გამარჯობა

4
სანამ რაიმეს დავწერ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს ვინც ეს გვერდი შექმნა, რადგან ხანდახან გინდა სახეში ნეხვი ესროლო ხალხს და არ შეგიძლია, რადგან კარგი გოგო ხარ და შენი ზრდილობა ამის უფლებას არ გაძლევს. ხანდახან გაბულინგებენ იმის გამო რომ გიყვარს ადამიანების მხარდაჭერა, მათი დაცვა და რაღაც იარლიყებს გაწეპებენ, ხანდახან კიდე ხალხს სიმართლეს სახეში ულაწუნებ და ეს მათ აღიზიანებთ, და ვინაიდან ადამიანების გაღიზიანება დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს(თუმცა საოცრად გამომდის), გადავწყვიტე რომ უბრალოდ ჩუმად ყოფნაა საჭირო და უკეთესია მხოლოდ საკუთარი თავისთვის იცხოვრო. ცოტა რთულია თავის შეკავება, როცა ხედავ როგორ იცინიან 24 წლის კაცები ქალზე რომელსაც შარვალი ციკლით აქვს დასვრილი.
ან მაშინ არ ვთქვა არაფერი, როცა ვხედავ მამაოები რამდენ ფულს ხარჯავენ რესტორანში, რა მანქანით მიდიან იქამდე და რა ფასიანი ოქროს ჯვარი უკეთიათ ყელზე.(ისიც უნდა ავღნიშნო რომ ისინი დიდი სიამოვნებით ადებენ თავზე ხელს იმ ციგნებს რესტორნის შესასვლელთან რომ სხედან მთელი დღე, პურის ფულისთვის.. ისინი ნარჩენ საჭმლიან კონტეინერსაც არ უტოვებენ. დალოცვა დაანაყრებთ ამინ) ამ დროს კი მე ურწმუნოს მეძახის ერთი ჩვენი ძველი ტაქსისტი მათ საქციელზე ხმამაღლა ლაპარაკის გამო. მე განკიცხვის უფლება არ მაქვს და ისინი ნათლობაში ქრთამს იღებენ.
მე ქრისტიანი ვარ და მჯერა ჩემი ღმერთის, თუმცა ამ ბინძური ორფეხების არა! საკუთარ თავებს ადამიანებს რომ უწოდებენ. ადამიანობას დამსახურება უნდა.
დამიჯერეთ, ეს მხოლოდ პაწაწინა მაგალითებია იმ საშინელი ცხოვრების რეალობაზე, რომელსაც სამწუხაროდ მივხვდი და გავიაზრე.
საბოლოოდ,
ყველაფერი ფულზე გადის…
4