გალას შემოქმედება

10
ჩემთვის გალაკტიონი პოეზიის უგვირგვინო მეფეა.გალას პოეზია სავსეა შედევრებით.მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სულიერად მარტო იყო, მას მეგობარივით ყველგან ახლდა თავისი განუყრელი მარტოობა.ერთ-ერთ ლექსში იგი წერს : სადმე ყრუ ადგილს დავესახლები სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი, სადაც იქნება ცოფი ნაკლები და უფრო ნაკლებ ადამიანი.ის სულით არისტოკრატი და სიტყვიერი სასწაულების შემქმნელია, მის გარეშე მსოფლიო პოეზია ბევრ აღმოჩენას აუვლიდა გვერდს.ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო. გალაკტიონს არ შეეძლო, ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ეცხოვრა, ის მუზების ქვეყანაში ცხოვრობდა. მას დიდ ბავშვს ეძახდნენ. ის სხვანაირი ადამიანი იყო, ამას განსაკუთრებით კარგად ხედავდა დედამისი, მაკრინე ადეიშვილი. 2 ვაჟი ჰყავდა მაკრინეს, უფროსი აბესალომი და უმცროსი გალაკტიონი. მამა პოეტის დაბადებამდე გარდაიცვალა, ასე რომ, სტრიქონები “მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში” მხოლოდ ფანტაზიაა, რადგან გალაკტიონი მამას არ მოსწრებია. გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” პოეტი თბილისში ხშირად იდგა ხიდის თავში, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია და აღტაცებული უყურებდა მყინვარწვერს. ის მხოლოდ კარგ ამინდში ჩანდა. მეგობრებსაც ხშირად აჩერებდა ამ ადგილას, გაახედებდა მყინვარწვერისკენ და ეუბნებოდა: “შეხედე, ძამიკო, შეხედე. რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ სილამაზეს ვერ ხედავს”. ის ამაში გულისხმობდა იმ მგზავრებს, რომლებიც გადადიოდნენ ხიდზე და ვერც კი ამჩნევდნენ მყინვარწვერის სილამაზეს. გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა აზრით, პოეტი შეეწირა იმ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა. მას სხვანაირი მოვლა და მოპყრობა სჭირდებოდა. მის მიმართ კი ხშირ შემთხვევაში შური და მტრული განწყობა იყო.
10