ აპოკალიფსურ ეპიზოდს დიდი ხნის განმავლობაში არ მიახლოვდება,“ - დასძინა ტადჰანტერმა.
• შავი ხვრელები ყველაზე ბნელია სამყაროში, ამიტომ ცოტა ირონიულად გვეჩვენება, რომ ისინი წარმოადგენენ ყველაზე კაშკაშა სინათლის მამოძრავებელ ძალას.
როდესაც შავი ხვრელი "იკვებება" მასალით, რომელიც თავის ორბიტაზე ხვდება, მატერიის ნაზავი მხოლოდ მის ყელში არ აღმოჩნდება.
მასალა ტრიალებს უზარმაზარი სიჩქარით, როგორც წყალი ნიჟარის დრენაჟში.
ექსტრემალური ხახუნი და გრავიტაცია ათბობს მასალას წარმოუდგენელ ტემპერატურამდე, რის შედეგადაც ის ანათებს მთელ სპექტრს.
რაც უფრო მეტია მასალა და, რაც უფრო ძლიერია გრავიტაციული ველი, მით მეტ სინათლეს გამოიმუშავებს იგი.
facebook | Our Webpage 🚀
5