გაიცანით მეგარაპტორი: დინოზავრის ახალი ნაკვალევი ცხადყოფს,რომ მტაცებლები საკმაოდ დიდები იზრდებოდნენ

3
ბუმბულების გამო შესაძლოა მოფერებაც კი მოგინდეთ, მაგრამ მტაცებლის ზომა სრულიად საპირისპირო განცდას იწვევს 😬
✦ გვიანი ცარცული პერიოდის დროინდელი ნაკვალევები ორი განსხვავებული ტიპის მტაცებლის შესახებ მიგვანიშნებს.
IFLScience-ს თანახმად, ერთ-ერთი ნაკვალევი ეკუთვნის ადრე უცნობ სახეობას, რომელიც გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი ადრე ნაპოვნი.
სანამ ძვლებს არ მივაგნებთ, ბევრი რამის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამ გიგანტური "ნაკვალევის პატრონი" (Fujianipus yingliangi) სიმაღლეში 1.8 მეტრი იყო, ხოლო სიგრძეში 5 მეტრი, რაც ბევრად აღემატება ფილმ "იურული პერიოდის პარკში" ნაჩვენებ ველოსირაპტორებს.
მეგარაპტორის ნაკვალევი განსხვავებულია იმითაც, რომ, როგორც ჩანს, წონის მატარებელი/ტვირთმწევი მხოლოდ ორი კლანჭი გააჩნდათ.
თითო ფეხზე ოთხი კლანჭიდან ერთი იყო პატარა, მეორე კლანჭი კი უფრო დიდი და მისი დანიშნულება ჯერ კიდევ დებატების საგანია.
დოქტორმა ენტონი რომილიომ, ქუინსლენდის უნივერსიტეტიდან, IFLScience-ს განუცხადა, რომ ამჟამად ყველაზე პოპულარული თეორია არის ის, რომ მეორე დიდი კლანჭს იყენებდნენ მსხვერპლის შესაკავებლად მირთმევის დროს.
როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი დანიშნულება, ეს კლანჭები იმდენად სპეციალიზირებული იყო, რომ არ გამოყენებოდა სიარულის დროს, რაც მეგარაპტორების ნაკვალევს ადვილად განასხვავებს სხვა დინოზავრების ოჯახის წარმომადგენლების ნაკვალევისგან.
ასაკი ჯერ არის დადგენილი, თუმცა დიაპაზონი გახლავთ 80-150 მილიონი წელი.
დოქტორი რომილიო და მისი კოლეგები ამბობენ, რომ ეს მტაცებლები ცარცული პერიოდის განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდნენ და, შესაძლოა, იმ ასტეროიდის დედამიწაზე დაცემა სასარგებლოც კი იყო ჩვენი პლანეტისთვის.
3